რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
გორის მერია დათვისთვის 142 კვ.მ ფართის გალიას აშენებს
გორის მერია 142 კვ.მ ფართის ახალი ვოლიერს აშენებს. ამის შესახებ განცხადებას მერიის ადმინისტრაციის სამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.

ცხოველთა დამცველები ცხვარიჭამიის თავშესაფარში დათვის გადაყვანას ითხოვენ. მერიის ადმინისტრაციიდან ცხოველთა დამცველებს განუცხადეს, რომ დათვს ვერსად ვერავინ წაიყვანს.

ცნობისათვის, გორის მერიის ბიუჯეტიდან რამდენიმე ათასი ლარი ჩამოწერილი თევზის, ქათმისა და მეორადი ვაშლის შესასყიდად თანხა იხარჯება. მერიის პრეს-სამსახურის ცნობით, ამჟამინდელი ვოლიერის ფართობი 20 კვ.მ შეადგენს.

მათ, ვისაც სურს, რომ გორში დატყვევებული დათვი გათავისუფლდეს და დათვების თავშესაფარში, ცხვარიჭამიაში გადაიყვანონ, ცხელ ხაზის ნომერზე ,,153"-ზე უნდა დარეკოს. ამის შესახებ ინფორმაციას დათვების თავშესაფრის ხელმძღვანელი სოსო ჯიქურაშვილი ავრცელებს.

მისი თქმით, რაც უფრო მეტი ზარი შევა, დათვსაც მალე ეშველება.

,,გორში "მეგობრობის პარკში" მძიმე მდგომარეობაში დატყვევებულ დათვს თქვენი დახმარება სჭირდება. გთხოვთ, არ დაიზაროთ და დარეკოთ გარემოს დაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე - 153. ზარი უფასოა. მოითხოვეთ გორში დატყვევებული დათვის თავშესაფარში გადაყვანა." - მიმართავს სოსო ჯიქურაშვილი საზოგადოებას.

გორის დათვის მძიმე მდგომარეობის შესახებ ქარტლი.გე არაერთხელ წერდა. გაირკვა, რომ გორის მერიის ბიუჯეტიდან დიდი რაოდენობით თანხა დაძველებული პროდუქტებისა და ხილის გასასაღებლად იხარჯება.

სოსო ჯიქურაშვილმა ფაქტის შესახებ გარემოს დაცვის სამინისტროს რამდენჯერმე მიმართა. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა მერიას ორჯერ მიმართა კითხვით - თუ, რატომ იმყოფებოდა მძიმე მდგომარეობაში დათვი. მერიამ დეპარტამენტს ორჯერვე უპასუხა, რომ დათვის გათავისუფლებას არ აპირებს და, პირიქით, ვოლიერებს გააფართოებს.






იხ. ამავე თემაზე:

გორში ტყვე დათვისთვის ნარჩენი თევზისა და პურის შესყიდვა ტენდერის გარეშე ხორციელდება

გორის დათვს უკვე 10,4 ტონა ვაშლი ,,აჭამეს"

ვინ ფიგურირებს გორის დათვისთვის შესყიდულ ტონობით ვაშლის საქმეში

გორის დათვს ცხვარიჭამიაში ეპატიჟებიან - ხელისუფლებამ ტრანსპორტირების თანხა ვერ გამოძებნა

გორის დათვი გისოსებს და კედლებს ლოკავს - სააგენტოში კი ტყავის სავარძლები იყიდეს

ბავშვებმა დათვს პირში თოვლის გუნდა ჩაუგდეს - გორის ზოოპარკის დახურვას ითხოვენ

დათვმა მოქალაქე დაასახიჩრა - გორის ზოოპარკის გაუქმებას ითხოვე

გორელი ბელები (PHOTO/VIDEO)

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
(8 მაისი, 2025)
(8 მაისი, 2025) "ვისოლის" უპრეცედენტო გათამაშებაში პირველი წყვილი ავტომობილი
20:23 / 08.05.2025
ბათუმის საქალაქო სასმართლოში ნეტგაზეთისა და ბათუმელების
დამფუძნებლის,
ბათუმის საქალაქო სასმართლოში ნეტგაზეთისა და ბათუმელების დამფუძნებლის,
20:14 / 08.05.2025
ასე გამოიყურება ის საბავშვო ბაღები, რომლის რეაბილიტაციისთვის
კომპანია
ასე გამოიყურება ის საბავშვო ბაღები, რომლის რეაბილიტაციისთვის კომპანია
21:57 / 07.05.2025
ჩვენ, ჟურნალისტები, რედაქტორები, მედიის პროფესიონალები და პრესის
თავისუფლების მხარდამჭერები საქართველოდან,
ჩვენ, ჟურნალისტები, რედაქტორები, მედიის პროფესიონალები და პრესის თავისუფლების მხარდამჭერები საქართველოდან,
14:44 / 05.05.2025
ვიდეომასალის მიხედვით, ვახო ფიცხელაურს უკავშირდება პიროვნება,
რომელიც

ვიდეომასალის მიხედვით, ვახო ფიცხელაურს უკავშირდება პიროვნება, რომელიც

14:17 / 04.05.2025
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.