რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ახალი ამბები
,,მაღაზიაში გორის მერს პურს არ მიჰყიდიან"
ანტისაოკუპაციო მოძრაობა „სირცხვილიას“ წევრებმა გორის მერიასთან საპროტესტო აქცია გამართეს. მათ გორის მერი qartli.ge-სთვის მიცემული იმ ინტერვიუს გამო გააპროტესტეს, სადაც მუნიციპალიტეტის პირველმა პირმა განაცხადა, რომ გუგუტიანთკარში მას შემდეგ ჩავა, რაც შვებულებიდან დაბრუნდება. მერი შვებულებას გონიოში ატარებს.

ეს იყო ინფორმაცია, რომელიც მივიღეთ qartli.ge-დან, რომელმაც მოიცვა სრულიად მედიასივრცე. გავრცელდა ყველგან და ყველა საშუალებით. ეს არის ზალიან რეზონანსული ამბავი და, აღარ უნდა ცაიაროს არც ერთმა მსგავსმა განცხადებამ უკვალოდ. ეს არ იქნება ერთჯერადი მოსვლა, ზალიან ხშირად შევაწუხებთ გორის მერს. აუცილებლად გავუყენებთ გახარიას გზას, რომელიც უკვე გზაშია. მე არავის რევოლუციისკენ და შეჭრისკენ არ მოვუწოდებ, პირიქით, ამ კაცის შერცხვენა შეიძლება. მაგალითად პურს არ მიყიდიან მაღაზიაში, ქუჩაში დამნახველები სახეში არ შეხედავენ და გამარჯობას არ ეტყვიან,“-განაცხადა სამოქალაქო აქტივისტმა გიგა მაქარაშვილმა.

„ოკუპაცია გვეხება ყველას, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს იმას, ჩვენი სახლი მიაქვთ თუ არა. რადგანაც ბორდერიზაცია ბოლო წლებია აქტიურ ფაზაშია, ხელისუფლების რამდენიმე წარმომადგენელი ამას შეეგუა და არ თვლის, რომ ყოველ ჯერზე გამოხმაურებაა საჭირო. ჩვენ ამას არასდროს არ შევეგუებით და სანამ, ერთი მოქალაქეც კი იქნება ბორდერიზაციის მსხვერპლი, ერთი ადამიანის სახლი მაინც დარჩება მავთულხლართს იქით, ჩვენ ამ ყველაფერს არ შევეგუებით. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, დასასვენებლად ვიქნებით თუ სად ვიქნებით, ბორდერიზაცია და ოკუპაცია არის ისეთი პრობლემა, რომელიც უნდა იყოს ყველაზე მნიშვნელოვანი და პირველი ჩვენს დღის წისრიგში,“-განაცხადა სამოქალაქო აქტივისტმა მარიამ გებუჩაძემ.

,,ჩვენ ვიცით, რომ გორის მერი, ესეთ რთულ მომენტში იმყოფება შვებულებაში. მან პასუხიც კი გაგვცა, რომ ის შვებულებაშია და დასასვენებლადაა და არ აპირებს ჯერ დაბრუნებას. ეს არის ნამდვილად სირცხვილი და ეს ყველამ კარგად უნდა გაიგოს. ესე გაგრძელება არ შეიძლება, უნდა რცხვენოდეს მას ამისთვის,“-განაცხადა სამოქალაქო აქტივისტმა გეგა სალუქვაძემ.

იხ. ამავე თემაზე:

გორის მერი გუგუტიაანთკარში გონიოში დასვენების შემდეგ ჩავა

,,რა დროს დასვენებაა?" - გორის მერიასთან აქცია გაიმართა - LIVE


Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
(8 მაისი, 2025)
(8 მაისი, 2025) "ვისოლის" უპრეცედენტო გათამაშებაში პირველი წყვილი ავტომობილი
20:23 / 08.05.2025
ბათუმის საქალაქო სასმართლოში ნეტგაზეთისა და ბათუმელების
დამფუძნებლის,
ბათუმის საქალაქო სასმართლოში ნეტგაზეთისა და ბათუმელების დამფუძნებლის,
20:14 / 08.05.2025
ასე გამოიყურება ის საბავშვო ბაღები, რომლის რეაბილიტაციისთვის
კომპანია
ასე გამოიყურება ის საბავშვო ბაღები, რომლის რეაბილიტაციისთვის კომპანია
21:57 / 07.05.2025
ჩვენ, ჟურნალისტები, რედაქტორები, მედიის პროფესიონალები და პრესის
თავისუფლების მხარდამჭერები საქართველოდან,
ჩვენ, ჟურნალისტები, რედაქტორები, მედიის პროფესიონალები და პრესის თავისუფლების მხარდამჭერები საქართველოდან,
14:44 / 05.05.2025
ვიდეომასალის მიხედვით, ვახო ფიცხელაურს უკავშირდება პიროვნება,
რომელიც

ვიდეომასალის მიხედვით, ვახო ფიცხელაურს უკავშირდება პიროვნება, რომელიც

14:17 / 04.05.2025
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.