რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ახალი ამბები
უფლისციხის ნასახლარში ეთნოგრაფიული სოფელი გაშენდება - აქამდე უცნობი ფოტო
,,წარმოიდგინეთ, როცა ყველა სტალინის მუზეუმში შედის, მე უფლისციხეში მივდივარ. მე ძალიან მიყვარს უფლისციხე. როცა ჩავდივარ საქართველოში, მაშინვე უფლისციხეში მივდივარ. ეს არის საოცარი ადგილი. იქ მუშაობს ერთი კარგი ადამიანი, გიდია." - გვითხრა გერმანულ-კავკასიური ცენტრის ხელმძღვანელმა ეკეჰარდ მაასმა.

გერმანულ-კავკასიური ცენტრი ბერლინში მდებარეობს. იქ ინახება წიგნი, საქართველოს კულტურული ძეგლების შესახებ, სადაც სწორედ 1996 წელს სოფელ უფლისციხეში გადაღებული ფოტოა გამოქვეყნებული. qartli.ge-მ ფოტო მაშინ გადაიღო, როდესაც ჟურნალისტთა ჯგუფი ეკეჰარდ მაასს გერმანიაში ესტუმრა.

ფოტოზე, რომელიც გერმანელმა მეცნიერმა გადაიღო, სოფელი უფლისციხე ჩანს. დღეს იქ ნასოფლარია.

ნასახლარზე კი ეთნოგრაფიული სოფელი გაშენდება. ამის თაობაზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა ნიკა ანთიძემ უფლისციხეში გამართულ ერთ-ერთ შეხვედრაზე ისაუბრა.



შეხვედრის შესახებ qartli.ge-ს მუზეუმის ექსკურსიამძღოლი გიგუცა (სტალბერ) თათრიშვილი ესაუბრა. მისი განმარტებით, სააგენტო ამ მიმართულებით დაინტერესებულია:

,,ნიკა ანთიძემ ისაუბრა ასეთ პროექტზე და აღნიშნა, რომ სააგენტო ამ მიმართულებით იმუშავებს. კონკრეტულად, როდის და რა ფორმით დაიწყება მუშაობა, ჯერ ამაზე საუბარი არ ყოფილა" - აღნიშნავს გიგუცა თათრიშვილი.

სოფელ უფლისციხიდან ადგილობრივი მოსახლეობის გადასახლებმა მტკვრის მეორე მხარეს 1960-იანი წლებიდან დაიწყო. კომუნისტური ხელისუფლების გადაწყვეტილებით, რაკი სოფელში არ არსებობდა შესაბამისი იპირობები, უმჯობესი იყო უფლისციხელებს ახალი სახლები სოფელ ქვახვრელში აეშენებინათ.

სახლები თითქმის პირვანდელ მდგომარეობაში 90-იან წლებამდე შემორჩა. 

ქვემოთ ფოტოებზე: ეკეჰარდ მაასი და მის მიერ დაფუძნებული გერმანულ-კავკასიური ცენტრი

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ჩვენ, ჟურნალისტები, რედაქტორები, მედიის პროფესიონალები და პრესის
თავისუფლების მხარდამჭერები საქართველოდან,
ჩვენ, ჟურნალისტები, რედაქტორები, მედიის პროფესიონალები და პრესის თავისუფლების მხარდამჭერები საქართველოდან,
14:44 / 05.05.2025
ვიდეომასალის მიხედვით, ვახო ფიცხელაურს უკავშირდება პიროვნება,
რომელიც

ვიდეომასალის მიხედვით, ვახო ფიცხელაურს უკავშირდება პიროვნება, რომელიც

14:17 / 04.05.2025
სასახლე წიფლოვანა-ტყემლოვანის გზის მონაკვეთზე, სოფელ კოდმანის
ასახვევთან შეგხვდებათ.

სასახლე წიფლოვანა-ტყემლოვანის გზის მონაკვეთზე, სოფელ კოდმანის ასახვევთან შეგხვდებათ.

20:17 / 29.04.2025
ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი სააგენტო ,,რესი'' ავრცელებს.
ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი სააგენტო ,,რესი'' ავრცელებს.
20:16 / 29.04.2025
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.