რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მარტი 2026 »»
232425262728 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ახლობლები რამაზ ლამაზოღლის გადარჩენის მოლოდინში არიან
გორის სამედიცინო ცენტრ ,,გორმედში" მოთავსებულ რამაზ ლამაზოღლის ნათესავები და ოჯახის წევრები სიახლეს ყოველ წუთს ელოდებიან. მეუღლეს და შვილს, რეანიმაციულ განყოფილებაში შესვლის და უგონო მდგომარეობაში მყოფი პაციენტის ნახვის საშუალება აქვთ.

,,გულიც მუშაობს, ყველაფერი, უბრალოდ, თავის არეში აქვს მძიმე დაზიანებები. იმედი გვაქვს, რომ გადარჩება" - გვითხრა დაშავებულის შვილის, რაფიკ ლამაზოღლის მეგობრებმა. ისინიც, დაზარალებულის ოჯახის წევრებთან ერთად, ექიმებისგან ახალ, კარგ ამბებს ელოდებიან.

57-წლის რამაზ ლამაზოლღი 22 ივლისს სატვირთო ავტომანქანის ძარიდან გადმოვარდა და მძიმე ხარისხის დაზიანებები მიიღო. უგონო მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი მეორე დღეა რეანიმაციულ განყოფილებაშია. დაშავებულის შვილი ამბობს, რომ გასარკვევია, თუ როგორ აღმოჩნდა მამამისი სატვირთო ავტომანქანის ძარაზე. შვილისთვის ცნობილია, რომ მამამისი მუშაობდა დასუფთავების სამსახურში და ის სატვირთო ავტომანქანაზე არ უნდა აღმოჩენილიყო.

,,ვინ და რატომ დაავალა ბანერის გადატანა და სატვირთო ავტომანქანაზე ასვლა, გამოსაძიებელია" - ამბობს რაფიკ ლამაზოღლი. შემთხვევა მდინარე მეჯუდას სანაპიროზე მოხდა. დაშავებული გორის მუნიციპალიტეტის ააიპ ,,კეთილმოწყობის სააგენტოს" თანამშრომელია.

იხ. ამავე თემაზე:

გორში მუშა მანქანიდან გადმოვარდა

გორში დაშავებული მუშა რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს

,,როგორ აღმოჩნდა მამაჩემი მაგ მანქანაზე?" - დაშავებული მამაკაცის შვილი გამოძიებას ითხოვს.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
კასპის მუნიციპალიტეტმა ორ წელში ა(ა)იპ-ებზე 19.5 მილიონი ლარი
დახარჯა
კასპის მუნიციპალიტეტმა ორ წელში ა(ა)იპ-ებზე 19.5 მილიონი ლარი დახარჯა
20:18 / 12.03.2026
ცნობისათვის, 2026 წლის 1 ივლისიდან საქართველოში მომხმარებლისთვის
ცნობისათვის, 2026 წლის 1 ივლისიდან საქართველოში მომხმარებლისთვის
18:26 / 12.03.2026
როგორც საკრებულოს აპარატში
როგორც საკრებულოს აპარატში "ქართლის ამბებს" უთხრეს, მერმა საკითხთან
17:23 / 12.03.2026
გარემოსდაცვითი ზედამზედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა
გარემოსდაცვითი ზედამზედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა
10:24 / 12.03.2026
უზენაესი სასამართლოს განმარტებით, მხოლოდ ქვევრების და კედლის
მოშლა არ

უზენაესი სასამართლოს განმარტებით, მხოლოდ ქვევრების და კედლის მოშლა არ

18:51 / 11.03.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.