რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« იანვარი 2026 »»
293031 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
გორში ,,ნიკორას" დასაქმების ფორუმზე 78-წლის ეკონომისტი ქალი მივიდა
გორის საკრებულოში, 5 დეკემბერს დასაქმების ფორუმი გაიმართა, სადაც მხოლოდ ერთი კომპანია სუპერმარკეტების ქსელი ,,ნიკორა’’ მონაწილეობდა.

,,ნიკორას’’ ვაკანსიები მხოლოდ მოლარისა და კონსულტანტის პოზიციებზე და მხოლოდ თბილისის ფილიალებში ჰქონდა, სადაც მოლარეს 600 ლარს, ხოლო კონსულტანტს - 550 ლარს სთავაზობს.

დასაქმების ფორუმზე მისულებმა ანკეტები ადგილზე შეავსეს და შემდეგ გასაუბრება გაიარეს. როგორც მათ უთხრეს შერჩეულ კანდიდატებს სავარაუდოდ შემდეგი კვირის ორშაბათს დაუკავშირდებიან და შემდგომ 10 დღიან სტაჟირებასაც დიდი ალბათობით გორში გაივლიან.

ნიკორა ტრეიდის მენეჯერის, ნინო ადამაშვილის თქმით, სამუშაო გრაფიკი სტუდენტებზეა მორგებული და არანაირი კრიტერიუმები არ აქვთ.

,, არ გვაქვს არანაირი კრიტერიუმი ან ასაკობრივი ზღვარი, რადგან 55 წლის კონსულტანტიც გვყავს, რომელიც საკმაოდ კარგი კონსულტანტია. ამიტომ ვერ დავჩაგრავთ ხალხს და ის, რაც უნდა იცოდნენ მაღაზიაში მომუშავე თანამშრომლებმა, ამას ჩვენ ვასწავლით ტრენინგებზე.’’ - განაცხადა ნინო ადამაშვილმა.

კითხვაზე თუ რატომ შეარჩია ნიკორამ დასაქმების ფორუმის ჩასატარებლად გორი, ნიკორა ტრეიდის მენეჯერმა გვიპასუხა, რომ გორელებს მუშაობა არ ეზარებათ და მშრომელები არიან.

,,გორი არის ძალიან აქტიური ქალაქი. ამასთანავე თბილისთან ახლოს არის. გორშიც გვაქვს ძალიან ბევრი მაღაზია ნიკორასი და კარგად მუშაობს. თბილისის ჩვენს ფილიალებში ძალიან ბევრი მუშაობს გორიდან. არ ეზარებათ და მშრომელები არიან. გვაქვს პროექტი, რომლის მიხედვითად წელიწადში 100 მაღაზია უნდა გავხსნათ. ამ ახალ მაღაზიებს 2 000 ახალი თანამშრომელი სჭირდება, რომლებსაც თბილისთან ახლომდებარე აქტიური ქალაქებიდან ვარჩევთ’’. - ამბობს ნინო ადამაშვილი.

დასაქმების ფორუმზე იმყოფებოდა 78 წლის ციალა საათაშვილი-გონგლაძეც. მისი თქმით, ამ ასაკშიც კი მზად არის მოლარე-კონსულტანტად ან მენეჯერად იმუშაოს.

,,შევავსე ანკეტა, მაგრამ რომ ვიკითხე აღმოვაჩინე, რომ თანამშრომლები მხოლოდ თბილისის ფილიალებში სდომებიათ. ასაკის გამო მე რა თქმა უნდა თბილისში ვერ ვივლი. მაქვს დიდი გამოცდილება მთავარ ეკონომისტად მუშაობისა და თუკი გორში გამოჩნდება რაიმე ადგილი კონსულტანტის ან მენეჯერისა ვიმუშავებ.

ცოტა მეუხერხულებოდა კიდეც მოსვლა, იმიტომ, რომ ალბათ ჩემზე ასაკიანი აქ არავინ არ არის. 78 წლისა ვარ, მაგრამ კიდევ შემიძლია თავისუფლად ვიმუშაო მოლარე-კონსულტანტად. ასევე, მენეჯერად, თუკი ამას ხელმძღვანელობა ისურვებს.’’ – ამბობს ციალა საათაშვილი-გონგლაძე, რომელიც დასაქმების ფორუმის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მონაწილე იყო.

ნიკორა ტრეიდის მენეჯერის თქმით, შესაძლებელია, რომ შერჩეული კანდიდატების ტრანსპორტირებაში, თუკი ისინი ბევრნი იქნებიან გორის საკრებულო დაეხმაროს.


Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
საჯარო თუ კერძო დღესასწაულების აღსანიშნავად ათწლეულების
საჯარო თუ კერძო დღესასწაულების აღსანიშნავად ათწლეულების
18:31 / 31.12.2025
25 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით
25 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით "თეგეტა მოტორსი" მომხმარებელს განსაკუთრებული შეთავაზებებით მასპინძლობს.
15:01 / 26.11.2025
განცხადების მიხედვით, მომლოცველებისა და ვიზიტორების მიღება შეწყდება
2025 წლის 28 ნოემბრიდან 2026 წლის 20 აპრილის ჩათვლით — შობის
მარხვის დაწყებიდან აღდგომის ბრწყინვალე შვიდეულის დასრულებამდე.
განცხადების მიხედვით, მომლოცველებისა და ვიზიტორების მიღება შეწყდება 2025 წლის 28 ნოემბრიდან 2026 წლის 20 აპრილის ჩათვლით — შობის მარხვის დაწყებიდან აღდგომის ბრწყინვალე შვიდეულის დასრულებამდე.
21:31 / 25.11.2025
გორის მერმა კონსტანტინე ბუზალაძემ საკრებულოს ინიციატივით მიმართა,
რომ მუნიციპალიტეტში მერის კიდევ ერთი მოადგილის შტატი დაემატოს.
მერის მოადგილის ხელფასი 5 125 ლარია.
გორის მერმა კონსტანტინე ბუზალაძემ საკრებულოს ინიციატივით მიმართა, რომ მუნიციპალიტეტში მერის კიდევ ერთი მოადგილის შტატი დაემატოს. მერის მოადგილის ხელფასი 5 125 ლარია.
21:26 / 25.11.2025
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმა მიუსაფარი
ცხოველებისთვის ბუნაგები და პლედები საკუთარი ხელით დაამზადეს და
გორის მიუსაფარ ცხოველთა სააგენტოს გადასცეს.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმა მიუსაფარი ცხოველებისთვის ბუნაგები და პლედები საკუთარი ხელით დაამზადეს და გორის მიუსაფარ ცხოველთა სააგენტოს გადასცეს.
21:06 / 24.11.2025
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.