რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
ძამას ხეობის დაცარიელებულ სოფელ მუხილეთში პირველი მოსახლე გაჩნდა
სოფელ მუხილეთში, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობისგან დაცლილია (განსაკუთრებით ეთნიკური ოსებისგან), თბილისისი პოლიციის უფროსის მოადგილემ ალექსანდრე სანდოძემ აგარაკი იყიდა.

დაახლოებით 5 ათასი კვ.მ ფართის მიწა 4300 დოლარად შეიძინა და ის დეკლარაციაში მითითებულია, როგორც ქალაქი ქარელი.  ჩვენ კი მისი ზუსტი ადგილმდებარეობა დავადგინეთ. ხაშურში დაბადებულმა სანდოძემ ძამას ხეობაში მიწის ფართობი 2017 წელს შეიძინა.

სოფელი მუხილეთი: ჩანს მონასტერი, კელიები  და მიტოვებული სახლი



საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, სანდოძის მიწის ნაკვეთი ორი მდინარის: ტყემლოვანასა და მუხილეთისწყლის შესართავთან მდებარეობს.



აქვე გადის ტყემლოვანამდე მისასვლელი გზა, რომლის რეაბილიტაცია ამჟამად მიმდინარეობს. ტყემლოვანასთან მდებარეობს ისტორიული ქოზიფას მონასტერი.

ალექსანდრე სანდოძე დღესაც თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილეა. ამონაწერში მითითებულია, რომ მიწის ნაკვეთი პრივატიზაციის შედეგადაა შეძენილი.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ცნობით, არჩილ ჩაჩანიძე
ორი კერძო კომპანიის დირექტორია, რაც კანონმდებლობით შეუთავსებელ
საქმიანობას წარმოადგენს.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ცნობით, არჩილ ჩაჩანიძე ორი კერძო კომპანიის დირექტორია, რაც კანონმდებლობით შეუთავსებელ საქმიანობას წარმოადგენს.
12:48 / 29.10.2026
გავრცელებული მასალის მიხედვით, პოლიტიკოსი კლინიკაში გეგმიური
კვლევების ჩასატარებლად გადაიყვანეს.
გავრცელებული მასალის მიხედვით, პოლიტიკოსი კლინიკაში გეგმიური კვლევების ჩასატარებლად გადაიყვანეს.
11:49 / 29.10.2026
ივანე მჭედლიშვილი ამ დრომდე რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის
პოლიციის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა, შიდა ქართლში კი მან სერგი
ბზიშვილი შეცვალა.
ივანე მჭედლიშვილი ამ დრომდე რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა, შიდა ქართლში კი მან სერგი ბზიშვილი შეცვალა.
11:26 / 29.10.2026
ადგილობრივი მცხოვრების თქმით, 1.8 კმ-იან მონაკვეთზე გზა იმდენად
დაზიანებულია, რომ გადაადგილება საფრთხეს შეიცავს, 1.63 მლნ ლარის
ღირებულების ტენდერი კი ჩავარდა.
ადგილობრივი მცხოვრების თქმით, 1.8 კმ-იან მონაკვეთზე გზა იმდენად დაზიანებულია, რომ გადაადგილება საფრთხეს შეიცავს, 1.63 მლნ ლარის ღირებულების ტენდერი კი ჩავარდა.
17:11 / 28.10.2026
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის მედიის ცნობით, ტყიდან მომავალი მანქანის
გადაბრუნების შედეგად სოფელ წინაგარაში მცხოვრები მამაკაცი დაიღუპა,
მანქანაში მყოფი კიდევ ოთხი პირი კი არ დაშავებულა.
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის მედიის ცნობით, ტყიდან მომავალი მანქანის გადაბრუნების შედეგად სოფელ წინაგარაში მცხოვრები მამაკაცი დაიღუპა, მანქანაში მყოფი კიდევ ოთხი პირი კი არ დაშავებულა.
15:58 / 28.10.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.