რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ივნისი 2026 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
9 პროდუქტი, რომლის ფასს მთავრობა აკონტროლებს
,,პრემიერ-მინისტრის დავალებით, ვმუშაობთ საგანგებო მექანიზმზე, რომლითაც ფასებს გავაკონტროლებთ 9 ძირითად სასურსათო პროდუქტზე, ეს პროდუქტებია: ბრინჯი, მაკარონი, მზესუმზირის ზეთი, ფქვილი, შაქარი, ხორბალი, რძის ფხვნილი, წიწიბურა და ლობიო." - განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრიმა ლევან დავითაშვილმა.

მისი თქმით, მსხვილი მომწოდებლები კომპენსაციას მიიღებენ იმისათვის, რომ მათ ფასი შეინარჩუნონ და არ გაზარდონ 9 მნიშვნელოვან პროდუქტზე, რომელზეც დამოკიდებულია ჩვენი მოსახლეობის ძირითადი ნაწილის სასურსათო მომარაგება.

,,ჩვენ სავალუტო რისკებისგან დაზღვევის მექანიზმი შევთავაზეთ ძირითად იმპორტიორებს, მსხვილ დისტრიბუტორებს. შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ფიქსირებულ საკურსო რეჟიმში გადავაზღვევთ განსხვავებას კონკრეტული ფასიდან და კონკრეტული გაცვლითი კურსიდან. ბიზნესთან შეთანხმება შედგა, შესაბამისად, ჩვენ ავამოქმედებთ მექანიზმს." - აღნიშნმა მინისტრმა.

რაც შეეხება მარაგებს, ქვეყანაში ძირითადი სასურსათო მარაგები შენარჩუნებულია:

,,იყო რამდენიმე პროდუქტზე შეფერხება, რაც, ერთი მხრივ, პანიკური შესყიდვებით იყო გამოწვეული და, მეორე მხრივ, კლიმატს უკავშირდებოდა. ამინდი გაუმჯობესდა; გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს მთელი დღის განმავლობაში იმისთვის, რომ ტვირთი, რომელიც არის სახმელეთო გზით შემომავალი საქართველოში ლარსიდან შემოვიდეს. გამოსწორდება მდგომარეობა შავ ზღვაზეც და გემებიდან სურსათის გადმოტვირთვა დაიწყება. დაბოლოს, სურსათის დეფიციტის და ფასის ზრდის არანაირი საფუძველი არ არსებობს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მთავრობის რეკომენდაციები თითოეულმა მოქალაქემ გაითვალისწინოს“,-განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
იაპონიის ელჩს, იშიძუკა ჰიდეკს,
კასპის მერი ვახტან მაისურაძე შეხვდა
იაპონიის ელჩს, იშიძუკა ჰიდეკს, კასპის მერი ვახტან მაისურაძე შეხვდა
13:31 / 12.06.2026
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში, სადაც სასმელი
წყლის თითქმის მილიონიანი პროექტი განხორციელდა, ისევ წყლის პრობლემა
აქვთ.
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში, სადაც სასმელი წყლის თითქმის მილიონიანი პროექტი განხორციელდა, ისევ წყლის პრობლემა აქვთ.
12:36 / 12.06.2026
გორის მერმა თანამდებობიდან გასათავისუფლებულ მოხელეთა სიის
შედგენა დაიწყო.
გორის მერმა თანამდებობიდან გასათავისუფლებულ მოხელეთა სიის შედგენა დაიწყო.
10:05 / 12.06.2026
ხაშურში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განხორციელება კვლავ არ
დაწყებულა, მიუხედავად იმისა, რომ სოფლის კრებები უკვე 5 თვის წინ
ჩატარდა.
ხაშურში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განხორციელება კვლავ არ დაწყებულა, მიუხედავად იმისა, რომ სოფლის კრებები უკვე 5 თვის წინ ჩატარდა.
20:02 / 11.06.2026
ქარელში, ვაჟა ფშაველას ქუჩაზე ელექტროსადენები მე-3 დღეა
გაწყვეტილია.
ქარელში, ვაჟა ფშაველას ქუჩაზე ელექტროსადენები მე-3 დღეა გაწყვეტილია.
12:18 / 11.06.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.