რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ახალი ამბები
გორში ,,ახალგაზრდული ფორუმი" გაიმართა (VIDEO)
2019 წლის 18 იანვარს, გორში, ახალგაზრდული ფორუმი გაიმართა. შეხვედრა ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრში მოეწყო.ფორუმზე 5 პროექტი წარადგინეს, რომელთაც შიდა ქართლის რეგიონის მასშტაბით შერჩეული 16 სკოლა და მისი მოსწავლეები ახორციელებენ.

კასპის მუნიციპალიტეტის სკოლების წარმომადგენლებმა ,,კულტურულ-ეთნიკური ტრადიციების" შესწავლა და მათი პოპულარიზაცია დაისახეს მიზნად. კასპის, ნიგოზას და დოესის სკოლის მოსწავლეებისგან დაკომპლექტებული ჯგუფი, ქართულ-ოსურ ოჯახებიდან, კულტურულ-ეთნიკურ ტრადიციებს წამოწევს წინ.

ქარელის მუნიციპალიტეტის სკოლებს,
მათმა მოსწავლეებმა ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტის შექმნა გადაწყვიტეს. კონკრეტული საკითხები ჩამოწერეს, რაც მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებისთვის პრობლემას წარმოადგენს. მაგალითად, არ არის ახალგაზრდებისთვის შესაბამისი სივრცე. ამ საკითხს შეხვედრაზე მყოფი, ქარელის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი ვასიკო ბაქრაძე გამოეხმაურა. მისი აზრით, ბევრი საკითხი, რაც მოსწავლეებმა ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტის სამუშაო ვერსიაში წარმოადგინეს, მუნიციპალიტეტის გამგეობა აკეთებს.

ხაშურის მოსწავლეებმა
მიზნად დაისახეს საზოგადოებრივ კონტროლის განხორციელება. ისინი ყურადღებას მიაქცევენ იმ რეგულაციებს, რასაც თამბაქოსა და ალკოჰოლის რეალიზაციასთან დაკავშირებით, სახელმწიფომ შეიმუშავა და მის შესრულებაზე ვალდებულება აიღო.

გორის სკოლების მოსწავლეებმა კი, აქცენტი მწვანე ქალაქის განვითარებაზე გააკეთეს.

შერჩეულ პროექტებს საკუთარი მხარდამჭერები გამოუჩნდნენ. მაგალითად, ქარელის გუნდს ფასილიტაციას შალვა ტლაშაძე, კასპის გუნდს - ნინო ნიპარიშვილი, ხოლო გორის გუნდს - ზაზა ჭიპაშვილი გაუწევს.

ახალგაზდული ფორუმი ორგანიზებულია პროექტის „ახალგაზრდები ცვლილებებისათვის“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საზოგადოება „ბილიკი“ „ღია საზოგადოების ფონდის“ მხარდაჭერით. პროექტის მიზანია შიდა ქართლში მცხოვრები ქართველი, ოსი და ქართულ-ოსური ოჯახის შვილების და ახალგაზრდების სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება და მოტივაციის გაზრდა გახდნენ ცვლილებების ინიციატორები.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ჩვენ, ჟურნალისტები, რედაქტორები, მედიის პროფესიონალები და პრესის
თავისუფლების მხარდამჭერები საქართველოდან,
ჩვენ, ჟურნალისტები, რედაქტორები, მედიის პროფესიონალები და პრესის თავისუფლების მხარდამჭერები საქართველოდან,
14:44 / 05.05.2025
ვიდეომასალის მიხედვით, ვახო ფიცხელაურს უკავშირდება პიროვნება,
რომელიც

ვიდეომასალის მიხედვით, ვახო ფიცხელაურს უკავშირდება პიროვნება, რომელიც

14:17 / 04.05.2025
სასახლე წიფლოვანა-ტყემლოვანის გზის მონაკვეთზე, სოფელ კოდმანის
ასახვევთან შეგხვდებათ.

სასახლე წიფლოვანა-ტყემლოვანის გზის მონაკვეთზე, სოფელ კოდმანის ასახვევთან შეგხვდებათ.

20:17 / 29.04.2025
ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი სააგენტო ,,რესი'' ავრცელებს.
ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი სააგენტო ,,რესი'' ავრცელებს.
20:16 / 29.04.2025
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.