რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
32-წლის მამაკაცს ხაშურში ყოფილი ცოლის მკვლელობის ფაქტზე 20 წელი მიუსაჯეს
32-წლის ირაკლი დეკანოიძეს გორის სასამართლომ 20 წლით პატიმრობა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

განცხადებაში აღნიშულია, რომ გორის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყოფილი მეუღლის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებისთვის ბრალდებული . დამნაშავედ ცნო.

პროკურორ მიხეილ ბერიაშვილის მიერ წარდგენილი მასალების მიხედვით, 2019 წლის 11 ოქტომბერს, ქ.ხაშურში ი.დ. ყოფილ მეუღლესთან სამსახურში კუსტარულად დამზადებული ცეცხლსასროლი იარაღით და სამი ხელყუმბარით მივიდა და შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, ცეცხლსასროლი იარაღით ჩაამტვრია ფანჯრის მინა და ყოფილ მეუღლეს ხუთჯერ ესროლა.

,,ვინაიდან მამაკაცმა დანაშაულის სისრულეში მოყვანა ვერ მოახერხა, ყოფილი მეუღლის მიმართულებით ხელყუმბარა ისროლა, რომელიც არ აფეთქდა. ქალმა სიცოცხლის გადარჩენის მიზნით იქვე მდებარე სუპერმარკეტში შეაფარა თავი, სადაც მამაკაცი შეჰყვა და განსაკუთრებული სისასტიკით, თავისა და სხეულის არეში ცეცხლსასროლი იარაღი რამდენჯერმე ჩაარტყა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული ოცზე მეტი დაზიანების შედეგადაც  ქალი საავადმყოფოში გარდაიცვალა." - აღნიშნა პროკურორმა.

სამართალდამცველებმა ირაკლი დეკანოიძე 2019 წლის 12 ოქტომბერს ქ. ხაშურში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111, 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, განსაკუთრებული სისასტიკით), 236-ე მუხლის მე-3, მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ირაკლი დეკანოიძე, ჯერ კიდევ, წინასწარი პატიმრობის შეფარდების დროს, არ ეთანხმებოდა ბრალდებას. მოსამართლის კითხვაზე, ეთანხმება თუ არა დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის ფაქტს, ირაკლი დეკანოიძე განაცხადა, რომ არ ეთანხმება.

ადვოკატი ლარისა ჩადუნელი, აღკვეთის ღონისძიების შეფარდებისას აცხადებდა, რომ მხარე თანახმა იყო წინასწარი პატიმრობის. ,,მას არ ჰქონდა ნათია გოგალაძის მკვლელობის მიზანი, კონფლიქტი გადაიზარდა საუბრის შემდეგ". - აღნიშნა მან. ,,ირაკლიმ სცადა თავის მოკვლა, მაგრამ გააცნობიერა, თუ რა შეიძლება მოჰყოლოდა ამ ამბავს" - აღნიშნა მეორე ადვოკატმა.

მიხეილ ბერიაშვილი: (პროკურორი) - ბოლო რამდენიმე წელი ჰქონდა კონფლიქტი ყოფილ ცოლთან. შეიარაღდა ხელნაკეთი ცეცხლსასროლი იარაღით. ნათია გოგალაძემ მაღაზია ჩაკეტა. 4-ჯერ ესროლა, ვერ მიაყენა ზიანი. შემდეგ შეაგდო ყუმბარა. ნათია გოგალაძე გამოიქცა და შევარდა სხვაგან. გაეკიდა ბრალდებული და იარაღის კონდახი ჩაარტყა თავში".
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
კერძო კომპანიები ხაშურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს, ლევან
გამრეკელს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების
შეუსრულებლობაში ადანაშაულებენ.
კერძო კომპანიები ხაშურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს, ლევან გამრეკელს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობაში ადანაშაულებენ.
14:37 / 28.09.2026
სადღესასწაულოდ გორში „წარმოსახვითი კონცეფციით“ შექმნილი სხვადასხვა
ინსტალაცია, მათ შორის, დეკორაციული საბაგირო, საჰაერო ბუშტი და
„ჯადოსნური სახლი“ განთავსდება.
სადღესასწაულოდ გორში „წარმოსახვითი კონცეფციით“ შექმნილი სხვადასხვა ინსტალაცია, მათ შორის, დეკორაციული საბაგირო, საჰაერო ბუშტი და „ჯადოსნური სახლი“ განთავსდება.
12:55 / 28.09.2026
გორის ცენტრში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას ერთმანეთს რამდენიმე
ავტომობილი შეეჯახა.
გორის ცენტრში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას ერთმანეთს რამდენიმე ავტომობილი შეეჯახა.
18:40 / 27.09.2026
სამართალდამცველებმა გორში ქურდობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
არსებული ინფორმაციით, საქმე პარლამენტარ გიორგი სოსიაშვილის სახლიდან
ოქროს ნივთების მოპარვის ფაქტს უკავშირდება, თუმცა შინაგან საქმეთა
სამინისტროში უშუალოდ ამ საქმის გახსნას არ ადასტურებენ.
სამართალდამცველებმა გორში ქურდობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, საქმე პარლამენტარ გიორგი სოსიაშვილის სახლიდან ოქროს ნივთების მოპარვის ფაქტს უკავშირდება, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროში უშუალოდ ამ საქმის გახსნას არ ადასტურებენ.
12:45 / 27.09.2026
სახალხო დღესასწაულ „ხაშურობაზე“ სიტყვით გამოსვლისას, განათლების
მინისტრის მოადგილემ თამარ მახარაშვილმა შეკრებილ საზოგადოებას
მიმართა და საკუთარ ჯილდოზე - „საპატიო ბორჯომელის“ წოდებაზე ისაუბრა.
სახალხო დღესასწაულ „ხაშურობაზე“ სიტყვით გამოსვლისას, განათლების მინისტრის მოადგილემ თამარ მახარაშვილმა შეკრებილ საზოგადოებას მიმართა და საკუთარ ჯილდოზე - „საპატიო ბორჯომელის“ წოდებაზე ისაუბრა.
11:55 / 27.09.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.