რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ოქტომბერი 2026 »»
ო ს ო ხ პ შ კ
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ახალი ამბები
ძამას ხეობაში ტყემლოვანამდე ახალი გზა დაიგება და მიუახლოვდება ბორჯომის რაიონს
კომპანია ,,ბლექსი გრუპი" გამარჯვებულია ტენდერში, რომელიც საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ძამას ხეობაში 15 კმ-იანი გზის მოასფალტების მიზნით გამოაცხადა. ამის შესახებ გადაწყვეტილება დეპარტამენტში 2018 წლის 18 დეკემბერს მიიღეს.

მუნიციპალიტეტის გამგებლის, ზაზა გულიაშვილის განცხადებით, სამუშაოები სულ მალე დაიწყება და ხეობას ახალი გზა ექნება.

,,ბლექ სი გრუპი" სამუშაოებს გაზაფხულიდან შეუდგება და 18 თვის განმავლობაში (წელიწადნახევარი) დაასრულებს გზის მშენებლობას,. სარეაბილიტაციო გზა იწყება ელბაქიანთ კარიდან და მთავრდება ტყემლოვანასთან:

,,ამ გზას დიდი მნიშვნელობა ენიჭება საქართველოს რეგიონალური განვითარების თვალსაზრისით, რადგანაც სამომავლო პერსპექტივაში მისი გაგრძელებით ქარელის რაიონი უმოკლესი გზით დაუკავშირდება ბორჯომის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე საკურორტო დასახლებებს (ბაკურიანი, მიტარბი და სხვა), რის გამოც მნიშვნელოვანი როლის შესრულება მოუწევს ქვეყნის სოციალური და ეკონომიკურ-კულტურული განვითარების თვალსაზრისით." - აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის საპროექტო განაცხადში.

გზის საწყის მონაკვეთი გადის სოფ. ელბაქიანის დასახლებულ პუნქტში, რომლის შემდეგაც გაივლის სოფ. გვერძინეთის დასახლებას და მიემართება სოფ. ტყემლოვანამდე. სოფ. გვერძინეთიდან ტრასის ბოლომდე ინტენსიურად განლაგებული სამონასტრო კომპლექსებია. გარდა ამისა გვერძინეთი-ტყემლოვანის მონაკვეთზე განლაგებულია ადგილობრივ სოფლებამდე მისასვლელი გზების მიერთებები (სოფ. წიფლოვანა, კოდმანი, ქვათეთრი, ბატეთი, ლოშკინეთი და სხვა).

1. ფოტო: გზა ელბაქიანთ კარიდან ტყემლოვანამდე



2. ფოტო: გზის მონაკვეთი ელბაქიანთ კარიდან ტყემლოვანამდე, სადაც ახალი ასფალტი დაიგება 18 თვის განმავლობაში


Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში იმ სტუდენტებს, რომლებსაც ფინანსური
პრობლემების გამო სტატუსი შეჩერებული ჰქონდათ, სასწავლო პროცესში
დაბრუნებაზე უარს ეუბნებიან.
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში იმ სტუდენტებს, რომლებსაც ფინანსური პრობლემების გამო სტატუსი შეჩერებული ჰქონდათ, სასწავლო პროცესში დაბრუნებაზე უარს ეუბნებიან.
10:35 / 29.09.2026
სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის
გადაწყვეტილება სოფელ კეხიჯვრის საბავშვო ბაღიდან სპეცმასწავლებელ
მეგი გოჩიაშვილის უკანონოდ გათავისუფლების შესახებ.
სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება სოფელ კეხიჯვრის საბავშვო ბაღიდან სპეცმასწავლებელ მეგი გოჩიაშვილის უკანონოდ გათავისუფლების შესახებ.
18:05 / 28.09.2026
კასპის მუნიციპალიტეტის მერის, ვახტანგ მაისურაძის 2025 წლის
ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მან აშშ-დან ფულადი გზავნილების
სახით უფრო მეტი თანხა მიიღო, ვიდრე დაკავებული თანამდებობიდან.
კასპის მუნიციპალიტეტის მერის, ვახტანგ მაისურაძის 2025 წლის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მან აშშ-დან ფულადი გზავნილების სახით უფრო მეტი თანხა მიიღო, ვიდრე დაკავებული თანამდებობიდან.
17:10 / 28.09.2026
მოსახლეობა აცხადებს, რომ ღია არხი ავტომობილებისა და ბავშვებისთვის
სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს, სოფლის წარმომადგენელი კი მათ მხოლოდ
სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
მოსახლეობა აცხადებს, რომ ღია არხი ავტომობილებისა და ბავშვებისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს, სოფლის წარმომადგენელი კი მათ მხოლოდ სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
15:52 / 28.09.2026
კერძო კომპანიები ხაშურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს, ლევან
გამრეკელს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების
შეუსრულებლობაში ადანაშაულებენ.
კერძო კომპანიები ხაშურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს, ლევან გამრეკელს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობაში ადანაშაულებენ.
14:37 / 28.09.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.