რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მარტი 2026 »»
232425262728 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
პოლიციამ ჟურნალისტების წინააღმდეგ პოსტი მეღვრეკისამდე გადასწია
ერთადერთი სოფელი, რომელიც გამყოფ ხაზთან მდებარეობს და ჟურნალისტებისთვის ღია იყო, დაიკეტა. პოლიციის პოსტი მეღვრეკისის გადასახვევთან განთავსდა, საიდანაც არა თუ ერგნეთში, არამედ სოფელ მეღვრეკისში შესვლაც აიკრძალა.

პოლიციელები აცხადებენ, რომ ჟურნალისტებს აღნიშნულ სოფლებში პრეს-სამსახურის გარეშე არ შეუშვებენ. პრეს-სამსახურის ხელმძღვანელი, ვიკა კლიმჩევა კი, 1-საათიანი ლოდინის შემდეგ, შეშვებაზე უარს აცხადებს.

გარდა ამისა, დღეს, შს სამინისტრომ თანამშრომლებმა qartli.ge-ს ჟურნალისტები სოფელ მერეთში არ შეუშვეს. ისინი პოლიციელებმა ავტობუსიდან ჩამოიყვანეს.

,,აი, აქ არიან" - მიმართა პოლიციელმა, (რომლის გვარია ფეხშველაშვილი), საგუშაგოს ჯგუფის უფროსს. ორივე ჟურნალისტს სამგზავრო ავტობუსით მგზავრობის უფლება არ მისცეს.

,,როგორც კი მოგვძებნეს პოლიციელებმა მიკროავტობუსში, მაშინვე ავტობუსის დატოვება მოგვთხოვეს. არც გავუჩხრეკივართ, არც არაფერი. არ უნდა შევსულიყავით მერეთში, ასეთი იყო მათი სურვილი" - ამბობს ჟურნალისტი ელიზა ქრისტესიაშვილი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრეს-ცენტრის წარმომადგენელი აცხადებს, რომ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში შეზღუდვები უსაფრთხოების მიზნით მოქმედებს:

,,მოგეხსენებათ, ეს სოფლები საოკუპაციო ხაზთან მდებარეობს. ამიტომ, გარკვეული შეზღუდვები მოქმედებს"- ამბობს სუს-ის პრეს-სამსახურის ხელმძღვანელი, ვიკა კლიმჩევა.

ჩვენს კითხვაზე, კონკრეტულად რა სამართლებრივი საფუძველი არსებობს ან როდემდე გაგრძელდება ეს შეზღუდვები, პასუხი ვერ მივიღეთ.

 

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
კასპის მუნიციპალიტეტმა ორ წელში ა(ა)იპ-ებზე 19.5 მილიონი ლარი
დახარჯა
კასპის მუნიციპალიტეტმა ორ წელში ა(ა)იპ-ებზე 19.5 მილიონი ლარი დახარჯა
20:18 / 12.03.2026
ცნობისათვის, 2026 წლის 1 ივლისიდან საქართველოში მომხმარებლისთვის
ცნობისათვის, 2026 წლის 1 ივლისიდან საქართველოში მომხმარებლისთვის
18:26 / 12.03.2026
როგორც საკრებულოს აპარატში
როგორც საკრებულოს აპარატში "ქართლის ამბებს" უთხრეს, მერმა საკითხთან
17:23 / 12.03.2026
გარემოსდაცვითი ზედამზედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა
გარემოსდაცვითი ზედამზედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა
10:24 / 12.03.2026
უზენაესი სასამართლოს განმარტებით, მხოლოდ ქვევრების და კედლის
მოშლა არ

უზენაესი სასამართლოს განმარტებით, მხოლოდ ქვევრების და კედლის მოშლა არ

18:51 / 11.03.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.