რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
გორში, ბოლო 9 თვის განმავლობაში, ავტოსაგზაო შემთხვევების
რაოდენობა 10,2%-ით არის შემცირებული. ამის შესახებ qartli.ge-ს შიდა
ქართლის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის პატრულ-ინსპექტორი ფრიდონ
გაგუა ესაუბრა.
მისი თქმით, ავტოსაგზაო შემთხვევების შემცირება, ე.წ. შავ წერტილებში ჭკვიანი კამერების დამონტაჟებამ გამოიწვია. გაგუას თქმით, შს სამინისტრო აპირებს ამ მიმართულებით გააგრძელოს მუშაობა და ქალაქ გორის სხვა წერტილებში მსგავსი კამერები დაამონტაჟოს.
გაგუას თქმით, საგზაო შემთხვევები გადაჭარბებულ სიჩქარეს, საგზაო ნიშნების დაუმორჩილებლობას, ნასვამობას, ასევე, მანევრირების წესების დარღვევას უკავშირდება. ,,ავარიები შეიძლება გამოიწვიოს ისეთმა ელემენტარული წესების დარღვევამ, როგორიცაა მოხვევის მაჩვენებლის არჩართვა, საპირისპირო ზოლში გადასვლა, შუქნიშნის მაჩვენებლის ,,დაუთმე გზა" ან ამკრძალავი ნიშნის არდამორჩილება" - აცხადებს ფრიდონ გაგუა.
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, გორში, რამდენიმე ავარია მოხდა, თუმცა მედიის ყურადღება ყველაზე მეტად ცხინვალის გზატკეცილზე, სავაჭრო ცენტრ ,,ჯიბესთან" მომხდარმა შემთხვევამ მიიქცია. ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, დაშავდა ორი ადამიანი, მათ შორის, 9-წლის ბავშვი. მძღოლმა კი, სხეულის მძიმე დაზიანება მიიღო.
ვიდეოკადრების მიხედვით, მსუბუქი ავტომანქანა პარკინგიდან გასვლის შემდეგ, ცდილობდა გზის გადაკვეთას და საპირისპირო, ასევე, ცალმხრივ გზაზე გადასვლას. გზის გადაკვეთის დროს, მას მერსედესის მარკის ავტომანქანა დაეჯახა. გამოძიება მიმდინარეობს.
2018 წლის მონაცემებით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, შიდა ქართლში 694 ადამიანი დაშავდა, დაიღუპა 48 ადამიანი. რაც შეეხება ქვეყნის მასშტაბს, აქ დაღუპულთა რაოდენობა 459-ს აღწევს:
,,ამის გათვალისწინებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო კამპანია ,,მეტი სიცოცხლისათვის", რომლის მიხედვით, 2019 წლის აპრილში, შეიქმნა ვიდეორგოლები, სადაც საუბარია ავარიის გამომწვევ მიზეზებზე და ასევე რა შედეგები შეიძლება მოყვეს მათ. კამპანიის ფარგლებში, გამოყენებულ იქნა ავტოსაგზაო შემთხვევის მონაწილე მანქანები, რომელიც გარესივრცეში იქნა გამოტანილი, რათა საზოგადოებისთვის უფრო მეტად აღქმადი ყოფილიყო. წელსვე იწყება მეორე ეტაპი, რაც გულისხმობს საკანონმდებლო ცვლილებებს, ზოგიერთ დარღვევებზე სახდელების გაზრდას და ჭკვიანი კამერების დამატებას" - განაცხადა ფრიდონ გაგუამ.
ავარიის კადრები გორში - რა ხდება ქალაქის ,,შავ წერტილებში"
გორში, ბოლო 9 თვის განმავლობაში, ავტოსაგზაო შემთხვევების
რაოდენობა 10,2%-ით არის შემცირებული. ამის შესახებ qartli.ge-ს შიდა
ქართლის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის პატრულ-ინსპექტორი ფრიდონ
გაგუა ესაუბრა.მისი თქმით, ავტოსაგზაო შემთხვევების შემცირება, ე.წ. შავ წერტილებში ჭკვიანი კამერების დამონტაჟებამ გამოიწვია. გაგუას თქმით, შს სამინისტრო აპირებს ამ მიმართულებით გააგრძელოს მუშაობა და ქალაქ გორის სხვა წერტილებში მსგავსი კამერები დაამონტაჟოს.
გაგუას თქმით, საგზაო შემთხვევები გადაჭარბებულ სიჩქარეს, საგზაო ნიშნების დაუმორჩილებლობას, ნასვამობას, ასევე, მანევრირების წესების დარღვევას უკავშირდება. ,,ავარიები შეიძლება გამოიწვიოს ისეთმა ელემენტარული წესების დარღვევამ, როგორიცაა მოხვევის მაჩვენებლის არჩართვა, საპირისპირო ზოლში გადასვლა, შუქნიშნის მაჩვენებლის ,,დაუთმე გზა" ან ამკრძალავი ნიშნის არდამორჩილება" - აცხადებს ფრიდონ გაგუა.
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, გორში, რამდენიმე ავარია მოხდა, თუმცა მედიის ყურადღება ყველაზე მეტად ცხინვალის გზატკეცილზე, სავაჭრო ცენტრ ,,ჯიბესთან" მომხდარმა შემთხვევამ მიიქცია. ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, დაშავდა ორი ადამიანი, მათ შორის, 9-წლის ბავშვი. მძღოლმა კი, სხეულის მძიმე დაზიანება მიიღო.
ვიდეოკადრების მიხედვით, მსუბუქი ავტომანქანა პარკინგიდან გასვლის შემდეგ, ცდილობდა გზის გადაკვეთას და საპირისპირო, ასევე, ცალმხრივ გზაზე გადასვლას. გზის გადაკვეთის დროს, მას მერსედესის მარკის ავტომანქანა დაეჯახა. გამოძიება მიმდინარეობს.
2018 წლის მონაცემებით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, შიდა ქართლში 694 ადამიანი დაშავდა, დაიღუპა 48 ადამიანი. რაც შეეხება ქვეყნის მასშტაბს, აქ დაღუპულთა რაოდენობა 459-ს აღწევს:
,,ამის გათვალისწინებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო კამპანია ,,მეტი სიცოცხლისათვის", რომლის მიხედვით, 2019 წლის აპრილში, შეიქმნა ვიდეორგოლები, სადაც საუბარია ავარიის გამომწვევ მიზეზებზე და ასევე რა შედეგები შეიძლება მოყვეს მათ. კამპანიის ფარგლებში, გამოყენებულ იქნა ავტოსაგზაო შემთხვევის მონაწილე მანქანები, რომელიც გარესივრცეში იქნა გამოტანილი, რათა საზოგადოებისთვის უფრო მეტად აღქმადი ყოფილიყო. წელსვე იწყება მეორე ეტაპი, რაც გულისხმობს საკანონმდებლო ცვლილებებს, ზოგიერთ დარღვევებზე სახდელების გაზრდას და ჭკვიანი კამერების დამატებას" - განაცხადა ფრიდონ გაგუამ.
ამავე კატეგორიაში
პატარა ლიახვის ხეობაში ჩაძირული უცხოური მარკის ავტომანქანა
მყვინთავებმა სპეციალური ტექნიკის დახმარებით ამოიყვანეს. ინფორმაციას
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის სამაშველო სამსახური ავრცელებს.
11 ნოემბერს, პირველი მსოფლიო ომის დასრულების
დღეს გამართულ ცერემონიას ქართველი და ფრანგი ოფიციალური
პირები, უცხოური ლეგიონის წარმომადგენლები და გმირის ოჯახის
წევრები დაესწრნენ.
ჭირისუფლებმა ცხედარი თბილისიდან გორში, ჭალის დასახლებაში მდებარე
ისევ იმ სახლში დაასვენეს, საიდანაც აღსრულების ეროვნულმა ბიურომ
გაასახლა. ოჯახის ადვოკატის, ლევან ჭიღლაძის თქმით, გამოსახლების
მიზეზი ვალი გახდა, მომხდარზე კი გამოძიება მიმდინარეობს.
რუის-ურბნისის მიტროპოლიტის მიერ ურბნისში ქადაგებისას „ქართული
ოცნების“ გაკრიტიკებას მმართველი გუნდის წევრებისა და
პროპაგანდისტების მხრიდან მწვავე შეფასებები მოჰყვა, რაზეც დეკანოზმა
„ფორმულასთან“ ისაუბრა.
თეა კეჩხუაშვილი გორის მერის, კოტე ბუზალაძის მიერ 2025 წლის
აგვისტოში ჩაბარებული და დაზიანებული მოედნის წებო-ცემენტით შეკეთების
პროცესს იღებდა. კეთილმოწყობის სააგენტოში აცხადებენ, რომ
ინციდენტში მონაწილე პირები მათი თანამშრომლები არ არიან.
ვიდეორეპორტაჟი
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"
თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად
ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
გასული თვის პოპულარული სიახლეები

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.




ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.









სტატიის გამოყენების პირობები