რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2026 »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 123
ახალი ამბები
ერგნეთში საშობაო ბაზრობა გაიმართა
დღეს ერგნეთში საშობაო ბაზრობა გაიმართა. ინიციატორი ქართულ-ოსური ურთიერთობების ცენტრის წარმომადგენლები იყვნენ. გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების მოსახლეობას კი მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა 1-წლიანი მუშაობის შედეგები გააცნო.

ბაზრობაზე ქეთევან ციხელაშვილმა, მისმა მოადგილემ, ასევე, გუბერნატორმა ადგილობრივი მოსახლეობისგან იყიდეს ნიგოზი.

შერგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თქმით, ანგარიშის წარდგენას იმ სოფლიდან, საიდანაც სულ რამდენიმე მეტრში მავთულხლართებია, სიმბოლური დატვირთვა აქვს.

„ აქ იმისთვის ჩამოვედი, რომ ამ მამაცი ხალხისათვის, რომელიც ყოველ დღე მავთულხლართების პირისპირ საოცარი სიმტკიცის მაგალითს გავძლევს, ჩვენი აპარატის წლიური საქმიანობის ანგარიში ჩამებარებინა და მათთან ერთად მთელი საზოგადოებისათვის მეთქვა თუ რას ვაკეთებთ, რა გავაკეთეთ და რას ვგეგმავთ მომავალში. ახალი წელი უკავშირდება იმედებსა და ახალ გეგმებს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დავძლიოთ მთავარი გამოწვევა, რაც ამ სოფელში ასეთი თავლსაჩინოა - განვითარებით, მშვიდობით, შემართებითა და უკეთესი მომავლის შექმნით.

„მინდა ამ ადგილიდან საქართველოს თითოეულ მოსახლეს, განსაკუთრებით დევნილებს,საოკუპაციო ხაზების გასწვრივ და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლებას ახალი წელი მივულოცო და ვუსურვო პირველ რიგში მშვიდობა, რისთვისაც ძალისხმევას არ დავიშურებთ, განვითარება და თითოეული ოჯახის ძლიერება, ვინაიდან ქვეყნის ძლიერება სწორედ ამაზე დგას. მინდა ვისურვო, რომ ერთიანი ძალისხმევით, ძალიან კონკრეტული სამშვიდობო ინიციატივით „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, მისი განხორციელებით, ნაბიჯ-ნაბიჯ შევძლოთ ამ მავთულხლართების დაშლა, ხალხის კეთილდღეობისათვის, მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის, ნდობის ხიდების აღდგენისა და შერიგებისათვის. ამის გარეშე ჩვენი მომავლი წარმოუდგენელია“, - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

სახელმწიფო მინისტრმა ერგნეთში საშობაო ბაზრობა გახსნა, ჩატარდა კონცერტი, გაიმრთა სხვადასხვა სახის გასართობი ღონისძიება, რომელსაც ერგნეთის გარდა, მეზობელი სოფლების მოსახლეობაც დაესწრო.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ამჟამად ადგილზე სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც
ამჟამად ადგილზე სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც "ქართლის ამბებმა" გაარკვია,
18:24 / 07.04.2026
ქარელის მუნიციპალიტეტი აცხადებს, რომ შპს „ახალმა სამშენებლომ“
მოსაცდელების
ქარელის მუნიციპალიტეტი აცხადებს, რომ შპს „ახალმა სამშენებლომ“ მოსაცდელების
01:31 / 07.04.2026
გამოქვეყნებული ცნობის მიხედვით, უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას
შემდეგ მიმართულებებზე
გამოქვეყნებული ცნობის მიხედვით, უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას შემდეგ მიმართულებებზე
16:03 / 06.04.2026
ამ გზით სარგებლობს ასევე აბრევის, ორჭოსნის, ძუკაანთკარისა და
ღდულეთის მოსახლეობა.
ამ გზით სარგებლობს ასევე აბრევის, ორჭოსნის, ძუკაანთკარისა და ღდულეთის მოსახლეობა.
14:01 / 06.04.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.