რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ახალი ამბები
სოციალური დახმარების ცენტრში თანამშრომლები გადაამზადეს
საქართველოს ორ რეგიონში - შიდა და ქვემო ქართლში ჩატარებული პროექტის ფარგლებში, 7 სოციალური დახმარების ცენტრში აღდგენითი და სარემონტო სამუშაოების წარმატებით დასრულების შემდეგ დაიწყო პროექტის შემდეგი მნიშვნელოვანი ფაზა - სპეციალური მოსამზადებელი პროგრამა თანამშრომელთათვის. დასახელებული 7 ცენტრის 35-ვე თანამშრომელი ჩაეწერა სპეციალური, მოკლევადიანი სასწავლო სემინარების კურსზე. სემინერები ჩატარდა შემდეგ თემებზე:

1. ფსოქოლოგიური დახმარება ოჯახური ძალადობის/ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისათვის - 2 დღე
2. სუიციდური დეპრესიის გამომწვევი მიზეზები, სიმპტომები და დიაგნოსტიკა.
3. ახალგაზრდების სექსუალური განათლება და გათვითცნობიერება - 2 დღე.
4. პირველადი დახმარება და საგანგებო შემთხვევებზე რეაგირება - 4 დღე (2 ნაკადი)
5. ბავშვებში კომუნიკაციის დარღვევების კორექცია და დახმარება - 3 დღე
6. რთული და გამომწვევი ყოფაქცევის მართვა ბავშვებში
7. სტრესი და გადაღლილობა სამსახურში - 6 დღე (2 ნაკადი)

პირველი სასწავლო სემინარი ჩატარდა 2018 წლის 23 ოქტომბერს. სემინარების დაწყებამდე ADRA-მ გამოაცხადა კონკურსი, რომელიც პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად იწვევდა კვალიფიციურ და გამოცდილ, პროფესიონალ მასწავლებლებს, თუმცა სამწუხაროდ კონკურსს არ ჰქონია გამოხმაურება. ამის განმაპირობებელი იყო ქვეყანაში ასეთი კადრების სიმცირე და მათი დატვირთული სამუშაო გრაფიკი. ამის გამო, ADRA-ს მოუხდა მასწავლებლების ძიება სხვადასხვა პრიფესიონალურ წრეში.
ყველა სირთულის მიუხედავად, ADRA-მ მოახერხა და შეარჩია ამ პროექტისათვის სათანადო გამოცდილების მქონე რამდენიმე მაღალკვალიფიციური მასწავლებელი , მათ შორის ქეთევან თავართქილაძე, გიორგი დონაძე, დოქტორი გიორგი რეხვიაშვილი, რუსუდან ბოჭორიშვილი, თინათინ მეზვრიშვილი და რენატა ცომაია.

ქ.-ნი ქეთევან თავართქილაძე საერთო ჯამში 8 დღიან სასწავლო კურსს გაუძღვა. მის მიერ განხილული თემები იყო - ფსოქოლოგიური დახმარება ოჯახური ძალადობის/ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისათვის და ახალგაზრდების სექსუალური განათლება და გათვითცნობიერება. ორივე სემინარი იკითხებოდა ქ.თბილისსა და ქ.გორში, თითო ქალაქში 4 დღის განმავლობაში. მომდევნო თემაზე სემინარი ჩაატარა ბ.-ნმა გიორგი დონაძემ, გამოცდილმა ლექტორმა და მასწავლებელმა ფსიქოლოგიის დარგში. ბ.-ნმა დონაძემ საერთო ჯამში 6 დღიანი სასწავლო კურსი ჩაატარა , თემებზე - სუიციდური დეპრესიის გამომწვევი მიზეზები, სიმპტომები და დიაგნოსტიკა, შესაბამისად გორსა და თბილისში. დოქტორმა გიორგი რეხვიაშვილმა, პროფესიით ექიმმა, საერთო ჯამში 8 დღიანი სასწავლო კურსი ჩაატარა, თემაზე - პირველადი დახმარება და საგანგებო შემთხვევებზე რეაგირება, 2 ნაკადით, გორსა და თბილისში. სასწავლო კურსი თემაზე - ბავშვებში კომუნიკაციის დარღვევების კორექცია და დახმარება - ჩაატარა მასწავლებელთა ჯგუფმა რუსუდან ბოჭორიშვილის ხელმძვანელობით. ეს 6 დღიანი სასწავლო კურსი ჩატარდა ნოემბრის ბოლოს, შესაბამისად გორსა და თბილისში. ქ.-ნმა თინათინ მეზვრიშვილმა საერთო ჯამში ჩაატარა 8 დღიანი სასწავლო კურსი გორსა და თბილისში, 4 დღე თითო ქალაქში, თემაზე „რთული და გამომწვევი ყოფაქცევის მართვა ბავშვებში“. ქ.-ნმა რენატა ცომაიამ ჩაატარა ჯამში 12 დღიანი სასწავლო კურსი, 6 დღე გორში და 6 დღე თბილისში, თემაზე „სტრესი და გადაღლილობა სამსახურში“. ჯამში, სწავლებას 53 მსმენელი დაესწრო.

სასწავლო სემინარებს, რეგულარულად ესწრებოდა „ბავშვი და გარემოს“ 16 თანამშრომელი და „საზოგადოება ბილიკის“ 20 თანამშრომელი. გარდა მუდმივად დამსწრე 36 თანამშრომელისა, სასწავლო კურსებს „სტრესი და გადაღლილობა სამსახურში“ და „პირველადი დახმარება და საგანგებო შემთხვევებზე რეაგირება“ დაესწრო დამატებით 17 თანამშრომელი ორივე ორგანიზაციიდან. საერთო ჯამში 24 დღიანი სასწავლო კურსი 7 მნიშვნელოვან თემაზე გაიარა 53 თანამშრომელმა.

თბილისში სემინარები ტარდებოდა 40 კვ. მ. ოთახში, არასამთავრობო ორგანიზაცია „ბავშვი და გარემოს“ შენობაში, მისამართზე აბასთუმნის ქუჩა 4. ეს არის ამ ორგანიზაციის წვლილი 24-ვე სასწავლო სემინარის ჩატარებაში. გორში სემინარები ტარდებოდა 38 კვ. მ. ოთახში, მისამართი - გორი, რუსთაველის ქ. 19. ეს არის ამ ორგანიზაციის წვლილი 24-ვე სასწავლო სემინარის ჩასატარებაში. ამ შენობებში მონაწილეებისათვის გამოყოფილი იყო სააბაზანო და სამზარეულო/სასადილო ოთახები. მთელი სასწავლო კურისის განმავლობაში ყველა მონაწილისა და მასწავლებისათვის გამოყოფილი იყო ტრანსპორტი და მზადდებოდა სადილი. გორსა და თბილისში საერთო ჯამში 48 დღიანი სასწავლო კურსი ჩატარდა.



Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
დავითმა მათემატიკის, ხოლო თამარმა მათემატიკისა და კომპიუტერული
მეცნიერების
დავითმა მათემატიკის, ხოლო თამარმა მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერების
22:30 / 17.05.2024
იხსენებს, რომ აქციაზე ცეკვის გაკვეთილის შემდეგ, გვიან მივიდა, იმ
დროს, როდესაც

იხსენებს, რომ აქციაზე ცეკვის გაკვეთილის შემდეგ, გვიან მივიდა, იმ დროს, როდესაც

23:38 / 15.05.2024
,,ვუერთდებით გაფიცვას'' - გორის უნივერსიტეტის სტუდენტები
,,ვუერთდებით გაფიცვას'' - გორის უნივერსიტეტის სტუდენტები
20:16 / 15.05.2024
"თუ კანონი დარჩება როგორც დღეს არის და არ იქნება შესაბამისობაში ევროკავშირის სტანდარტებთან
23:15 / 14.05.2024
"ივანე გერკეულის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში
20:36 / 14.05.2024
ვიდეორეპორტაჟი
ერთ-ერთ მიკროავტობუსში გაუგებრობა მოხდა. იქ სადაც საბავშვო ბაღების გაერთიანების
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.