რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ახალი ამბები
რიგით მესამე გუბერნატორის დაპირება ყიფიანის მუზეუმის რეაბილიტაციის დასრულების შესახებ
ქვიშხეთში დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაციის პროცესი მესამედ განახლდა. სარეაბილიტიციო პროცესის გაგრძელების შესახებ განცხადებას შიდა ქართლის გუბერნატორის პრეს-სამსახური ავრცელებს.

პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, პროცესი  ობიექტური მიზეზების გამო, იყო შეჩერებული. ეს უკვე მესამე შემთხვევაა, როდესაც მუზეუმის ტერიტორიაზე ჩასული გუბერნატორები პროცესების განახლებაზე საუბრობენ.

,,თუმცა ახლა სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს და მუზეუმი ზაფხულის სეზონზე უკვე შეძლებს დამთვალიერებლებს უმასპინძლოს." - აცხადებს გუბერნატორი.



ფოტო: გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილი ქვიშხეთში


qartli.ge წერდა, რომ ყიფიანის სახლ-მუზეუმი, სამშენებლო კომპანიის დირექტორის განცხადების მიხედვით, 2018 წლის შემოდგომით უნდა დასრულებულიყო. ინტერვიუ კომპანიის დირექტორთან, ტარიელ ივანიშვილთან 2018 წლის აპრილში ჩავწერეთ.

ივანიშვილი აცხადებდა, რომ სამუშაოების წარმოების დროს, უამრავი პრობლემა გაჩნდა, რაც თავდაპირველად, პროექტირების დროსაც, ვერ გაითვალისწინებდნენ. პრობლემა, განსაკუთრებით, დასავლეთ კედელზე არსებულმა დაზიანებებმა შექმნა. საჭირო გახდა სამუშაოების მასშტაბების გაზრდა.

,,იმის გამო, რომ ეს შენობა კულტურული მემკვიდერობის ძეგლს წარმოადგენს, აქ ჩვენი ნებით ჩარევა გამორიცხული იყო. ამიტომ, მივმართეთ ძეგლთა დაცვის სააგენტოს, არქტიტექტურულ სამსახურს, ზედამხედველობას და ა.შ. სამსახურებს, რომ განხორციელებულიყო პროექტში ცვლილებები. დაზიანების ხარისხი იმაზე მეტია, ვიდრე ეს თავდაპირველად შეამჩნიეს,“ - ამბობს კომპანიის წარმომადგენელი.



ფოტო: გუბერნატორი კახა სამხარაძე ქვიშხეთში

ექსპერტები თვლიან, რომ ყიფიანის მუზეუმი, ბოლო პერიოდში, გვირაბის მშენებლობის დროს წარმოებულმა აფეთქებებმა შეარყია. ქვიშხეთთან სარკინიგზო გვირაბის მშენებლობა მიმდინარეობს. ამჟამად, ,,მშენებელის“ წარმომადგენელი ამბობს, რომ შენობა იმდენად მტკიცედ შეიკრა, რომ ასეთი ტიპის სამშენებლო აფთქებებს გაუძლებს.

,,პროექტში ცვლილებების შეტანა მარტის (2018 წელი) დასაწყისიდან დავიწყეთ. ფაქტობრივად, მთელი ეს დრო საკითხის დეტალურ შესწავლას და ნებართვების გაცემას დაჭირდა. ყველა სახელმწიფო უწყბა მხარში გვიდგას, რომ სამუშაოები დროულად გავაგრძელოთ და მივიღოთ შედეგი. ჩემი აზრით, მუზეუმი მზად იქნება სექტემბრის თვეში. იმიტომ, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ, მასალებს გაშრობა დაჭირდება და ა.შ.“ - აცხადებს კოპანიის წარმომადგენელი.

სამუშაოებისთვის 821 ათასი ლარია გათვალისწინებული.

იხ. ამავე თემაზე:

2016 წელი - გამგეობამ ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუზეუმის რეაბილიტაციის მოთხოვნით მიმართა

2017 წელი - შიდა ქართლში ,,რეგფონდის" თანხებით დაგეგმილი სამუშაოების ჩამონათვალი

2018 წელი, თებერვალი - დიმიტრი ყიფიანის ისტორიულ აივანზე 5 თვის შემდეგ სტუმრებს მიიღებენ

2018 წელი, აპრილი  - დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია შემოდგომით დასრულდება
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
სასახლე წიფლოვანა-ტყემლოვანის გზის მონაკვეთზე, სოფელ კოდმანის
ასახვევთან შეგხვდებათ.

სასახლე წიფლოვანა-ტყემლოვანის გზის მონაკვეთზე, სოფელ კოდმანის ასახვევთან შეგხვდებათ.

20:17 / 29.04.2025
ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი სააგენტო ,,რესი'' ავრცელებს.
ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი სააგენტო ,,რესი'' ავრცელებს.
20:16 / 29.04.2025
,,შევთავაზეთ გამოსავლი, როგორ შეიძლება მოგვარდეს ეს პრობლემა,
,,შევთავაზეთ გამოსავლი, როგორ შეიძლება მოგვარდეს ეს პრობლემა,
20:11 / 29.04.2025
ობიექტი, რომელიც გორში, ვოლოგდის დასახლების შესასვლელში გაქურდეს,
ობიექტი, რომელიც გორში, ვოლოგდის დასახლების შესასვლელში გაქურდეს,
19:23 / 29.04.2025
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.