რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ივნისი 2026 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
,,ფერისცვალებიდან" 1 კვირის შემდეგ კასპის მერმა Qartli.ge-ს ბოიკოტი გამოუცხადა
კასპის მერმა მანუჩარ მერებაშვილმა, მუნიციპალიტეტის სოფლებში უწყლოდ დარჩენილი მოსახლეობის გაშუქების გამო, qartli.ge-ს ბოიკოტი გამოუცხადა და ჟურნალისტები საქმის გასარჩევად კასპში დაიბარა.

,,მე ვენდობი ჩემი წარმომადგნლების ინფორმაციას. თუ რამე გაინტერესებთ, ჩამოდით კასპში და კაცურად დავილაპარაკოთ რა" - გვითხრა მერებაშვილმა.

ქვემო ჩოჩეთისა და ზემო ხანდაკში არსებული მდგომარეობის შესახებ კასპის მერს კითხვები არ მოსწონს: ,,იმ მედია საშუალებასთან, რომელიც ცდილობს ფაქტები საკუთარი შეხედულებისამებრ გააშუქოს, საუბრის სურვილი არ მაქვს" - აცხადებს მერი.

უწყლოდ დარჩენილი სოფლების შესახებ რეპორტაჟები qartli.ge-მ ჯერ კიდევ ერთი თვის წინ მოამზადა. სიტუაციის შესახებ კი, კვლავაც დავუკავშირდით, თუმცა სხვა ნომრიდან.




მაგალითად, ქვემო ჩოჩეთში არსებული მდგომარეობის შესახებ, მანუჩარ მერებაშვილმა მაშინ აღნიშნა, რომ სასმელი წყლის პრობლემა ფერისცვალების შემდეგ მოგვარდებოდა. ფერისცვალებიდან (19 აგვისტოს შემდეგ) ერთი კვირა გავიდა. მანუჩარ მერებაშვილის მოსაზრება კვლავ იგივე რჩება.

რაც შეეხება ზემო ხანდაკს, აქ მომზადებულ რეპორტაჟში აღნიშნულია, რომ სასმელი წყლის ახალი მილის სამონტაჟო სამუშაოები მერის წარმომადგენლებმა შეაჩერებინა. ტრაქტორი უბნიდან მას შემდეგ გააბრუნეს, როდესაც მერის წარმომადგენლის ოჯახში ახალი მილი შეიყვანეს, ხოლო ტექნიკა სოფლის გამგებელთან დაპირისპირებულ ოჯახების წინ მუშაობდა:

,,თუ მსგავსი შემთხვევა მოხდა, რომ ჩემმა წარმომადგენელმა თვითონ შეიყვანა წყალი და სხვა უწყლოდ დატოვა, პასუხს აგებს. მე ვიცი, რომ მამამისს წყალი არ ჰქონდა" - აცხადებს მანუჩარ მერებაშვილი.

მანუჩარ მერებაშვილს ვაცნობეთ, რომ წყალი არ ჰქონდა ზოზიაშვილის ოჯახსაც. ზოზიაშვილები ცხინვალიდან დევნილები არიან. ისინი ახლობლის სახლში ცხოვრობენ.





იხ. ამავე თემაზე:

ქვემო ჩოჩეთის უბნელები სასმელ წყალს 2 დღეში ერთხელ ელოდებიან


75-წლის ქალს ზემო ხანდაკში წყლის გამო სოფლის ხელმძღვანელები ებრძვიან


Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
იაპონიის ელჩს, იშიძუკა ჰიდეკს,
კასპის მერი ვახტან მაისურაძე შეხვდა
იაპონიის ელჩს, იშიძუკა ჰიდეკს, კასპის მერი ვახტან მაისურაძე შეხვდა
13:31 / 12.06.2026
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში, სადაც სასმელი
წყლის თითქმის მილიონიანი პროექტი განხორციელდა, ისევ წყლის პრობლემა
აქვთ.
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში, სადაც სასმელი წყლის თითქმის მილიონიანი პროექტი განხორციელდა, ისევ წყლის პრობლემა აქვთ.
12:36 / 12.06.2026
გორის მერმა თანამდებობიდან გასათავისუფლებულ მოხელეთა სიის
შედგენა დაიწყო.
გორის მერმა თანამდებობიდან გასათავისუფლებულ მოხელეთა სიის შედგენა დაიწყო.
10:05 / 12.06.2026
ხაშურში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განხორციელება კვლავ არ
დაწყებულა, მიუხედავად იმისა, რომ სოფლის კრებები უკვე 5 თვის წინ
ჩატარდა.
ხაშურში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განხორციელება კვლავ არ დაწყებულა, მიუხედავად იმისა, რომ სოფლის კრებები უკვე 5 თვის წინ ჩატარდა.
20:02 / 11.06.2026
ქარელში, ვაჟა ფშაველას ქუჩაზე ელექტროსადენები მე-3 დღეა
გაწყვეტილია.
ქარელში, ვაჟა ფშაველას ქუჩაზე ელექტროსადენები მე-3 დღეა გაწყვეტილია.
12:18 / 11.06.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.