რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
თემურ მანველიშვილს, რომელმაც სამოქალაქო აქტივისტს ვედრო ჩამოამხო, ბრალი წაუყენეს
დღეს, შიდა ქართლის პროკურატურამ თემურ მანველიშვილს ბრალი ოფიციალურად წაუყენა. ამის შესახებ მანველაშვილმა qartli.ge-ს პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ განუცხადა.

მისი თქმით, აღკვეთის ღონისძიების შესახებ, სასამართლო, სავარაუდოდ, ორშაბათს, 11 თებერვალს იმსჯელებს.

,,ვნახოთ, გავეცნობი დასკვნას და ამის შემდეგ ვისაუბრებ დეტალებზე. ერთი რამ შემიძლია ვთქვა, რომ ბოდიში არავისთვის მომიხდია" - ამბობს თემურ მანველიშვილი.

დაზარალებულია სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი.

მანველიშვილის განმარტებით, პროკურატურამ სამხარაულის სახელობის ექპერტიზიდან დასკვნა მიიღო, რომლის მიხედვით, სამოქალაქო აქტივისტმა გიგა მაქარაშვილმა მძიმე ფსიქოლოგიური დარტყმა მიიღო.

მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მე-3 პრიმა მუხლის მეორე ,,ბ" ნაწილით წაუყენეს, რომელიც ისჯება ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე, ჯარიმით, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით ხუთ წლამდე ან უამისოდ.. - “პირის დამცირებას ან იძულებას, არაადამიანურ, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენებას, თანამდებობის გამოყენებით, რაც მას ძლიერ ფიზიკურ, ფსიქიკურ ტკივილს ან მორალურ ტანჯვას აყენებს.”

გიგა მაქარაშვილის ინტერესებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს. პროკურატურის პრეს-სამსახურის განცხადებით, გიგა მაქარაშვილი დაზარალებულად ჯერ კიდევ 16 იანვარს ცნეს.

საქართველოს მთავარი პროკურატურის განმარტებით, გიგა მაქარაშვილის მიმართ ფსიქოლოგიური ქსპერტიზის დანიშვნის საფუძველი იყო მისივე ჩვენება, იმის შესახებ, რომ აქციის შემდეგ მომხდარი ინციდენტისას, ნაგვის ურნის თავზე ჩამომხობით მან არა ფიზიკური, არამედ ფსიქიკური ტკივილი განიცადა და მიიღო სულიერი ტრამვა.

იხ. ამავე თემაზე:

თემურ მანველიშვილს მანქანაზე მუქარის წერილი დაუტოვეს
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში იმ სტუდენტებს, რომლებსაც ფინანსური
პრობლემების გამო სტატუსი შეჩერებული ჰქონდათ, სასწავლო პროცესში
დაბრუნებაზე უარს ეუბნებიან.
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში იმ სტუდენტებს, რომლებსაც ფინანსური პრობლემების გამო სტატუსი შეჩერებული ჰქონდათ, სასწავლო პროცესში დაბრუნებაზე უარს ეუბნებიან.
10:35 / 29.09.2026
სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის
გადაწყვეტილება სოფელ კეხიჯვრის საბავშვო ბაღიდან სპეცმასწავლებელ
მეგი გოჩიაშვილის უკანონოდ გათავისუფლების შესახებ.
სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება სოფელ კეხიჯვრის საბავშვო ბაღიდან სპეცმასწავლებელ მეგი გოჩიაშვილის უკანონოდ გათავისუფლების შესახებ.
18:05 / 28.09.2026
კასპის მუნიციპალიტეტის მერის, ვახტანგ მაისურაძის 2025 წლის
ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მან აშშ-დან ფულადი გზავნილების
სახით უფრო მეტი თანხა მიიღო, ვიდრე დაკავებული თანამდებობიდან.
კასპის მუნიციპალიტეტის მერის, ვახტანგ მაისურაძის 2025 წლის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მან აშშ-დან ფულადი გზავნილების სახით უფრო მეტი თანხა მიიღო, ვიდრე დაკავებული თანამდებობიდან.
17:10 / 28.09.2026
მოსახლეობა აცხადებს, რომ ღია არხი ავტომობილებისა და ბავშვებისთვის
სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს, სოფლის წარმომადგენელი კი მათ მხოლოდ
სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
მოსახლეობა აცხადებს, რომ ღია არხი ავტომობილებისა და ბავშვებისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს, სოფლის წარმომადგენელი კი მათ მხოლოდ სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
15:52 / 28.09.2026
კერძო კომპანიები ხაშურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს, ლევან
გამრეკელს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების
შეუსრულებლობაში ადანაშაულებენ.
კერძო კომპანიები ხაშურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს, ლევან გამრეკელს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობაში ადანაშაულებენ.
14:37 / 28.09.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.