რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ახალი ამბები
თიბისი სრულ მზადყოფნაშია საგანგებო მდგომარეობისას მომხმარებელს შეუფერხებლად მიაწოდოს სერვისები [R]
თიბისი სრულ მზადყოფნაში ხვდება საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას. მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად, თიბისი უწყვეტ რეჟიმში და შეუზღუდავად აგრძელებს მათთვის საბანკო სერვისების მიწოდებას, როგორც დისტანციური არხების, ისე ფილიალების, სერვისცენტრების და სატელეფონო ცენტრის საშუალებით.

თიბისის 110-ზე მეტი ფილიალი მომხმარებელს ჩვეულ რეჟიმში, საგანგებო მდგომარეობის წესების შესაბამისად მოემსახურება (ფილიალების მუშაობის განახლებული გრაფიკი იხილეთ ბმულზე - http://bit.ly/TBCservicecenters)). მომხმარებლებისა და თანამშრომლების უსაფრთხოების მიზნით, ფილიალებს სადეზინფექციო სამუშაოები სისტემატიურად, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციის შესაბამისად უტარდება.

თიბისის დისტანციური სერვისების, ინტერნეტ და მობაილბანკის გამოყენებით შესაძლებელია საბანკო ოპერაციებისა და ტრანზაქციების უმეტესობის დისტანციურად, ფილიალში მისვლის გარეშე განხორციელება. თიბისიში შესრულებული ოპერაციების 93%-ზე მეტს მომხმარებლები დისტანციური მომსახურების არხებით ახორციელებენ.

შეუფერხებლად ფუნქციონირებს თიბისის 600-მდე ბანკომატი და 3500 სწრაფი ჩარიცხვის აპარატი მთელი საქართველოს მასშტაბით. გაძლიერებული რეჟიმით მუშაობს თიბისის ცხელი ხაზი.

თიბისის გადაწყვეტილებით, მომდევნო 2 თვის განმავლობაში, ინტერნეტ და მობაილბანკში შესაძლებელია გაუმჯობესებლი პირობებით სარგებლობა:

· 0% საკომისიო ყველა ტრანზაქციაზე (ნებისმიერ ვალუტაში სხვასთან ანგარიშის და მობილურის ნომრით გადარიცხვაზე, კომუნალურების გადახდაზე, მობილურის შევსებაზე);

· პინის გარეშე გადახდის ლიმიტი 100 ლარამდე გაიზარდა და თიბისის ნებისმიერი უკონტაქტო გადახდის მეთოდით არის ხელმისაწვდომი;

· გაუმჯობესებული სავალუტო კურსი;

· 1%-ით გაზრდილი წლიური სარგებელი ლარში ანაბრის გახსნისას;

· ახალი სადებეტო ბარათის შეკვეთისას პირველი წლის მომსახურება საკომისიოს გარეშე;

· ბარათის დაბლოკვა ან ბლოკის მოხსნა, პინის აღდგენა;

· სესხის აღება ან დეპოზიტის გახსნა.

თიბისიმ ფიზიკურ პირებს, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნეს მსესხებლებს და ასევე, ყველა ბიზნესს, რომელიც ტურისტულ, კვების და ისეთ ინდუსტრიაში საქმიანობს, რომელიც საზოგადოებრივი თავშეყრით ხასიათდება, სესხებზე სამთვიან საშეღავათო პერიოდი შესთავაზა.

თიბისი მოუწოდებს მომხმარებლებს, მათი უსაფრთხოებისთვის, ფილიალებში მისვლის გარეშე, სახლიდან გაუსვლელად შეასრულონ საბანკო ოპერაციები.



თიბისი აგრძელებს პარტნიორებთან ერთად მუშობას და არსებული გამოწვევის ფონზე, ბიზნესებისა და ადამიანებისთვის, მათი საჭიროებიდან გამომდინარე გაუმჯობესებული მომსახურების შეთავაზებას.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
სასახლე წიფლოვანა-ტყემლოვანის გზის მონაკვეთზე, სოფელ კოდმანის
ასახვევთან შეგხვდებათ.

სასახლე წიფლოვანა-ტყემლოვანის გზის მონაკვეთზე, სოფელ კოდმანის ასახვევთან შეგხვდებათ.

20:17 / 29.04.2025
ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი სააგენტო ,,რესი'' ავრცელებს.
ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი სააგენტო ,,რესი'' ავრცელებს.
20:16 / 29.04.2025
,,შევთავაზეთ გამოსავლი, როგორ შეიძლება მოგვარდეს ეს პრობლემა,
,,შევთავაზეთ გამოსავლი, როგორ შეიძლება მოგვარდეს ეს პრობლემა,
20:11 / 29.04.2025
ობიექტი, რომელიც გორში, ვოლოგდის დასახლების შესასვლელში გაქურდეს,
ობიექტი, რომელიც გორში, ვოლოგდის დასახლების შესასვლელში გაქურდეს,
19:23 / 29.04.2025
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.