რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
შსს: ,,მოზარდებმა სათვალთვალო კამერა მოიპარეს და გზად მანქანები დალეწეს"
გორის პოლიციამ დაათვალიერა ენმ-ს ოფისთან დამონტაჟებული სათვალთვალო
კამერის მიერ დაფიქსირებული ვიდეომასალა, რომელიც გვიან ღამით,
გარსევანიშვილის ქუჩაზე მომხდარ ინციდენტს ასახავს. ამის შესახებ
დაზარალებულს გამომძიებელმა აცნობა.
გორის შს სამმართველოს თანამშრომელი აცხადებს, რომ მოზარდებმა, ჯერ სხვა ადგილზე, სათვალთვალო კამერა მოიპარეს, შემდეგ გააგრძელეს გზა დიდების მუზეუმიდან წერეთლის ქუჩაზე. ჩიხიდან კი, გარსევანიშვილის ქუჩაზე გავიდნენ.
,,გამომძიებელმა მითხრა, რომ ჩემი მანქანის მინა, მოპარული სათვალთვალო კამერით, ჩაამსხვრიეს. მე ჩანაწერი არ მინახავს და იმედი მაქვს, გამაცნობენ" - გვითხრა მანქანის მფლობელმა.
შემთხვევა 6 თებერვალს დილით მოხდა. დაზარალებულ ქალბატონს დილის 8 საათზე ძმამ დაურეკა და აცნობა, რომ ფანჯრიდან გადაეხედა და მანქანა ენახა.
რაც შეეხება მოპარულ სათვალთვალო კამერებს, პოლიციის მტკიცებით, მოზარდებმა ის სტალინის გამზირზე მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელიდან მოიპარეს. თუმცა აღნიშნული კამერების დაზიანების შესახებ, ინფორმაცია ბევრად ადრე qartli.ge-მ 2018 წელის სექტემბერში გამოაქვეყნა. ,,მას შემდეგ ახალი კამერები არ დაგვიყენებია" - აცხადებს მერის პრეს-სამსახური.

ამავე კატეგორიაში
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში იმ სტუდენტებს, რომლებსაც ფინანსური
პრობლემების გამო სტატუსი შეჩერებული ჰქონდათ, სასწავლო პროცესში
დაბრუნებაზე უარს ეუბნებიან.
სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის
გადაწყვეტილება სოფელ კეხიჯვრის საბავშვო ბაღიდან სპეცმასწავლებელ
მეგი გოჩიაშვილის უკანონოდ გათავისუფლების შესახებ.
კასპის მუნიციპალიტეტის მერის, ვახტანგ მაისურაძის 2025 წლის
ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მან აშშ-დან ფულადი გზავნილების
სახით უფრო მეტი თანხა მიიღო, ვიდრე დაკავებული თანამდებობიდან.
მოსახლეობა აცხადებს, რომ ღია არხი ავტომობილებისა და ბავშვებისთვის
სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს, სოფლის წარმომადგენელი კი მათ მხოლოდ
სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
კერძო კომპანიები ხაშურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს, ლევან
გამრეკელს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების
შეუსრულებლობაში ადანაშაულებენ.
ვიდეორეპორტაჟი
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"
თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად
ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
გასული თვის პოპულარული სიახლეები

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

სტატიის გამოყენების პირობები