რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
"ქართული ლუდის კომპანია", თიბისის მხარდაჭერით, საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე მომუშავე პერსონალს "ზედაზენის" პროდუქციით ამარაგებს [R]
"ქართული ლუდის კომპანია", თიბისის მხარდაჭერით, საქართველოს ტერიტორიაზე დღეისათვის მოქმედ ყველა საკონტროლო გამშვებ პუნქტზე მომუშავე პერსონალს "ზედაზენის" პროდუქციით ამარაგებს. პროექტის ჯამური ღირებულება 150,000 ლარს აჭარბებს.

თიბისი აღნიშნულ ინიციატივაში პროგრამის - #თიბისიშენთვის ფარგლებში ჩაერთო, რომელიც COVID-19-ის შედეგებთან საბრძოლველად შეიქმნა და მისი მიზანი ვირუსის შედეგებით დაზარალებული ადამიანებისთვის და ბიზნესებისთვის ცხოვრების გამარტივებაა.

"მიგვაჩნია, რომ ერთიანობა და ასევე ქართული კომპანიების ინიციატივები, მნიშვნელოვანია არსებული ვითარების დასაძლევად. სწორედ ამიტომ, თიბისისთან თანამშრომლობით, იმ ადამიანების დახმარებას და პროდუქციით მომარაგებას ვიწყებთ, რომლებიც დღეს ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილში მუშაობენ, რისკის წინაშე დგანან და ვისაც ჩვენი მხარდაჭერა ამ ეტაპზე ყველაზე მეტად სჭირდებათ." - "ქართული ლუდის კომპანიის" დირექტორი - კახაბერ კოტრიკაძე.

"თიბისის და ჩვენი კორპორატიული პარტნიორების თანამშრომლობა მნიშნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევაში. პროგრამის - #თიბისიშენთვის ფარგლებში მზად ვართ, მაქსიმალურად დავეხმაროთ ქვეყანას COVID-19-ით გამოწვეულ შედეგებთან ბრძოლაში. სწორედ ამიტომ, აქტიურად ვმუშაობთ როგორც ბიზნესსექტორთან, ასევე სახელმწიფო უწყებებთან ერთად, არსებული საჭიროებების შესაბამისი ზომების მისაღებად." - თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი - ვახტანგ ბუცხრიკიძე.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
კერძო კომპანიები ხაშურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს, ლევან
გამრეკელს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების
შეუსრულებლობაში ადანაშაულებენ.
კერძო კომპანიები ხაშურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს, ლევან გამრეკელს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობაში ადანაშაულებენ.
14:37 / 28.09.2026
სადღესასწაულოდ გორში „წარმოსახვითი კონცეფციით“ შექმნილი სხვადასხვა
ინსტალაცია, მათ შორის, დეკორაციული საბაგირო, საჰაერო ბუშტი და
„ჯადოსნური სახლი“ განთავსდება.
სადღესასწაულოდ გორში „წარმოსახვითი კონცეფციით“ შექმნილი სხვადასხვა ინსტალაცია, მათ შორის, დეკორაციული საბაგირო, საჰაერო ბუშტი და „ჯადოსნური სახლი“ განთავსდება.
12:55 / 28.09.2026
გორის ცენტრში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას ერთმანეთს რამდენიმე
ავტომობილი შეეჯახა.
გორის ცენტრში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას ერთმანეთს რამდენიმე ავტომობილი შეეჯახა.
18:40 / 27.09.2026
სამართალდამცველებმა გორში ქურდობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.
არსებული ინფორმაციით, საქმე პარლამენტარ გიორგი სოსიაშვილის სახლიდან
ოქროს ნივთების მოპარვის ფაქტს უკავშირდება, თუმცა შინაგან საქმეთა
სამინისტროში უშუალოდ ამ საქმის გახსნას არ ადასტურებენ.
სამართალდამცველებმა გორში ქურდობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, საქმე პარლამენტარ გიორგი სოსიაშვილის სახლიდან ოქროს ნივთების მოპარვის ფაქტს უკავშირდება, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროში უშუალოდ ამ საქმის გახსნას არ ადასტურებენ.
12:45 / 27.09.2026
სახალხო დღესასწაულ „ხაშურობაზე“ სიტყვით გამოსვლისას, განათლების
მინისტრის მოადგილემ თამარ მახარაშვილმა შეკრებილ საზოგადოებას
მიმართა და საკუთარ ჯილდოზე - „საპატიო ბორჯომელის“ წოდებაზე ისაუბრა.
სახალხო დღესასწაულ „ხაშურობაზე“ სიტყვით გამოსვლისას, განათლების მინისტრის მოადგილემ თამარ მახარაშვილმა შეკრებილ საზოგადოებას მიმართა და საკუთარ ჯილდოზე - „საპატიო ბორჯომელის“ წოდებაზე ისაუბრა.
11:55 / 27.09.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.