რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« დეკემბერი 2025 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
ახალი ამბები
საჩუქარი მშობლიურ სოფელს ვლადიკავკაზიდან - ზღუდერი
სოფელ ზღუდერში არწივის ქანდაკებას მარღიშვილების სახლის ჭიშკართან შეხვედებით. საახალწლოდ სახლი დაკეტილი დაგვხვდა. ოჯახობა ჩრდილოეთ ოსეთში ცხოვრობს. სოფელში ძირითადად 64-წლის გენადი მარღიშვილი ჩამოდის.

,,ეს ქანდაკება ჩემმა ბიძაშვილმა გააკეთებინა ვლადიკავკაზში. თითქმის ყოველ წელს ჩამოდის სოფელში. ამ სოფელს მოსაცდელიც გაუკეთა, აგერ მთაზე ჯვარი აღამართინა. სულ თავის სოფელზე ფიქრობს" - გვითხრა ქალბატონმა, რომელიც სოფლის ცენტრში მაღაზიაში მუშაობს და რომელიც მარღიშვილებს ეკუთვნის.

მან გენადი მარღიშვილის (მარღიევი) შესახებ გვიამბო, რომელმაც საქართველო ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იან წლებში დატოვა მშობლებთან ერთად:

,,მაშინ უკვე ცოლ-შვილი ჰყავდა გენადის, ძმა უფრო პატარა იყო. მშობლებთან ერთად წავიდა ჩრდილოეთ ოსეთში. არ იყო კარგი სიტუაცია ქვეყანაში. შიშიანობა იყო, განსაკუთრებით ოსსა და ქართველს შორის. მერე ცოტა რომ მიწყნარდა სიტუაცია, წლების შემდეგ, შეძლეს ჩამოსვლა. სამწუხაროდ მშობლები გარდაიცვალნენ. მამამისმა ინერვიულა ის ამბები. შვილები და შვილები უფრო იშვიათად ჩამოდიან, იქ აიწყეს ცხოვრება." - იხსენებს გენადის ბიძაშვილი.



ეს ამბავი ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ზღუდერში ხდება. ზღუდერი უძველესი სოფელია ქარელის მუნიციპალიტეტში და, ზოგადად, ძამას ხეობაში.

ყველა დროისა და ხალხის მითოლოგიაში არწივს კეთილი თუ ბოროტი (უფრო კეთილი) ანალოგი ჰყავს, - განმარტავს ქართველი მეცნიერი აკაკი გელოვანი. არწივის ანალოგებია: შუმერთა უძველეს თქმულებაში - ბუმბერაზი არწივი ანზუდი, რომელიც მიუვალ მთებში მოხეტიალე გმირს ლუგალბანდას იხსნის.

ცნობილია ასევე "ათას ერთი ღამის" რუხი, კავკასიური ფასკუნჯი, რომელიც ქვესკნელიდან ამოიყვანს მზეჭაბუკს, სინდბადს და გადაარჩენს,.

არწივი აღმოსავლეთის ქვეყნებშიც სამეფო ძლიერების სიმბოლო იყო (ბაბილონი, სპარსეთი). რომში ძვ.წ. 100 წელს მარიუსმა რომაული არმიის სიმბოლოდ შემოიღო ვერცხლის არწივი. შუა საუკუნეებშიც და დღემდეც გერბთა სამკაულია ჰერალდიკაში.



ჩრდილო კავკასიურ (როგორც ოსურ ნართებში, ასევე, სხვა ერების ეპოსში) არწივს ასევე მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. არწივის მეშვეობით ნართების გმირები ებრძოდნენ ბოროტებას და არწივს ისინი ქვესკნელიდან ამოუყვანია.

მაგალითად, არსებობს ვაცილას დღესასწაული ოსებში. ერთი ბიჭი ყაბარდოში ტყვედ წაუყვანიათ და მწყემსად დაუყენებიათ, მაგრამ გვარის მფარველ არწივს იგი სოფელში დაუბრუნებია, ერთი ცხვარი მიუცია ბიჭისთვის და უთქვამს: "ამ ცხვრის ბატკანს ყოველწლიურად მოიყვან აქ და შემომწირავ"-ო. მას შემდეგ ოთხასი წელი გავიდა. იმ დროიდან მოყოლებული ვაცილას დღესასწაულზე ყოველწლიურად სწირავენ ბატკანს და ლოცულობენ არწივის სახელზე.





იხ. ამავე თემაზე:

,,ვასთირჯი" ყარაფილაში - საჩუქარი მშობლიურ სოფელს ვლადიკავკაზიდან
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
25 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით
25 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით "თეგეტა მოტორსი" მომხმარებელს განსაკუთრებული შეთავაზებებით მასპინძლობს.
15:01 / 26.11.2025
სამართალმცოდნეობის მიმართულებით მიღებული განათლებისა და
მრავალფეროვანი სამუშაო გამოცდილების გარდა
სამართალმცოდნეობის მიმართულებით მიღებული განათლებისა და მრავალფეროვანი სამუშაო გამოცდილების გარდა
16:56 / 17.11.2025
ჩეხეთის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, პროექტის ბიუჯეტი
დაახლოებით 937,288 ევროს შეადგენს
ჩეხეთის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, პროექტის ბიუჯეტი დაახლოებით 937,288 ევროს შეადგენს
13:51 / 14.11.2025
სათემო შეხვედრებისას მოსახლეობამ დაასახელა თემისთვის სანდო პირები,
რომლებსაც ისინი ენდობოდნენ და
სათემო შეხვედრებისას მოსახლეობამ დაასახელა თემისთვის სანდო პირები, რომლებსაც ისინი ენდობოდნენ და
21:17 / 11.11.2025
საპროექტო ტერიტორია მდებარეობს ქალაქ გორის ადმინისტრაციულ
საზღვრებში,

საპროექტო ტერიტორია მდებარეობს ქალაქ გორის ადმინისტრაციულ საზღვრებში,

12:29 / 10.11.2025
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.