რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
შოთა ჩოჩიშვილი 69-წლის გახდებოდა
პირველი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი შოთა ჩოჩიშვილი 69-წლის გახდებოდა. ის ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვლევში დაიბადა და მისსავე აღდგენილ ეკლესიის ეზოშია დაკრძალული.

შოთა ჩოჩიშვილი 10 წლის წინ გარდაიცვალა. ,,15-16 წლის ბიჭი ვიყავი, როცა ასეთი რამ მესიზმრა: თეთრწვერიანმა, თეთრი სამოსით შემოსილმა მოხუცმა საჭიდაო ხალიჩაზე შემიყვანა, დამაჩოქა და თავზე ხელი დამადო. ჩემს წარმატებას მე სწორედ იმ მოხუცს ვუმადლი." - ეს ინტერვიუ გამოქვეყნებულია წიგნში ,,შოთა ჩოჩიშვილი", რომელიც ნუგზარ შატაიძემ ოლიმპიური ჩემპიონის გარდაცვალების შემდეგ, გამოსცა.

1967-68 წლებში შოთა ჩოჩიშვილი ქარელის რაიონის ჩემპიონი გახდა, მაგრამ პირველი სერიოზული წარმატება მაშინ მოვიდა, როცა იგი გურამ პაპიტაშვილს შეხვდა. 1972 წელს ხმა გავარდა და ამ ხმამ თბილისშიც ჩამოაღწია, რომ ჩოჩიშვილი მიუნხენის ოლიმპიურ თამაშებზე მიჰყავდათ.

,,დადგა ის დღე, როცა დედ-მამამ ჩემი, მერვეკლასელი ბიჭის სასწავლებლად გაგზავნა გადაწყვიტა. სწავლა ბორჯომში, სატყეო ტექნიკუმში უნდა გამეგრძელებინა. კარგად მახსოვს გამგზავრების წინა საღამო...… დედაჩემი ეზოში პურს აცხობდა, ჩუმად ტიროდა და მისი ცრემლები თონეში ცვიოდა. მეც ხელით ვიმშრალებდი თვალებს. არასოდეს დამავიწყდება ბორჯომი, ეს საოცარი ქალაქი, რომელმაც გულში ჩამიკრა და დამავაჟკაცა. რა დამავიწყებს მის ზღაპრულ პარკს, გოგიასა და პავლეს ციხეებს, ლომის მთას, ჩემს ტექნიკუმს, მასწავლებლებს, განსაკუთრებით მის დირექტორს, ქალბატონ ქსენია ხაჩიძეს და კიდევ თენგიზ გოგრიჭიანს, რომელმაც ჭიდაობას მაზიარა." - უთხრა ჩოჩიშვილმა წიგნის ავტორს.



იხ. ამავე თემაზე:

შოთა ჩოჩიშვილის აღდგენილ ტაძართან დედათა სამონასტრო კომპლექსი შენდება


,,1 სექტემბერს"  - შოთა ჩოჩიშვილი ოლიმპიური ჩემპიონი გახდა


Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
(8 მაისი, 2025)
(8 მაისი, 2025) "ვისოლის" უპრეცედენტო გათამაშებაში პირველი წყვილი ავტომობილი
20:23 / 08.05.2025
ბათუმის საქალაქო სასმართლოში ნეტგაზეთისა და ბათუმელების
დამფუძნებლის,
ბათუმის საქალაქო სასმართლოში ნეტგაზეთისა და ბათუმელების დამფუძნებლის,
20:14 / 08.05.2025
ასე გამოიყურება ის საბავშვო ბაღები, რომლის რეაბილიტაციისთვის
კომპანია
ასე გამოიყურება ის საბავშვო ბაღები, რომლის რეაბილიტაციისთვის კომპანია
21:57 / 07.05.2025
ჩვენ, ჟურნალისტები, რედაქტორები, მედიის პროფესიონალები და პრესის
თავისუფლების მხარდამჭერები საქართველოდან,
ჩვენ, ჟურნალისტები, რედაქტორები, მედიის პროფესიონალები და პრესის თავისუფლების მხარდამჭერები საქართველოდან,
14:44 / 05.05.2025
ვიდეომასალის მიხედვით, ვახო ფიცხელაურს უკავშირდება პიროვნება,
რომელიც

ვიდეომასალის მიხედვით, ვახო ფიცხელაურს უკავშირდება პიროვნება, რომელიც

14:17 / 04.05.2025
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.