რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
,,ჩვენთან 2019 წელს 1000 ბავშვი დაიბადა" - ,,იავნანა"
დღეს, კლინიკა ,,იავნანაში" განახლებული შენობის გახსნა საზეიოდ აღნიშნეს. ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

თანამშრომლებმა იმ მიღწევებზე ისაუბრეს, რაც 2011 წლიდან მოყოლებული კლინიკამ მიაღწია.

მხოლოდ გასულ წელს დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრის სამშობიარო განყოფილებაში ათასი ბავშვი, მათ შორის 10 ტყუპი დაიბადა. ,,იავნანაში“ დასაქმებულია 210 ადამიანი.

,,გორმედის“ ქსელის დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრი ,,იავნანა“ სამკურნალო-პროფილაქტიკური და დიაგნოსტიკური ცენტრია, რომელიც მრავალ პროფილს მოიცავს.

,,მაღალკვალიფიციური სამედიცინო პერსონალით დაკომპლექტებული ,,იავნანა” ორიენტირებულია კვლევის და მკურნალობის ზუსტ და თანამედროვე მეთოდებსა და პაციენტის კომფორტზე მორგებული გარემოს შექმნაზე.  სამედიცინო ცენტრი თანამშრომლობს იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკასა და გერმანულ ჰოსპიტალთან, შესაბამისად, ერთობლივი ღონისძიებების ფარგლებში, აღნიშნული სამედიცინო დაწესებულებების მაღალკვალიფიციური სპეციალისტები ხშირად სტუმრობენ ,,იავნანას“ და კონსულტაციებს უწევენ პაციენტებს.  2011 წლიდან სამედიცინო სერვისების, მიმართულებების, ტექნიკური აღჭურვილობისა და ინფრასტრუქტურის მასშტაბური განახლება დაიწყო." - აღნიშნეს შეხვედრაზე. 

,,იავნანაში“ ამოქმედდა ლაბორატორიის ბინაზე გამოძახების სერვისი. რამდენიმე დღეა, დამონტაჟდა ბეკმან კულტიერის სისხლის ანალიზატორი, რომელიც დიაგნოსტიკის დარგში მსოფლიოში ერთ-ერთი მთავარი ბრენდი და ლიდერია სიზუსტის და სანდოობის კოეფიციენტით.

კლინიკის ამბულატორია მრავალპროფილურია და წლიურად, საშუალოდ, 11 000-მდე პაციენტს უწევს მომსახურებას.

რაც შეეხება პედიატრიული განყოფილების სტაციონარს, ,,იავნანას“ პედიატრიული განყოფილება 45 საწოლზეა გათვლილი, ნეონატოლოგია 15, ბავშვთა რეანიმაციული განყოფილება კი, 7 საწოლს მოიცავს. წლის განმავლობაში 2000- მდე პაციენტს იღებს.

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ვიდეომასალის მიხედვით, ვახო ფიცხელაურს უკავშირდება პიროვნება,
რომელიც

ვიდეომასალის მიხედვით, ვახო ფიცხელაურს უკავშირდება პიროვნება, რომელიც

14:17 / 04.05.2025
სასახლე წიფლოვანა-ტყემლოვანის გზის მონაკვეთზე, სოფელ კოდმანის
ასახვევთან შეგხვდებათ.

სასახლე წიფლოვანა-ტყემლოვანის გზის მონაკვეთზე, სოფელ კოდმანის ასახვევთან შეგხვდებათ.

20:17 / 29.04.2025
ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი სააგენტო ,,რესი'' ავრცელებს.
ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი სააგენტო ,,რესი'' ავრცელებს.
20:16 / 29.04.2025
,,შევთავაზეთ გამოსავლი, როგორ შეიძლება მოგვარდეს ეს პრობლემა,
,,შევთავაზეთ გამოსავლი, როგორ შეიძლება მოგვარდეს ეს პრობლემა,
20:11 / 29.04.2025
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.