რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2026 »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 123
პედაგოგებს შემოდგომიდან ხელფასი 150 ლარით მოემატებათ
შემოდგომიდან, ყველა პედაგოგს, რომელსაც მინიმუმ 15 საგაკვეთილო სტატუსი გააჩნია, 150 ლარით მეტ ხელფასს აიღებს. ამის შესახებ დღეს პრეზიდენტის საცერემონიო სასახლეში შეკრებილ მასწავლებლებს განუცხადეს.

სასახლეში პრემიერ-მინისტრმა მიღება, განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან ერთად, გამართა.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა აღნიშნა, რომ სახელფასო 20%-იანი ცვლილებები სკოლების დირექტორებს, ადმინისტრაციის წარმომადგენლებსა და ტექნიკურ მუშაკებსაც შეეხება.

,,პირველი სექტემბრიდან რესურსცენტრების ხელმძღვანელებსა და თანამშრომლებს ეზრდებათ ხელფასი მინიმუმ 150 ლარით“, - განაცხადა ბატიაშვილმა.

რაც შეეხება იმ პედაგოგებს, რომლებსაც 15 საათზე ნაკლები დატვირთვა აქვთ, ხელფასი 100 ლარით გაეზრდებათ.

კატეგორიების მიხედვით, ცვლილებებია უფროს, წამყვან და მენტორ მასწავლებელთა ანაზღაურებაშიც, კერძოდ:

უფროსი მასწავლებელი - საათობრივ დანამატთან ერთად 1011 ლარი;

წამყვანი მასწავლებელი - 1435 ლარი,

მენტორი მასწავლებელი - 1 745 ლარს.

,,მეტი საგაკვეთილო საათის შემთხვევაში ანაზღაურება კიდევ უფრო მეტი იქნება“, - განაცხადა მინისტრმა და აღნიშნა, რომ მასწავლებლებისთვის ხელფასების მომატება 2022 წლის ჩათვლით გაგრძელდება.

„პედაგოგების ანაზღაურების ზრდის ტენდენცია ყოველწლიურად გაგრძელდება და 2022 წლისთვის უფროსი მასწავლებლის ანაზღაურება იქნება 1700 ლარი, წამყვანის - 2135, ხოლო მენტორის - 20445 ლარი“, - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ამჟამად ადგილზე სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც
ამჟამად ადგილზე სამუშაოები მიმდინარეობს. როგორც "ქართლის ამბებმა" გაარკვია,
18:24 / 07.04.2026
ქარელის მუნიციპალიტეტი აცხადებს, რომ შპს „ახალმა სამშენებლომ“
მოსაცდელების
ქარელის მუნიციპალიტეტი აცხადებს, რომ შპს „ახალმა სამშენებლომ“ მოსაცდელების
01:31 / 07.04.2026
გამოქვეყნებული ცნობის მიხედვით, უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას
შემდეგ მიმართულებებზე
გამოქვეყნებული ცნობის მიხედვით, უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას შემდეგ მიმართულებებზე
16:03 / 06.04.2026
ამ გზით სარგებლობს ასევე აბრევის, ორჭოსნის, ძუკაანთკარისა და
ღდულეთის მოსახლეობა.
ამ გზით სარგებლობს ასევე აბრევის, ორჭოსნის, ძუკაანთკარისა და ღდულეთის მოსახლეობა.
14:01 / 06.04.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.