რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
მოქალაქემ 10 ლარიანი ჯარიმა გააპროტესტა - სანაცვლოდ 1000 ლარიანი ჯარიმა მიიღო
წვრილმანი ხულიგნობის და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის გორის რაიონულმა სასამართლომ მამაკაცი 1000 ლარით დააჯარიმა.

1983 წელს დაბადებულ მამაკაცის დაჯარიმებაზე მოსამართლემ ადმინისტრაციული სამართალდარღვეათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების საფუძველზე იმსჯელა.

საქმე ეხება 2 ივლისს, ჭავჭავაძის ქუჩაზე, მიკროავტობუსის მძღოლსა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს შორის, მომხდარ ინციდენტს.

ახსნა-განმარტების მიხედვით, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა მიკროავტობუსი გააჩერა და მძღოლს ჯარიმა გამოუწერა. პატრული მოქალაქეს უმტკიცებდა, რომ მას უსაფრთხოების ღვედი არ ეკეთა და ამით კანონი დაირღვა.
,,როდესაც პატრულმა მძღოლს ჯარიმა დაუწერა, მძღოლი გაღიზიანდა და უარი განაცხადა ქვითრის აღებაზე. ამოვიღოთ კამერის ჩანაწერები, თან თეთრი მაისური მაცვია და კარგად გამოჩნდება მეკეთა თუა არა ღვედიო - ეუბნებოდა პატრულის თანამშრომელს მძღოლი. პოლიციელმა მძღოლს უთხრა, ქვითარი აიღეთ, თორემ დაგაკავებთო. მძღოლი კი მოითხოვდა კამერების ჩანაწერები ვნახოთო. პატრულმა მკლავში ხელი მოკიდა, გადაუგრიხა და მანქანის ,,კაპოტზე“ გადააწვინა. მეორე პოლიციელიც მოვიდა და მარშუტკის მძღოლი დააკავეს. დაკავებისას მოქალაქეები პოლიციელებს სთხოვდნენ ჩანაწერები ენახათ და მძღოლი არ დაეკავებინათ.“- ამბობს ინციდენტის თვითმხილველი.


Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ქარელში, მუსხელიშვილის ქუჩაზე, ქალს მიკროავტობუსი
დაეჯახა.
ქარელში, მუსხელიშვილის ქუჩაზე, ქალს მიკროავტობუსი დაეჯახა.
11:44 / 30.07.2026
ჩხუბი მოხდა გორის ცენტრში, ჭავჭავაძის გამზირზე.
ჩხუბი მოხდა გორის ცენტრში, ჭავჭავაძის გამზირზე.
00:14 / 30.07.2026
2026 წლის 21 ივლისს ნაურუმ დიპლომატიური ურთიერთობები გააუქმა
აფხაზეთისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმებთან
2026 წლის 21 ივლისს ნაურუმ დიპლომატიური ურთიერთობები გააუქმა აფხაზეთისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმებთან
13:42 / 29.07.2026
ქარელი კეხიჯვრის გზაზე ავარია მოხდა, დაშავდა ერთი
პირი.
ქარელი კეხიჯვრის გზაზე ავარია მოხდა, დაშავდა ერთი პირი.
11:00 / 29.07.2026
,,როგორი უნიკალური წკმუტუნი მიმდინარეიბს უცხო ქვეყნის
აგენტურის მხრიდან
,,როგორი უნიკალური წკმუტუნი მიმდინარეიბს უცხო ქვეყნის აგენტურის მხრიდან" - წერს სვიმონიშვილი.
16:52 / 28.07.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.