რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
ძამას ხეობის ბერმა ეპარქია თვითნებურად დატოვა და დაოჯახდა
36-წლის ბერი, რომელიც მეუფე იობმა ბერად აღკვეცა, დაოჯახდა. ეპარქიის
წინამძღვარი სასულიერო პირის, აბელის განმოსვას ითხოვს.
ყინწვისის მონასტრის სასულიერო პირებმა გვითხრეს, რომ ბერმა აბელმა ეპარქია თვითნებურად დატოვა. qartli.ge დაუკავშირდა არქიდიაკონ შიოს:
,,ბერი აბელი, რომელმაც თვითნებურად დატოვა მონასტერი და ეპარქია, არის თვითმარქვია მღვდელი. მას არავითარი სასულიერო ხარისხი არ აქვს და უკანონოდ მღვდელმოქმედებს. ყოვლადუსამღვდელოესი მიტროპოლიტი იობის ლოცვა-კურთხევით იგი უნდა განიმოსოს." - აცხადებს არქიდიაკონი შიო უბილავა.
ყინწვისის მონასტერში ბერი აბელის ისტორია იციან. არქიდიაკონი შეგვპირდა, რომ შუამდგომლობას მეუფესთან გაგვიწევს. თუმცა, როგორც მან, სატელეფონო საუბარში ყინწვისის მონასტრის წინამძღვარს უთხრა, ჯერჯერობით, მეუფესთან გასაუბრება ვერ შეძლო.
როგორც ირკვევა, ,,თვითმარქვია მღვდელი" თავდაპირველად სანებლის მონასტრის მორჩილი იყო. ის მონასტრის წინამძღვარს ბერად აღკვეცას სთხოვდა, თუმცა, ბერად არ აღკვეცა. ამის შემდეგ აბელი მეუფე იობთან მიდის და ბერად აღკვეცას მას სთხოვს. მეუფე იობმა აბელი ბერად აღკვეცა.
ძამას ხეობის სასულიერო პირებმა გვითხრეს, რომ ბერად აღკვეციდან ძალიან მალე აბელი ეპარქიიდან წავიდა და სასულიერო მოღვაწეობა დასავლეთ საქართველოში დაიწყო.
,,ჩვენ დასავლეთ საქართველოდან შეგვატყობინეს, რომ ეს პიროვნება თვინებურად ატარებს წირვებს, აკურთხებს სახლებს და ა.შ. ასევე, დაოჯახდა. რაც ყოვლად მიუღებელია. ამჟამად სად იმყოფება, ჩვენთვის უცნობია. ტელეფონი გამორთული აქვს" - აცხადებენ ძამას ხეობის სასულიერო პირები.
qartli.ge შეეცადა მეუფე იობთან დაკავშირებას. ის დღეს ქარელში არ იმყოფებოდა. როგორც გვითხრეს, სარკინეს მონასტერში იმყოფებოდა. ბერი აბელის შესახებ კი, სხვა დამატებითი ინფორმაციის მიღება ამ ეტაპზე ვერ შევძელით.

ფოტოზე: მეუფე იობი სანებლის მონასტერში წინამძღვრებთან ერთად
ამავე კატეგორიაში

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, ალან ყაყიტაშვილი წამების
მსხვერპლია.

2025 წლს 17 აპრილს, მოსამართლე დავით პაპუაშვილმა გორის მერიას
სამუშაოების შეჩერება მოსთხოვა

2025 წლის ივნისიდან შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსად

ცხოველთა დამცველების მტკიცებით, გორის მუნიციპალურ თავშესაფრიდან
,,გაჩუქებული'' ძაღლები რუსეთში მიჰყავთ.

საქსტატის ცნობით, 2024 წელს, შიდა ქართლში უმუშევრობის დონე 2.2 %-ით
შემცირდა და 14.3 % შეადგინა.
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის
ასაკს იყო მიღწეული.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან,
მიხარია,
გასული თვის პოპულარული სიახლეები
საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები