რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ახალი ამბები
პარლამენტარმა სტალინის ძეგლი გორის მერიას დაუბრუნა
შპს ,,იბოლიას" წარმომადგენლებმა სტალინის ძეგლი გორის მერიის ,,კეთილმოწყობის სააგენტოს" გადასცა. ბრინჯაოს მონუმენტი სოფელ ბერბუკში, გორის მერიის დაფუძნებულ სააგენტოს შენობის სიახლოვეს გადაიტანეს.

სტალინის ძეგლი 2010 წლიდან პარლამენტარ იოსებ მაკრახიძის კომპანიის ტერიტორიაზე ინახებოდა.

qartli.ge-მ მისი პოვნა შეძლო, მიუხედავად იმისა, რომ ბრეზენტში გახვეული ძეგლი საგულდაგულოდ იყო დამალული. სტალინის ძეგლი გორის ცენტრიდან 2010 წელს აიღეს, ის შპს ,,იბოლიას" ტერიტორიაზე, კარალეთის სიახლოვეს წაიღეს და დააგდეს. წლების განმავლობაში ძეგლის ადგილსამყოფელს არ ამხელდნენ.

2020 წელს მონუმენტი კარალეთიდან ბერბუკში გადაიტანეს.




ძეგლი სტალინის სიცოცხლეში, 1952 წ. გაიხსნა. მოქანდაკეა შოთა მიქატაძე, არქიტექტორები — ზაქარია და არჩილ ქურდიანები. ბრინჯაოს ექვსმეტრიანი ქანდაკება იდგა გრანიტის ცხრამეტრიან სამიარუსიან კვარცხლბეკზე, რომელიც ამავე დროს ტრიბუნის ფუნქციასაც ასრულებდა. სტალინი მთელი ტანით არის წარმოდგენილი. აცვია სამხედრო ტანსაცმელი.

ძეგლი გადაურჩა სტალინის მემკვიდრის, ნიკიტა ხრუშჩოვის მიერ „პიროვნების კულტის“ დაგმობის შემდეგ დაწყებულ კამპანიას „დიდი ბელადის“ გამოსახულებათა წინააღმდეგ, რომლის დროსაც მოხსნეს ანალოგიური მონუმენტი თბილისში.

1980-90-იანი წლების მიჯნაზე, ქართული ეროვნული მოძრაობის პერიოდში, განზრახული იყო გორში მდგარი ძეგლის განადგურებაც, მაგრამ გორის მოსახლეობის მოთხოვნით მონუმენტი შენარჩუნდა. ამ დროიდან გორის ცენტრში სტალინის ძეგლის არსებობის მიზანშეწონილობაზე კამათი არ შემწყდარა. საზოგადოებრივი აზრი ორადაა გაყოფილი: ბევრისთვის ძეგლი ტოტალიტარიზმისა და საბჭოთა ოკუპაციის სიმბოლოა და მისი არსებობა ამ სახით გაუმართლებელია; სხვები ძეგლის შენარჩუნებასდმი თავიანთ მხარდაჭერას ტურისტული ინტერესით ხსნიან; ზოგიერთი კი მონუმენტს „ისტორიის ნაწილად“ მიიჩნევს და „ყველაზე ცნობილი ქართველის“ ძეგლის დემონტაჟის მოწინააღმდეგედ რჩება.



დემონტაჟი 2010 წლის 25 ივნისს დილის 01 საათზე დაიწყო. აზერბაიჯანული კომპანია „აკორდის“ თანამშრომლებს ძეგლის ასაღებად დაახლოებით სამი საათი დასჭირდათ. ფაქტი გორის მოსახლეობამ დილის საინფორმაციო გამოშვებებიდან შეიტყო. რამდენიმე ათეული ადამიანი ძეგლთან შეიკრიბა. საკრებულოს თავმჯდომარემ, ზვიად ხმალაძემ განაცხადა, რომ ძეგლის გადატანის საკითხი 2010 წლის 16 ივნისის სხდომაზე გადაწყვეტილა, ანუ მთელი 10 დღით ადრე. იმ პერიოდში გაზეთ ,,ქართლის ხმას" ჟურნალისტებმა დაადგინეს ის ფაქტი, თუ როგორ გამოიყენეს მოსახლეობის კოლექტიური წერილი (სანიაღვრე არხის მოწყობის თაობაზე) სტალინის ძეგლის საწინააღმდეგოდ.


2008 წ. აგვისტოში რუსეთ-საქართველოს ომის დროს გორის ოკუპაციამ და მსოფლიო მედიის გაძლიერებულმა ყურადღებამ ქალაქისა და მისი სიმბოლიკისადმი სტალინის ძეგლის საკითხი კვლავ გამოაცოცხლა. 2008 წ. ოქტომბერში საქართველოს მთავრობის წევრებმა განაცხადეს, რომ სტალინის ძეგლი გადატანილი იქნება საქართველოს ოკუპაციის მუზეუმის ფილიალში, რომელიც გორში სტალინის სახლ-მუზეუმის რეორგანიზაციის შედეგად შეიქმნება. სტალინის სახლ-მუზეუმის ცენტრში კვარცხლბეკიც კი ააშანეს, თუმცა მასობრივი პროტესტის ფონზე, ქალაქის ცენტრში მდებარე მუზეუმის ეზოშიც მერია დადგმაზე თავს იკავებს.


Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
გმირთა მოედნის გადაკეტვის შემდეგ თამარ მეფის ქუჩის მიმართულებით
გზაც გადაკეტეს. ეს გზა სანაპიროს უერთდება.
გმირთა მოედნის გადაკეტვის შემდეგ თამარ მეფის ქუჩის მიმართულებით გზაც გადაკეტეს. ეს გზა სანაპიროს უერთდება.
22:53 / 02.05.2024
,,მე, როგორც მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრი, ახალგაზრდულ
საკითხებში, ქვეყანაში მიმდინარე
,,მე, როგორც მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრი, ახალგაზრდულ საკითხებში, ქვეყანაში მიმდინარე
18:58 / 02.05.2024
,,სისულელებს წერენ, საიდან მოიტანეს. ენას ძვალი არა აქვს,
,,სისულელებს წერენ, საიდან მოიტანეს. ენას ძვალი არა აქვს,
20:31 / 01.05.2024
"სპეციალური საგამოძიებო სამსახური მომხდარ ფაქტებზე შეტყობინებებს ცხელი ხაზით,
13:50 / 01.05.2024
"რუსული კანონის" საწინააღმდეგო აქციაზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა
12:32 / 01.05.2024
ვიდეორეპორტაჟი
ერთ-ერთ მიკროავტობუსში გაუგებრობა მოხდა. იქ სადაც საბავშვო ბაღების გაერთიანების
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.