რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
2 თვის წინ ქვეშის საბავშვო ბაღი თავღია დატოვეს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშში საბავშვო ბაღს სახურავი ზაფხულში ახადეს. 2019 წლის ივლისიდან სამშენებლო კომპანია ,,ბოუერის" წარმომადგენლები ობიექტზე აღარ გამოჩენილან.

ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ პრობლემა მოგვარდება. ქვეშის საბავშვო ბაღში სწავლა ამ დრომდე შეფერხებულია. უფრო მეტიც, სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს დირექტორის, ლიანა კოვზიაშვილის ცნობით, სააღმზრდელობო პროცესი საერთოდ არ მიმდინარეობს.

,,ბოუერის" დირექტორი ხვიჩა მერგვალიანი სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

,,ხელშეკრულების გაფორმებიდან დღემდე, აღნიშნული კომპანია დაკისრებულ მოვალეობას არ ასრულებდა. ჩამორჩენილი იყო გეგმა-გრაფიკს. არც ერთხელ ახსნა-განმარტება ჩვენთვის არ წარმოუდგენია, მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა. შესაბამისად, თანხაც არ აგვინაზღაურებია" - აცხადებს ლექსო მარტინოვი, ბაღების სააგენტოს წარმომდგენელი. ლექსო მარტინოვი ამბობს, რომ კომპანიას არც ერთი თეთრი მიუღია.

ტენდერი 2019 წლის ივნისში გამოცხადდა. საწყისი ფასი 151 000 ლარი იყო. ,,ბოუერმა" 124 000 ლარი მიუთითა და გაიმარჯვა. ,,დაიწყო დემონტაჟი და მუშაობა აღარ გაუგრძელებია" - განმარტავენ საბავშვო ბაღების სააგენტოში.

საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია 3 თვეში, 11 ოქტომბერს უნდა დასრულებულიყო. საბავშვო ბაღების სააგენტოში სურთ, რომ რეაბილიტაციიის მიზნით და ერთ პირთან მოლაპარაკების გზით, რომელიმე გამოცდილ კომპანიასთან გააფორმონ ხელშეკრულება. ამისათვის 85-დღიან ვადას მისცემენ.

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ჩვენ, ჟურნალისტები, რედაქტორები, მედიის პროფესიონალები და პრესის
თავისუფლების მხარდამჭერები საქართველოდან,
ჩვენ, ჟურნალისტები, რედაქტორები, მედიის პროფესიონალები და პრესის თავისუფლების მხარდამჭერები საქართველოდან,
14:44 / 05.05.2025
ვიდეომასალის მიხედვით, ვახო ფიცხელაურს უკავშირდება პიროვნება,
რომელიც

ვიდეომასალის მიხედვით, ვახო ფიცხელაურს უკავშირდება პიროვნება, რომელიც

14:17 / 04.05.2025
სასახლე წიფლოვანა-ტყემლოვანის გზის მონაკვეთზე, სოფელ კოდმანის
ასახვევთან შეგხვდებათ.

სასახლე წიფლოვანა-ტყემლოვანის გზის მონაკვეთზე, სოფელ კოდმანის ასახვევთან შეგხვდებათ.

20:17 / 29.04.2025
ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი სააგენტო ,,რესი'' ავრცელებს.
ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი სააგენტო ,,რესი'' ავრცელებს.
20:16 / 29.04.2025
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.