რედაქტორის რჩევით
მწერალმა ოლია ბრაგვაძემ ახალი წიგნი გორელ კომპოზიტორს მიუძღვნა

,,წიგნს თავიდან ბოლომდე გასდევს სიყვარული. დათოს, როგორც კი გაჩნდა, ბაღის ასაკიდან, სულ ვიღაც უყვარდა. რამდენმა გოგომ უთხრა უარი, რამდენი ღამე გაათენა თეთრად, თითქმის ყველა დეტალია თავმოყრილი. ასე მგონია ჩავწვდი მის შინაგან სამყაროს, შეიძლება თვითონ იცინის, რას ჩამწვდი, იმდენი რამე მაქვს კიდევ დაფარულიო, მაგრამ ასე მგონია, რომ მისი ბუნება გავიგე.“ - აცხადებს ოლია ბრაგვაძე.
ოლია ბრაგვაძე აღნიშნავს, რომ დავით ქიტიაშვილი მოესწრო ყველა გაჭირვებას საქართველოში, რაც იყონ ამ წლების განმავლობაში.
,,ბევრი შავი საქმეც აკეთა, მაგრამ ბოლოს ცოტა გაიმართნენ წელში და ისევ თავის საყვარელ საქმეს დაუბრუნდა, რომლის გარეშეც არ უნდა ცხოვრება.“ - აღნიშნავს ოლია ბრაგვაძე.
წიგნის არსებობა უკვე ცნობილია დავით ქიტიაშვილისთვის:
,,მე, შინაურულად, მოვუყევი ჩემი გულის ნადები, მივეკარი, გადავუშალე გული....წიგნი გადავათავლიერე და ძალიან შემრცხვა, ბევრი უშრომია...“ - ამბობს ბატონი დავითი.
- დათო, მე, როდისმე ვთქვი, მამაო ვარ და ახსარებას არ გავცემ-მეთქი?... მწერალის და ჟურნალისტის ნდობა როგორ შეიძლება, ეგ გამორიცხულია.“ - უპასუხა ოლია ბრაგვაძემ, ასევე, იუმორით.
,,მე, საერთოდ, როგორც ხელოვანი კაცი, ძალიან დაინტერესებული ვიყავი, რომ ქალაქში ყველას სახელები და მოღვაწეობა წინა პლანზე წამომეწია. დავიწყე მემორიალური დაფების განთავსება და ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი გორელი აღმოჩნდა ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, მსახიობი, ბატონი ოთარ ქუთათელაზე. საზოგადოების მოთხოვნით გადაწყდა, რომ მისი მემორიალური დაფა უნდა განთავსებულიყო და დავიწყე ამ ყველაფერზე მუშაობა.“ - აცხადებს დავით ქიტიაშვილი.
ოლია ბრაგვაძე ამბობს, რომ წიგნის სარათაურად გამოიყენა ციტატა გორელი მწერლის, აწ გარდაცვლილი ბეგლარ ნოძაძის ლექსიდან:
,,სიჭაბუკის გაზაფხულს,
თმაში თეთრი შემრევია,
სიყვარული მაინც მსურს.
,,აი, აქედან ავიღეთ ეს სათაური.“
,,ო, რა მალე მოახლოვდა თავდაღმართის ფერდობი,
თმაში თეთრი შემრევია, გულო აღარ გენდობი.
სიკვდილამდე მყვარებია ტანი მონაშოლტევი,
თმაში თეთრი შემრევია, გულო აღარ გენდობი.“
დავით ქიტიაშვილი: ,,პროფესიით გახლავართ მუსიკოსი, ბავშვობიდან არჩეული მქონდა მუსიკის ხაზი. სამხატვრო სკოლაც მაქვს დამთავრებული, ვიოლინოს განხრით, დამატებით წრეებზე კიდევ დავდიოდი. დღესდღეობით ხელოვნერბას და კულტურას ვემსახურები. ვიყავი ისტორიულ ძეგლის, გორის ციხის ხელმძღვანელი, შემდეგ, ისტორიულ ძეგლთა გაერთიანების დირექტორი, მაგრამ ძირითადად კულტურისა და ხელოვნების აღორძინების ფონდს ვემსახურე. მე საესტრადო ჟანრში ვმუშაობ, ვქმნი საესტრადო სიმღერებს. პარალელურად, ვამზადებ გამორჩეული გორელების მემორიალურ დაფებს ვანთავსებ, რომ მომავალი თაობებისთვის იყოს სახელები უკვდავყოფილი.“
ამავე კატეგორიაში

(8 მაისი, 2025) "ვისოლის" უპრეცედენტო გათამაშებაში პირველი წყვილი
ავტომობილი

ბათუმის საქალაქო სასმართლოში ნეტგაზეთისა და ბათუმელების
დამფუძნებლის,

ასე გამოიყურება ის საბავშვო ბაღები, რომლის რეაბილიტაციისთვის
კომპანია

ჩვენ, ჟურნალისტები, რედაქტორები, მედიის პროფესიონალები და პრესის
თავისუფლების მხარდამჭერები საქართველოდან,

ვიდეომასალის მიხედვით, ვახო ფიცხელაურს უკავშირდება პიროვნება, რომელიც
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის
ასაკს იყო მიღწეული.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან,
მიხარია,
გასული თვის პოპულარული სიახლეები

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.


ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები