რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ივნისი 2025 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ახალი ამბები
86-წლის ნინო მაღალდაძე ქემერტიდან
ნინო მაღალდაძე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად ლიახვის ხეობიდან დევნილი უსინათლო მოხუცია. 86 წლის ნინო ბებო დღესაც ხედავს თავისი სოფლის ქემერტის ხედებსა და საკუთარი ხელით გაშენებულ თხილის ბაღს.

მას შემდეგ, რაც სახლის იძულებით დატოვება მოუწია, ჯერ კომბინატის მუსიკალური სკოლის შენობაში ცხოვრობდა, შემდეგ კი ჯანმრთელობის გაუარესების გამო ძმისშვილმა ვენერა მაღალდაძემ წმინდა წყლის დასახლებაში, საკუთარ კოტეჯში შეიფარა და უვლის.

ქალბატონი ნინო ცხინვალის რაიონ სოფელ ძარწემის სკოლაში დაწყებითი კლასის პედაგოგი იყო.

,,ეზოსა ვგვიდი, ვასუფთავებდი. ჩამოიარა მეზობელმა. რასა შვრებიო, მითხრა, ეზოს დარდი გაქვსო? გაქანებული ომიაო. ბომბები დაგვაყარა რუსეთმა. მეც დავანებე თავი’’ - იხსენებს ქემერტის დატოვების დღეს. მან თავისი გრძნობების გამოხატვა ფურცელზე სცადა და ეს ფურცელი Qartli.ge-ს გადასცა.

,,დევნილებისთვის დღე მონატრებით იწყება და მონატრებით მთავრდება. სამშობლოში დაბრუნება ყველა დევნილის ოცნებაა. რა დამავიწყებს იმ დღეს, როდესაც სოფელ ქემერტს ვტოვებდით და მაღლიდან რუსეთის ბომბდამშენები გვაცილებდა.

,,გამოვიქეცით’’ გვეგონა მალე ისევ დავბრუნდებოდით, მაგრამ ასე არ მოხდა. სხვა მრავალთან ერთად დაუვიწყარია აგვისტოს მოვლენების მწარე შედეგები.

მიცვალებულები ჭირისუფლება ვერც კი დაიტირეს. დიდი და პატარა ,,ლიახვის ხეობის ‘’ ხალხს მოგვიხდა საკუთარი მიწა-წყლის დატოვება. ჩვენი შრომისა და ნაამაგარის დაკარგვა.

რუსულმა თვითმფრინავებმა მიწასთან გაასწორა ისტორიული ქართული სოფლები. საკუთარი სახლებიდან გამოქცეულმა ხალხმა ერთად გამოვიარეთ სიკვდილ-სიცოცხლის გზა.

ძნელია დატოვო ადგილი, რომელთანაც უამრავი მოგონება გაკავშირებს, სადაც დაიბადე, გაიზარდე და ეზიარე ყველა სიკეთეს.

მინდა ბევრი დავწერო სამაჩაბლოზე, ხეობაზე, მაგრამ გულიდან წამოსული ფიქრები, თვალებიდან ცრემლები, ვეღარ უძლებს მომძლავრებული გრძნობების გადმოცემას.

გადის წლები, დღეები, უფრო მენატრება ჩემი სოფელი, სალოცავები, მამა-პაპანი ხომ შენდობას ელოდებიან. მესიზმრება ჩემი არე-მარე, სახლი, ჩემი ხელით გაშენებული თხილის ბაღი.

მე თვითონ მარტოხელა ბედნიერად ვცხოვრობდი. კარგი მახლობლების, მეზობლების, თანამშრომლების, ჩემი აღზრდილების ყურადღებით და მათი გვერდში ყოფნით არაფერი მაკლდა.

ამჟამად პენსიონერი ვარ, ასაკიც მომემატა და ჩემი ხეობის დაკარგვამ ადვილად გამტეხა.

მენატრებით ყველა: ზოგი მანძილით შორსა ხართ, მაგრამ გულით ერთად ვართ, გისურვებთ ნანატრი დღე მალე გენახოთ. სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს ბოროტებაზე.

ბრძენი ხალხის ნათქვამია, გასაჭირში გაცნობილი ადამიანი ყოველთვის გამტანია. ყველა დევნილი ერთმანეთის მეგობრები ვართ. დღევანდელ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი დახმარების ხელს რომ გამოგიწვდის, ეს სიკეთე ღმერთის მადლის ტოლფასია, ამიტომ მინდა აღვნიშნო: ასეთი კეთილის მსურველთა შორის ჩვენს გვერდითაც არიან ასეთი ადამიანები.

სოფ.დისევიდან დევნილი ქალბატონი როზა დარბუაშვილი, სპეციალობით მედიცინის მუშაკია, თავისი საქმის ერთგული, განათლებული, მუშაობს თავისი სპეციალობით. სამსახურიდან დაბრუნებისას ქალბატონი როზა, მეზობლებსაც ღირსეულ ყურადღებას გვაქცევს. თუ გაგვიჭირდა ავადმყოფებს, შესაძლებლობის მიხედვით წამალსაც გვაწვდის. ღმერთმა ხელი მოუმართოს მას პირად ცხოვრებაში და საზოგადოებრივ საქმიანობაში.

პატარა და დიდი ,,ლიახვის ხეობელებო’’ იმედი არ მოგვიშალოს ღმერთმა. ჩვენ დავბრუნდებით, დავბრუნდებით - იქ, სადაც მთაც არის, ბარიც და ქალაქიც.

ხეობა არის - თოვლიანი, წვიმიანი, ხილიანი, თხილიანი, ვაზიანი, ჭალიანი და ესოდენ საყვარელი ადგილი ჩვენი’’
- წერს ნინო მაღალდაძე, პედაგოგი.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, ალან ყაყიტაშვილი წამების
მსხვერპლია.
არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, ალან ყაყიტაშვილი წამების მსხვერპლია.
11:56 / 23.06.2025
2025 წლს 17 აპრილს, მოსამართლე დავით პაპუაშვილმა გორის მერიას
სამუშაოების შეჩერება მოსთხოვა
2025 წლს 17 აპრილს, მოსამართლე დავით პაპუაშვილმა გორის მერიას სამუშაოების შეჩერება მოსთხოვა
14:50 / 20.06.2025
2025 წლის ივნისიდან შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსად
2025 წლის ივნისიდან შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსად
13:27 / 19.06.2025
ცხოველთა დამცველების მტკიცებით, გორის მუნიციპალურ თავშესაფრიდან
,,გაჩუქებული'' ძაღლები რუსეთში მიჰყავთ.
ცხოველთა დამცველების მტკიცებით, გორის მუნიციპალურ თავშესაფრიდან ,,გაჩუქებული'' ძაღლები რუსეთში მიჰყავთ.
17:52 / 16.06.2025
საქსტატის ცნობით, 2024 წელს, შიდა ქართლში უმუშევრობის დონე 2.2 %-ით
შემცირდა და 14.3 % შეადგინა.
საქსტატის ცნობით, 2024 წელს, შიდა ქართლში უმუშევრობის დონე 2.2 %-ით შემცირდა და 14.3 % შეადგინა.
17:30 / 16.06.2025
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.