რედაქტორის რჩევით
რობერტო მავანის გამო გორის ,,Fashion Week"-ზე პოლიცია გამოიძახეს
გორში, რესტორან ,,მზიურში" პოლიცია გამოიძახეს.
რესტორნის წარმომადგენლებმა და ,,ფეშენ უიქის" ორგანიზატორებმა
შენობიდან რობერტო მავანის გაძევება მოითხოვეს.
ფესტივალის ორგანიზატორი სოსო კავკავაშვილი შეუძლოდ გახდა. გადაცემა ,,პოსტ-ტივის" გადამღები ჯგუფი პოლიციამ შენობიდან გაიყვანა. ფესტივალის დასკვნითი საღამო საბოლოოდ აღარ გაიმართება.
დასკვნითი ღონისძიება გორის კულტურისა და დასვნების პარკში იყო დაგეგმილი. თუმცა, ,,კეთილმოწყობის სააგენტოს" მუშის დაშავების გამო, მერიამ ღონისძიების გადადება მოითხოვა. ორგანიზატორებსა და მერიის წარმომადგენლებს შორის, რამდენიმესაათიანი მოლაპარაკება მიმდინარეობდა. ნაწილი ითხოვდა, რომ ღონისძიება კულტურისა და დასვნების პარკში, ,,ახალბაღი" გამართულიყო.
,,სამწუხარო ინციდენტის გამო, მერიიდან დაგვიკავშირდნენ და გვითხრეს, რომ ღონისძიება უნდა ჩაშლილიყო. ჩვენ განვაცხადეთ, რომ მუსიკალური ნომრები არ იქნებოდა. დარჩებოდა ძირითადი ნაწილი, რომელიც მთავარი გზავნილია ამ ფესტივალისთვის. ეს არის ,,არა ოკუპაციას" - აცხადებს ინგა სიორიძე.
გორის მერიაში აცხადებენ, რომ ფესტივალის ორგანიზატორებს ღონისძიების გადადება სთხოვეს მხოლოდ: ,,ვთხოვეთ, რომ შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ღონისძიება გადადებულიყო. ასევე, ვუთხარით, თუ ეს ფინანსურ პრობლემებს შექმნიდა, ტექნიკას დავუტოვებდით, თუმცა მერიიდან არავინ დაესწრებოდა. საბოლოოდ, თვითონვე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ რესტორან მზიურში წასულიყვნენ" - გვითხრეს მერიაში.
შეგახსენებთ, დღეს, დაახლოებით 17 საათზე, მდინარე მეჯუდას სანაპიროზე, ,,კეთილმოწყობის სააგენტოს" თანამშრომელი ,,ზილის" მარკის ავტომანქანიდან გადავარდა და მძიმედ დაშავდა. მუშას ბანერი რეგიონალურ სამოდელო კვირეულზე მიჰქონდა.

ამავე კატეგორიაში

(8 მაისი, 2025) "ვისოლის" უპრეცედენტო გათამაშებაში პირველი წყვილი
ავტომობილი

ბათუმის საქალაქო სასმართლოში ნეტგაზეთისა და ბათუმელების
დამფუძნებლის,

ასე გამოიყურება ის საბავშვო ბაღები, რომლის რეაბილიტაციისთვის
კომპანია

ჩვენ, ჟურნალისტები, რედაქტორები, მედიის პროფესიონალები და პრესის
თავისუფლების მხარდამჭერები საქართველოდან,

ვიდეომასალის მიხედვით, ვახო ფიცხელაურს უკავშირდება პიროვნება, რომელიც
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის
ასაკს იყო მიღწეული.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან,
მიხარია,
გასული თვის პოპულარული სიახლეები

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები