რედაქტორის რჩევით
გამყოფ ხაზთან გაუჩინარებული ახალუბნელების ოჯახის წევრები მეჯვრისხევის პოლიციაში მივიდნენ
მეჯვრისხევის განყოფილებაში დაიბარეს გაუჩინარებული მოქალაქეების
ოჯახის წევრები. წინასწარი ინფორმაციით, წმ. გიორგის ეკლესიასთან
ისინი ე.წ. მესაზღვრეებმა დააკავეს.
ოჯახის წევრებს ჯერჯერობით ინფორმაცია ცხინვალის მხრიდან არ მიუღიათ.
სავარაუდო დაკავებულები არიან: 1. გოგიტა ნასყიდაშვილი, 2. ილია ბაინდურაშვილი, 3. ოთო ელიაური, 4. ზურა გერკეული, 5. კობა ვარდანაშვილი, 6. ილია მიღრიჯანაშვილი. 7. ლაშა გერკეული.
ლაშა და ზურა გერკეულები ბიძაშვილები არიან. სოფლის წარმომადგენლის, ტარიელ ვათიაშვილის განმარტებით, დაკავებულებს შორის, 18-წლის ბიჭია, ხოლო დანარჩენნი - 33-38 წლის ასაკისანი არიან.
,,7-ვე მათგანთან სატელეფონო კონტაქტი გაწყვეტილია. თუ ჩამოართვეს ტელეფონი, ბუნებრივია, ვეღარ დავუკავშირდებით" - აცხადებს ვათიაშვილი.
მისი განმარტებით, ეკლესიის ტერიტორიაზე ტელეფონს მიღება აქვს და ამიტომაც მოსახლეობა ფიქრობს, რომ ისინი დააკავეს.
ჯერ-ჯერობით, სხვა ინფორმაცია მოსახლეობას არა აქვს. ტარიელ ვათიაშვილი ამბობს, რომ წმინდა გიორგის ეკლესიაში ბიჭები შუადღეს წასულან: ,,დღეს არანაირი დღესასწაული არაა, თუმცა, როგორც ჩანს, მოიწადინეს ასვლა".
იხ. ამავე თემაზე:
გამყოფ ხაზთან მდებარე ეკლესიასთან სავარაუდოდ 7 ადამიანი დააკავეს

ამავე კატეგორიაში

(8 მაისი, 2025) "ვისოლის" უპრეცედენტო გათამაშებაში პირველი წყვილი
ავტომობილი

ბათუმის საქალაქო სასმართლოში ნეტგაზეთისა და ბათუმელების
დამფუძნებლის,

ასე გამოიყურება ის საბავშვო ბაღები, რომლის რეაბილიტაციისთვის
კომპანია

ჩვენ, ჟურნალისტები, რედაქტორები, მედიის პროფესიონალები და პრესის
თავისუფლების მხარდამჭერები საქართველოდან,

ვიდეომასალის მიხედვით, ვახო ფიცხელაურს უკავშირდება პიროვნება, რომელიც
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის
ასაკს იყო მიღწეული.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან,
მიხარია,
გასული თვის პოპულარული სიახლეები

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები