რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ყობში ბოსიკოვების ოჯახში დენი ჩართეს
19-წლიანი ლოდინის შემდეგ სოფელ ყობში ელექტროენერგია ჩაირთო.

გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელს დენი ათწლეულები არ მიეწოდებოდა.

Qartli.ge-მ ამასთან დაკავშირებით მასალა 2 კვირის წინ მოამზადა, სოფელში მცხოვრები ბოსიკოვების ერთადერთი ოჯახი დახმარებას ითხოვდა.

გენადი ბოსიკოვბი, მეუღლესთან სვეტლანა თიგიშვილთან ერთად სოფელში მარტო ცხოვრობს.

ყობში მომზადებული Qartli.ge-ს სიუჟეტის შემდეგ იქ USAID-ის წარმომადგენლები მივიდნენ და მზის ბატარიები დადგეს. 31 ოქტომბერს კი ბოსიკოვებმა ნათურა აანთეს.

„გუშინ იყვნენ მოსულები USAID-ის წარმომადგენლები , დადგეს მზის ბატარიები და დენი მოვიდა, ახლა წყლის საქაჩსაც ჩავრთავ და სასმელი წყლის მოტანა სოფელ აბანოდან აღარ მომწიევს, რომელიც 3 კილომეტრით არის დაშორებული ყობთან. ტრაქტორის მოვიდა, მიწა დავამუშავე და ხორბალი დავთესე“- უთხრა Qartli.ge-ს გენადი ბოსიკოვმა.

ყობს ჩრდილოეთიდან ოკუპირებული წნელისი ესაზღვრება, სამხრეთით კი სოფელი წაღვლი, აქვეა ჩორჩანაც, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგუშაგო დადგა. სწორედ ამან გააღიზიანა დე-ფაქტო რეჟიმი და ტერიტორიაზე ვითარება დაიძაბა. ბოსიკოვები ბოლო პერიოდში გენერატორსაც ვერ რთავდნენ, რადგან დიდი ხმა აქვს.

,,ღამე ისეთი სიჩუმე ჩამოვარდება გარშემო, წნელისში რასაც ლაპარაკობენ, აქ ისმის. გენერატორს ვეღარ ვრთავთ, რომ შუქი გვქონდეს. ძალიან ხმამაღალზე მუშაობს, ღამე განსაკუთრებით. რაც ეს გზების გაყვანა დაიწყეს, ვერიდებით გენერატორის ჩართვას. შუქი არ გვაქვს. შარშან მზის ბატერიებს დაგვპირდნენ, მაგრამ დღემდე არ ჩამოუტანიათ“ - გვითხრა სვეტლანა თიგიშვილმა.

Qartli.ge-ს ჟურნალისტებს არც შინაგან საქმეთა სამინისტროს და არც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები უსაფრთხოებიდან გამომდინარე სოფელ ყობში არ უშვებდა, თუმცა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტებმა შეძლეს და სოფელში შევდინენ. სწორედ ამის შემდეგ მოხდა ყობში დენის მიყვანა.

ხაშურის მუნიციპალიტეტში, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელში დენი 2001 წლიდან არ მიეწოდებოდათ.

იხ. ამავე თემაზე

სოფელი ყობი - ერთადერთი ოჯახით (ფოტო/ვიდეო)
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში იმ სტუდენტებს, რომლებსაც ფინანსური
პრობლემების გამო სტატუსი შეჩერებული ჰქონდათ, სასწავლო პროცესში
დაბრუნებაზე უარს ეუბნებიან.
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში იმ სტუდენტებს, რომლებსაც ფინანსური პრობლემების გამო სტატუსი შეჩერებული ჰქონდათ, სასწავლო პროცესში დაბრუნებაზე უარს ეუბნებიან.
10:35 / 29.09.2026
სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის
გადაწყვეტილება სოფელ კეხიჯვრის საბავშვო ბაღიდან სპეცმასწავლებელ
მეგი გოჩიაშვილის უკანონოდ გათავისუფლების შესახებ.
სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება სოფელ კეხიჯვრის საბავშვო ბაღიდან სპეცმასწავლებელ მეგი გოჩიაშვილის უკანონოდ გათავისუფლების შესახებ.
18:05 / 28.09.2026
კასპის მუნიციპალიტეტის მერის, ვახტანგ მაისურაძის 2025 წლის
ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მან აშშ-დან ფულადი გზავნილების
სახით უფრო მეტი თანხა მიიღო, ვიდრე დაკავებული თანამდებობიდან.
კასპის მუნიციპალიტეტის მერის, ვახტანგ მაისურაძის 2025 წლის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მან აშშ-დან ფულადი გზავნილების სახით უფრო მეტი თანხა მიიღო, ვიდრე დაკავებული თანამდებობიდან.
17:10 / 28.09.2026
მოსახლეობა აცხადებს, რომ ღია არხი ავტომობილებისა და ბავშვებისთვის
სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს, სოფლის წარმომადგენელი კი მათ მხოლოდ
სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
მოსახლეობა აცხადებს, რომ ღია არხი ავტომობილებისა და ბავშვებისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს, სოფლის წარმომადგენელი კი მათ მხოლოდ სიფრთხილისკენ მოუწოდებს.
15:52 / 28.09.2026
კერძო კომპანიები ხაშურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს, ლევან
გამრეკელს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების
შეუსრულებლობაში ადანაშაულებენ.
კერძო კომპანიები ხაშურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს, ლევან გამრეკელს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობაში ადანაშაულებენ.
14:37 / 28.09.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.