რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ივნისი 2026 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში ,,სუს"-ი ჟურნალისტებს კვლავ არ უშვებს
გორის, ქარელის, ხაშურისა და კასპის მუნიციპალიტეტების იმ სოფლებში, რომლებიც გამყოფ ხაზთან მდებარეობს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ჟურნალისტებს კვლავ არ უშვებს.

ამის მიზეზად ვიკა კლიმჩევა ,,საოკუპაციო ხაზთან მათ არსებობას" ასახელებს: ,,მოგეხსენებათ, ეს სოფლები საოკუპაციო ხაზთან მდებარეობს. ამიტომ, გარკვეული შეზღუდვები მოქმედებს"- ამბობს სუს-ის პრეს-სამსახურის ხელმძღვანელი, ვიკა კლიმჩევა.

ჩვენს კითხვაზე, კონკრეტულად რა სამართლებრივი საფუძველი არსებობს ან როდემდე გაგრძელდება ეს შეზღუდვები, პასუხი ვერ მივიღეთ.

,,არის ხოლმე შემთხვევები, როდესაც საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში ვუშვებთ ყველა ჟურნალისტს. ამ შემთხვევაში არ გექმნებათ პრობლემა" - განმარტავს კლიმჩევა.

2019 წლის შემოდგომიდან დღემდე, ათეულობით სოფელში მედიის წარმომადგენლები ვერ შედიან. რა პროექტები ხორციელდება, საზოგადოებისთვის უცნობი რჩება.

ჟურნალისტების გარდა, გუშინ ხურვალეთში არ შეუშვეს სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებიც. მაგალითად, 28 იანვარს, ხურვალეთის საჯარო სკოლაში დაგეგმილი ტრენინგი ჩაიშალა. პოლიციამ სოფელში ის ტრენერები არ შეუშვა, რომლებსაც მოსწავლეები ელოდებოდნენ.

სკოლის წარმომადგენლებს დაგეგმილი ჰქონდათ შეხვედა გარემოსდაცვითი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. ტრენერები ხურვალეთის საგუშაგოზე არ გაატარეს. შეხვედრის ორგანიზატორის, ირმა კიტრიაშვილის განცხადებით, ტრენინგი ერთი კვირით ადრე იყო დაგეგმილი და ამის შესახებ სკოლისთვისაც იყო ცნობილი.

მიუხედავად ამისა, საქართველოს შს სამინისტროს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მიმართვა უპასუხოდ დატოვა.

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
იაპონიის ელჩს, იშიძუკა ჰიდეკს,
კასპის მერი ვახტან მაისურაძე შეხვდა
იაპონიის ელჩს, იშიძუკა ჰიდეკს, კასპის მერი ვახტან მაისურაძე შეხვდა
13:31 / 12.06.2026
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში, სადაც სასმელი
წყლის თითქმის მილიონიანი პროექტი განხორციელდა, ისევ წყლის პრობლემა
აქვთ.
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში, სადაც სასმელი წყლის თითქმის მილიონიანი პროექტი განხორციელდა, ისევ წყლის პრობლემა აქვთ.
12:36 / 12.06.2026
გორის მერმა თანამდებობიდან გასათავისუფლებულ მოხელეთა სიის
შედგენა დაიწყო.
გორის მერმა თანამდებობიდან გასათავისუფლებულ მოხელეთა სიის შედგენა დაიწყო.
10:05 / 12.06.2026
ხაშურში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განხორციელება კვლავ არ
დაწყებულა, მიუხედავად იმისა, რომ სოფლის კრებები უკვე 5 თვის წინ
ჩატარდა.
ხაშურში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განხორციელება კვლავ არ დაწყებულა, მიუხედავად იმისა, რომ სოფლის კრებები უკვე 5 თვის წინ ჩატარდა.
20:02 / 11.06.2026
ქარელში, ვაჟა ფშაველას ქუჩაზე ელექტროსადენები მე-3 დღეა
გაწყვეტილია.
ქარელში, ვაჟა ფშაველას ქუჩაზე ელექტროსადენები მე-3 დღეა გაწყვეტილია.
12:18 / 11.06.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.