რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2026 »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 123
პოლონელი დამკვირვებლის ბლოგი
მაია სერკოვსკა, პოლონეთ

იმ მომენტიდან, როდესაც შევიტანე განაცხადი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში დამკვირვებლის პოზიციის დასაკავებლად, ვიცოდი, რომ ეს შემესაბამება მე და მეც, ასევე, შევესაბამები მას. ეჭვიც არ მეპარება, რომ ეს ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანია ჩემს პროფესიულ კარიერაში აქამდე გაკეთებულებს შორის. ეს იყო ახალი მიზანი, ახალი გამოწვევა, რომელიც ღირდა ამად და მე ეს გავაკეთე.

2000 წლიდან ვმუშაობ პოლონეთის ნაციონალურ პოლიციაში და ყოველთვის მომწონდა ჩემი სამსახური. ხანდახან არ იყო ადვილი, ხანდახან რთული იყო გაღიმება მაგრამ დღის ბოლოს ადგილობრივი მოსახლეობისგან წამოსული მადლიერება ძალიან მეხმარებოდა. არასოდეს დანებდე ! ეს არის ჩემი ცხოვრების დევიზი და სწორედ ეს განწყობა ჩამოვიტანე ჩემთან ერთად საქართველოში.

2015 წელს კოსოვოში, კანონის უზენაესობის და მართლწესრიგის ევროკავშირის მისიაში ვმუშაობდი და ეს გამოცდილება, რომელიც მაქვს დამეხმარება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში დავალებების შესასრულებლად.

საქართველოში სტაბილიზაციის და ნორმალიზების პროცესი მიმდინარეობს და ბედნიერი ვარ, რომ ჩემი თვალით ვხედავ საერთაშორისო ძალისხმევის შედეგს არაჩვეულებრივი ადგილობრივი თანამშრომლების მხარდაჭერით. 2019 წლის თებერვლიდან გორის რეგიონალური ოფისის ადმნისიტრაციული საზღვრის ჯგუფში ვმუშაობ.

ჩვენ ყველამ იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ვითარება შეიცვლება და მისიას დიდი როლი უკავია ამ საქმეში. მე ვარ ნაწილი იმ მზაობის რომ ჩვეულებრივი ხალხის ცხოვრება გაუმჯობესდეს, განსაკუთრებით იმ ხალხის, რომელიც სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან ახლოს ცხოვრობს.

ხალხს ჯერ კიდევ აქვს ბავშვობის მოგონებები და კონფლიქტი არ შეცვლილა. ვსაუბრობ სხვადასხვა ადგილას მცხოვრებ ხალხთან და ვწუხვარ ომის გამო მაგრამ ამავდროულად ვხედავ უკეთესი მომავლის დიდ შესაძლებლობას ამ არაჩვეულებრივი ერისთვის.

საქართველო უკვე გახდა ჩემი მეორე სახლი. მე ვგრძნობ პასუხისმგებლობას და მინდა მაქსიმალურად ეფექტურად ვიმუშავო როგორც დამკვირვებელმა ევროკავშირის და მისი სადამკვირვებლო მისიი დროშებს ქვეშ... რადგან ჩემი აღქმით დროშები პოსტკონფლიქტურ რეგიონში ნიშნავს მისიის არსებობას, მისიის არსებობა კი მშვიდობას.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ამჟამად ადგილზე სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც
ამჟამად ადგილზე სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც "ქართლის ამბებმა" გაარკვია,
18:24 / 07.04.2026
ქარელის მუნიციპალიტეტი აცხადებს, რომ შპს „ახალმა სამშენებლომ“
მოსაცდელების
ქარელის მუნიციპალიტეტი აცხადებს, რომ შპს „ახალმა სამშენებლომ“ მოსაცდელების
01:31 / 07.04.2026
გამოქვეყნებული ცნობის მიხედვით, უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას
შემდეგ მიმართულებებზე
გამოქვეყნებული ცნობის მიხედვით, უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას შემდეგ მიმართულებებზე
16:03 / 06.04.2026
ამ გზით სარგებლობს ასევე აბრევის, ორჭოსნის, ძუკაანთკარისა და
ღდულეთის მოსახლეობა.
ამ გზით სარგებლობს ასევე აბრევის, ორჭოსნის, ძუკაანთკარისა და ღდულეთის მოსახლეობა.
14:01 / 06.04.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.