რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ოქტომბერი 2026 »»
ო ს ო ხ პ შ კ
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ახალი ამბები
აგარაში ქმრის მიერ დაჭრილი ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა
აგარაში, მეუღლის მიერ დაჭრილი 49 წლის ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა დინამიკაში გაუმჯობესდა. ამის შესახებ qartli.ge-ს „გორმედიდან“ აცნობეს.

პაციენტი კვლავ რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება მართვით სუნთქვაზე, თუმცა, საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის და რეანიმაციული დეპარტამენტის ხელმძღვანელის, დავით ყაზაიშვილის განცხადებით, პაციენტის მდგომარეობა დინამიკაში გაუმჯობესებულია.

10 ივნისს, ,,გორმედის“ ქსელის ქარელის კლინიკაში შეყვანისას, პაციენტის მდგომარეობა კრიტიკული იყო, მას სახის, გულმკერდის, ბეჭებისა და მუცლის არეში შემავალი და ზედაპირული 13 ჭრილობა აღენიშნებოდა. რამდენიმესაათიანი რთული ქირურგიული ოპერაციის და მდგომარეობის სტაბილიზაციის შემდგომ, ქარელის საავადმყოფოდან პაციენტი ,,გორმედის“ ქსელის გორის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს.

შეგახსენებთ, რომ აგარაში 10 ივნისს მამაკაცმა ცოლი დაჭრა, ხოლო მეზობელი მოკლა. შინაგან სამქეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 1966 წელს დაბადებული მამაკაცი განზრახ მკვლელობისა და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ვადით ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა დაბა აგარაში, აღმაშენებლის ქუჩაზე, ეჭვიანობის ნიადაგზე, ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა 1978 წელს დაბადებულს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. ამის შემდეგ, ბრალდებულმა იმავე ცივი იარაღის გამოყენებით, მეუღლეს - 1970 წელს დაბადებულს საკუთარ საცხოვრებელ სახლში სხეულზე დაზიანებები მიაყენა.

იხ. ამავე თემაზე:
დაბა აგარაში მკვლელობა მოხდა
აგარაში დაჭრილი 50-წლამდე ქალის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა
აგარაში მომხდარი მკვლელობა გახსნილია
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
თავშესაფრის მძიმე კადრების გავრცელების შემდეგ,16 ოქტომბერს გორში
მიუსაფარი ცხოველების დასაცავად საპროტესტო აქცია გაიმართება.
თავშესაფრის მძიმე კადრების გავრცელების შემდეგ,16 ოქტომბერს გორში მიუსაფარი ცხოველების დასაცავად საპროტესტო აქცია გაიმართება.
00:05 / 16.10.2026
გორის საკრებულოს სხდომაზე სპორტის მასწავლებელმა, თეა კეჩხუაშვილმა
მერი მწვავედ გააკრიტიკა და განაცხადა, რომ პრობლემური ობიექტების
მონახულების ნაცვლად, ის მხოლოდ გართობაზეა ორიენტირებული.
გორის საკრებულოს სხდომაზე სპორტის მასწავლებელმა, თეა კეჩხუაშვილმა მერი მწვავედ გააკრიტიკა და განაცხადა, რომ პრობლემური ობიექტების მონახულების ნაცვლად, ის მხოლოდ გართობაზეა ორიენტირებული.
19:59 / 15.10.2026
გორის ძაღლთა თავშესაფარში სამართალდამცველები მას შემდეგ მივიდნენ,
რაც ქსელში მიუსაფარი ცხოველების მძიმე მდგომარეობის ამსახველი
ვიდეოკადრები გავრცელდა.
გორის ძაღლთა თავშესაფარში სამართალდამცველები მას შემდეგ მივიდნენ, რაც ქსელში მიუსაფარი ცხოველების მძიმე მდგომარეობის ამსახველი ვიდეოკადრები გავრცელდა.
19:03 / 15.10.2026
ადგილობრივი მოსახლეობა პრობლემის დაუყოვნებლივ მოგვარებასა და
შესაბამისი უწყებებისგან წყლის ხარისხის ლაბორატორიულ შემოწმებას
ითხოვს.
ადგილობრივი მოსახლეობა პრობლემის დაუყოვნებლივ მოგვარებასა და შესაბამისი უწყებებისგან წყლის ხარისხის ლაბორატორიულ შემოწმებას ითხოვს.
16:35 / 15.10.2026
გორის ცენტრში, სტალინის გამზირზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის
შედეგად მანქანა ქვეითს დაეჯახა. დაშავებული პირი სამედიცინო
დაწესებულებაშია გადაყვანილი, შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი
მომხდარზე გამოძიება დაიწყო.
გორის ცენტრში, სტალინის გამზირზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მანქანა ქვეითს დაეჯახა. დაშავებული პირი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი, შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი მომხდარზე გამოძიება დაიწყო.
13:12 / 15.10.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.