რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ივნისი 2026 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
გორში ახალი ბაღის მშენებლობის სატენდერო დოკუმენტაციაში მონაცემები ერთმანეთს არ ემთხვევა
გორში, მარაბდელის ქუჩაზე, ახალი საბავშვო ბაღი შენდება. ამის შესახებ გადაწყვეტილება გორის მერიამ მიიღო. ტენდერში კომპანია ,,სამშენებლო ტრესტი #3"-მა  გაიმარჯვა, რომელიც გორის ყოფილ მაჟორიტარ დეპუტატს ვახტანგ ყანჩაველს ეკუთვნის.

სამშენებლო ტრესტი ახალი ბაღის მშენებლობას 1 მლნ 048 ათას ლარად გეგმავს. ტენდერი კი გამოცხადებული იყო 1,1 მლნ ლარად.

გორის მერიამ პირველ პრეტენდენტს, შპს ,,თელას" დისკვალიფიკაცია მისცა. ამის მიზეზად, სატენდერო დოკუმენტაციის განხილვის დროს, დაზუსტებული ხარჯების წარმოუდგენლობა დაასახელა. მეორე კომპანიამ კი, წარადგინა დაზუსტებული ხარჯთაღრიცხვა, თუმცა, დაინტერესებული პირებმა შერჩევითი მიდგომა დაინახეს.

გორის მერიის სატენდერო კომისიის მიღებული გადაწყვეტილება, შესყიდვების სააგენტოში, კომპანია ,,მამკოს" წარმომადგენელმა გაასაჩივრა. მისი თქმით, სამშენებლო ტრესტს მთელი რიგი დოკუმენტაცია აქვს წარსადგენი. კერძოდ:

,,არასრულყოფილადაა შევსებული მშენებლობის ორგანიზაციის კალენდარული და თანხობრივი გეგმა-გრაფიკი. წარმოდგენილი გეგმა-გრაფიკი არ ემთხვევა სატენდერო დოკუმენტაციით მოცემულ ფორმას. გამოტოვებულია შესაბამისი გრაფა. არ წერია კვირების მიხედვით შესასრულებელი სამუშაოს ღირებულება (როგორც ჯამური, ასევე ცალკეული სამუშაოების მიხედვით)." - აღნიშნავს ,,მამკოს" წარმომადგენელი.

მამკოს წარმომადგენელმა დაითვალა ,,სამშენებლო ტრესტის" მიერ წარდგენილი და შეჯახებული, შესრულებული სამუშაოს ღირებულება. აღმოჩნდა, რომ გრაფაში მითითებული თანხების ჯამი იმაზე ნაკლებია, ვიდრე ტენდერში მითითებული თანხა:

,,არასწორად წერია შესასრულებელი სამუშაოს ღირებულება, რომელიც უნდა იყოს სატენდერო ფასის ტოლი (1 018 493.74 ლარი). გრაფაში კი მათი ჯამი შეადგენს 825 789.13 ლარს. ე.ი გრაფიკი არაა გაკეთებული სატენდერო ფასზე. გრაფიკს თვითნებურად დამატებული აქვს ერთი გრაფა და იქ წერია სატენდერო თანხა, მაგრამ მისი მიზანშეოწნილობა გაურკვეველია. გრაფიკი გაკეთებულია მექანიკურად 825 789.13 ლარზე, გაყოფილია 7-ზე და მიღებული თანხა 117 969.88 ლარი წერია ყველა თვეში." - წერს ,,მამკოს" წარმომადგენელი. 

გორის მერიას ,,მამკოს" საჩივარზე შესაგებელი ჯერ წარდგენილი არა აქვს.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
იაპონიის ელჩს, იშიძუკა ჰიდეკს,
კასპის მერი ვახტან მაისურაძე შეხვდა
იაპონიის ელჩს, იშიძუკა ჰიდეკს, კასპის მერი ვახტან მაისურაძე შეხვდა
13:31 / 12.06.2026
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში, სადაც სასმელი
წყლის თითქმის მილიონიანი პროექტი განხორციელდა, ისევ წყლის პრობლემა
აქვთ.
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში, სადაც სასმელი წყლის თითქმის მილიონიანი პროექტი განხორციელდა, ისევ წყლის პრობლემა აქვთ.
12:36 / 12.06.2026
გორის მერმა თანამდებობიდან გასათავისუფლებულ მოხელეთა სიის
შედგენა დაიწყო.
გორის მერმა თანამდებობიდან გასათავისუფლებულ მოხელეთა სიის შედგენა დაიწყო.
10:05 / 12.06.2026
ხაშურში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განხორციელება კვლავ არ
დაწყებულა, მიუხედავად იმისა, რომ სოფლის კრებები უკვე 5 თვის წინ
ჩატარდა.
ხაშურში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განხორციელება კვლავ არ დაწყებულა, მიუხედავად იმისა, რომ სოფლის კრებები უკვე 5 თვის წინ ჩატარდა.
20:02 / 11.06.2026
ქარელში, ვაჟა ფშაველას ქუჩაზე ელექტროსადენები მე-3 დღეა
გაწყვეტილია.
ქარელში, ვაჟა ფშაველას ქუჩაზე ელექტროსადენები მე-3 დღეა გაწყვეტილია.
12:18 / 11.06.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.