რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ახალი ამბები
მოხელე, რომელმაც გიგა მახარაშვილს ვედრო ჩამოამხო, დააწინაურეს
დღეის მდგომარეობით, თემურ მანველიშვილს სამი სამსახური აბარია - გორის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის, შესყიდვების სამსახურის ხელმძღვანელობა და ასრულებს სატენდერო კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას.

ამის შესახებ qartli.ge-მ მასალები მერიიდან მოიპოვა.

ოფიციალურად, მანველიშვილი წარმოადგენს მერიის ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს. ასევე, ასრულებს სატდენდერო კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას.

გორის მერის პრეს-სამსახურის განცხადებით, შესყიდვების განყოფილება ეკუთვნის ადმინისტრაციულ სამსახურს და, შესაბამისად, თემურ მანველიშვილი წარმოადგენს როგორც ერთი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს. რაც შეეხება სატენდერო კომისიას, აქ, მისი განმარტებით, ნებისმიერ წევრს შეუძლია იყო თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი. კომისიაში შედიან ასევე სხვა სამსახურის ხელმძღვანელები. 

სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი კი ითხოვს მის დასჯას.

2018 წლის 10 ოქტომბერს გიგა მაქარაშვილი და სხვა აქტივისტები მერიის წინ საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი მოითხოვდნენ მერის გადადგომას იმ მიზეზით, რომ მერმა კოტე თავზარაშვილმა დევნილთა დასახლებაში მიუღებელი განცხადება გააკეთა.

საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას, მაქარაშვილს მერიის ადმინისტრაციის უფროსმა თავზე ვედრო ჩამოამხო, რაც დააფიქსირა ტელეკომპანია ,,დიას" კამერამ. ფაქტთანდ დაკავშირებით დაიწყო გამოძიება.

მთავარი პროკურატურის პრეს-სამსახურის განცხადებით, გორის მერიის წინ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მე-3 პრიმა მუხლის თანახმად, ჩატარდა, რაც გულისხმობს “პირის დამცირებას ან იძულებას, არაადამიანურ, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენებას, რაც მას ძლიერ ფიზიკურ, ფსიქიკურ ტკივილს ან მორალურ ტანჯვას აყენებს.”

საქართველოს მთავარი პროკურატურის განმარტებით, გიგა მაქარაშვილის მიმართ ფსიქოლოგიური ქსპერტიზის დანიშვნის საფუძველი იყო მისივე ჩვენება, იმის შესახებ, რომ აქციის შემდეგ მომხდარი ინციდენტისას, ნაგვის ურნის თავზე ჩამომხობით მან არა ფიზიკური, არამედ ფსიქიკური ტკივილი განიცადა და მიიღო სულიერი ტრამვა.

ფსიქოლოგიური ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ, გიგა მაქარაშვილს არ დაუდგინდა სულიერი ტკივილის მიყენება და პროკურატურამ საქმე ამ მუხლით შეწყვიტა. გიგა მახარაშვილი ითხოვს, რომ თემურ მანველიშვილი დაისაჯოს შესაბამისი მუხლებით.

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ჩვენ, ჟურნალისტები, რედაქტორები, მედიის პროფესიონალები და პრესის
თავისუფლების მხარდამჭერები საქართველოდან,
ჩვენ, ჟურნალისტები, რედაქტორები, მედიის პროფესიონალები და პრესის თავისუფლების მხარდამჭერები საქართველოდან,
14:44 / 05.05.2025
ვიდეომასალის მიხედვით, ვახო ფიცხელაურს უკავშირდება პიროვნება,
რომელიც

ვიდეომასალის მიხედვით, ვახო ფიცხელაურს უკავშირდება პიროვნება, რომელიც

14:17 / 04.05.2025
სასახლე წიფლოვანა-ტყემლოვანის გზის მონაკვეთზე, სოფელ კოდმანის
ასახვევთან შეგხვდებათ.

სასახლე წიფლოვანა-ტყემლოვანის გზის მონაკვეთზე, სოფელ კოდმანის ასახვევთან შეგხვდებათ.

20:17 / 29.04.2025
ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი სააგენტო ,,რესი'' ავრცელებს.
ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი სააგენტო ,,რესი'' ავრცელებს.
20:16 / 29.04.2025
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.