რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
გორში ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა - ოჯახს პრეტენზია ექიმებთან აქვს
დღეს, საღამოს, გორში, კომბინატის დასახლებაში ახალგაზრდა მამაკაცი
გარდაიცვალა. მეზობლების ინფორმაციით, სოციალურად დაუცველი იყო
და დიალიზის პროგრამაში იყო ჩართული.
ადგილზე მივიდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა და პოლიცია. ოჯახის წევრებს პრეტენზია იმ პროგრამასთან დაკავშირებით აქვთ, რაც დიალიზთან დაკავშირებით ხორციელდება:
,,ერთი ეგ ვიცი, რომ დიალიზზე იყო ეს ბიჭი. ერთი სოფლიდან ვიყავით. სხვა არაფერი ვიცი, სამწუხაროდ" - გვითხრა მისმა მეგობარმა. კორპურსის ეზოში მდგომმა მოქალაქეებმა განაცხადეს, რომ ოჯახი სოციალურად დაუცველის სტატუსით სარგებლობდა.
30-წლამდე ასაკის მამაკაცის გარდაცვალების ფაქტზე შს სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. ,,ამ ეტაპზე გამოძიება 115-ე მუხლის მიხედვით დავიწყეთ, თუმცა შესაძლებელია ძიების პროცესში მუხლი გადაკვალიფიცირდეს. რაც შეეხება პრეტენზიას, ჩვენს მიმართ არა, უფრო სხვა უწყებისკენ გამოთქვეს" - აღნიშნავენ შსს-ში. ოჯახის წევრებმა პრეტენზია პოლიციელების თანდასწრებით სწორედ ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან გამოთქვეს.
წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცი ცუდად გახდა და სასწრაფო დახმარების ბრიგადას იგი გარდაცვლილი დახვდა.
დიალიზის პროგრამას საქართველოში ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს. ,,თირკმლების ძირითადი დაავადების დროული დიაგნოსტიკისა და მკურნალობის შედეგად შესაძლოა თირკმლის ქრონიკული დაავადების თავიდან აცილება." - წერია ჯანდაცვის სამინისტროს გაიდლაინში, რომელიც ექიმებისთვისაა განკუთვნილი.

ამავე კატეგორიაში

ჩვენ, ჟურნალისტები, რედაქტორები, მედიის პროფესიონალები და პრესის
თავისუფლების მხარდამჭერები საქართველოდან,

ვიდეომასალის მიხედვით, ვახო ფიცხელაურს უკავშირდება პიროვნება, რომელიც

კვლევა მსოფლიო პრესის თავისუფლების დღესთან დაკავშირებით

სასახლე წიფლოვანა-ტყემლოვანის გზის მონაკვეთზე, სოფელ კოდმანის ასახვევთან შეგხვდებათ.

ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი სააგენტო ,,რესი'' ავრცელებს.
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის
ასაკს იყო მიღწეული.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან,
მიხარია,
გასული თვის პოპულარული სიახლეები

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები