რედაქტორის რჩევით
კასპში საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა დასრულდა
ფოტო: ლაშა
ზუბაშვილი
დღეს, 24 ნოემბერს, 17:00 საათზე ქალაქ კასპის ახლადაშენებული საფეხბურთო სტადიონი საზეიმოდ გაიხსნება.
თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სტადიონი 500 მაყურებელზეა გათვლილი. პროექტის ფარგლებში დაიგო ხელოვნურსაფარიანი მოედანი, დამონტაჟდა განათება და მოეწყო სხვა შესაბამისი ინფრასტრუქტურა. აღნიშნული პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდმა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად განახორციელა, რომლის ღირებულებაც 2 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს. გარდა ამისა, განხორციელდა კასპის საფეხბურთო სკოლისა და სავარჯიშოდ განკუთვნილი მინი-სტადიონის სარეაბილიტაციო სამუშაოებიც.
ღონისძიებას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი, კასპის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი მეზურნიშვილი, კასპის მუნიციპალიტეტის მერი მანუჩარ მერებაშვილი, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის პროექტების მენეჯერი ზურაბ უგულავა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი და საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი დაესწრებიან.
ამავე კატეგორიაში

ჩვენ, ჟურნალისტები, რედაქტორები, მედიის პროფესიონალები და პრესის
თავისუფლების მხარდამჭერები საქართველოდან,

ვიდეომასალის მიხედვით, ვახო ფიცხელაურს უკავშირდება პიროვნება, რომელიც

კვლევა მსოფლიო პრესის თავისუფლების დღესთან დაკავშირებით

სასახლე წიფლოვანა-ტყემლოვანის გზის მონაკვეთზე, სოფელ კოდმანის ასახვევთან შეგხვდებათ.

ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი სააგენტო ,,რესი'' ავრცელებს.
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის
ასაკს იყო მიღწეული.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან,
მიხარია,
გასული თვის პოპულარული სიახლეები

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.


ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები