რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ივნისი 2025 »»
262728293031 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 123456
ახალი ამბები
სოფელი ცხავერი - სადაც 70-ზე მეტი სახლი მიტოვებულია
ცხავერში მუდმივად 5 ოჯახი ცხოვრობს. რამდენიმე წლის წინ, 15 ოჯახი სარგებლობდა მუდმივი მაცხოვრებლების სტატუსით. სოფელში 70-ზე მეტი სახლი სიძველისგან დანგრეულია.

სოფლის ქუჩებში სიჩუმეს ფრინველთა ჭიკჭიკი არღვევს. შორიდან ონკანიდან მოშვებული წყაროს წყლის ჩხრიალი ისმის.

ერთ-ერთ ჭიშკართან ნინა გაზაშვილი შევნიშნეთ. ის ეზოში ხელსაქმობდა. გვთხოვა, რომ ჩრდილისკენ მივსულიყავით - მზეზე არ შემიძლია ყოფნაო. ის სოფელში შვილთან, უნარა ჯინიყაშვილთან ერთად ცხოვრობს:

,,მინდორში იყო დილით, ახლა მოვიდა და დაიძინა. თუ რამ გაინტერესებთ, მე მითხარით" - გვითხრა ქალბატონმა ნინამ.

ვკითხეთ, ამდენი სახლი რატომაა დაცარიელებული? ნინა გაზაშვილმა გვიპასუხა, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი 90-იანი წლების დასაწყისში ქართულ-ოსური კონფლიქტის დროს, წავიდა, ძირითადად, ჩრდილოეთ ოსეთში:
,,ჩვენც გვინდოდა წასვლა, მაგრამ ტრანსპორტი რომ არ იყო, ვერ წავედით" - ამბობს ნინა გაზაშვილი.



საუბრის დროს შემოგვიერთდა მისი შვილი - უნარა ჯინიყაშვილი. ამბობს, რომ მოსახლეობის ძირითადი ნაწილი მაინც საქართველოს ტერიტორიაზე ცხოვრობს - ,,კი, წავიდნენ ჩრდილოეთ ოსეთში, მაგრამ ბევრნი არ წასულან. ნაწილი ცხოვრობს თბილისში, რუსთავში, კასპში. ასევე, აქვე ჩვენს დაბლა სოფელ - ახალქალაქში. მთა აღარავის უნდა. სადაც კარგი ცხოვრებაა, იქ უნდათ" - ამბობს უნარა ჯინიყაშვილი.

ცხავერამდე მისასვლელი გზა 2017 წელს გააკეთეს, ძირითადად, მოხრეშეს, მაგრამ 2-წლის შემდეგ, მოხრეშილი გზა ისევ დახრამულია ბევრ ადგილზე.

,,ცოტა ხნის წინ რომ ძლიერი წვიმა და სეტყვა იყო, სულ ჩარეცხა გზა. კი გააკეთეს, მაგრამ ისევ დაზიანდა. ახლა, ვიღა გააკეთებს" - ნინა გაზაშვილი.

ის სოფელ ფელში, გორის მუნიციპალიტეტში დაიბადა. იხსენებს, რომ ცხავერში, მთა-მთა ცხენით ჩაიყვანეს: ,,მომიტაცეს ცხენით და ისე ჩამომიყვანეს. მაშინ 17-წლის ვიყავი, ჩემი მეუღლე 20-წლის იყო. ჩემი სოფელი საერთოდ აღარ არსებობს. ფელში ძირითადად გაზაშვილები ცხოვრობდნენ. ერთადერთი ოჯახი იყო - ხუბულაშვილების. ჩემ ბავშვობაში, ფელში, 31 ოჯახი ცხოვრობდა. ახლა ერთი ოჯახიც აღარ ცხოვრობს" - ამბობს ნინა გაზაშვილი.






Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, ალან ყაყიტაშვილი წამების
მსხვერპლია.
არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, ალან ყაყიტაშვილი წამების მსხვერპლია.
11:56 / 23.06.2025
2025 წლს 17 აპრილს, მოსამართლე დავით პაპუაშვილმა გორის მერიას
სამუშაოების შეჩერება მოსთხოვა
2025 წლს 17 აპრილს, მოსამართლე დავით პაპუაშვილმა გორის მერიას სამუშაოების შეჩერება მოსთხოვა
14:50 / 20.06.2025
2025 წლის ივნისიდან შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსად
2025 წლის ივნისიდან შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის უფროსად
13:27 / 19.06.2025
ცხოველთა დამცველების მტკიცებით, გორის მუნიციპალურ თავშესაფრიდან
,,გაჩუქებული'' ძაღლები რუსეთში მიჰყავთ.
ცხოველთა დამცველების მტკიცებით, გორის მუნიციპალურ თავშესაფრიდან ,,გაჩუქებული'' ძაღლები რუსეთში მიჰყავთ.
17:52 / 16.06.2025
საქსტატის ცნობით, 2024 წელს, შიდა ქართლში უმუშევრობის დონე 2.2 %-ით
შემცირდა და 14.3 % შეადგინა.
საქსტატის ცნობით, 2024 წელს, შიდა ქართლში უმუშევრობის დონე 2.2 %-ით შემცირდა და 14.3 % შეადგინა.
17:30 / 16.06.2025
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.