რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ახალი ამბები
,,საოცრებაა!" - ცხინვალელი ბლოგერი ნუსხური წარწერის დანახვაზე
,,ძალიან საოცარი წარწერა ვიპოვე შესასვლელში, ეს არც ქართულია და არც სომხური. არაერთხელ მომიწევს ამ ადგილის გადაღება და შემდგომ ჩამოსვლაზე უფრო მეტი ინფორმაცია მექნება" - ასე აუხსნა ცხინვალელმა ბლოგერმა გურამ ქარსანოვმა ფეისბუქის მომხმარებელს იმ ეკლესიის წარწერის შესახებ, რომელიც მან სოფელ დოდოთში ნახა. 

მომხმარებელს უხსნის, რომ ზნაურის რაიონის სოფელ დოდოთში იმყოფება და ვიდეო აპრილის ბოლოსაა გადაღებული. ამ დროს სანაკოევების გვარის წარმომადგენლები ცხრაკარას ეკლესიაში სახალხო დღესასწაულს აღნიშნავენ.

ცხრაკარას ეკლესიის წარწერები (ძველი ქართული - ნუსხური) ივანე ტბელს ეკუთვნის, რომელიც ქართლის ერთ-ერთ გავლენიანი ერისთავი იყო. ისტორიკოს უჩა მურღულიას ცნობით, დოდოთის ეკლესია სამეკლესიანი ბაზილიკა იყო. ამ ეკლესიის წარწერებშია მოხსენიებული ივანე ტბელი:

,,"სახელით/ა ღ(მრ)თი(სათა) ივანე ე/რ[ისთ]ავმ(ა)ნ ტბ(ელ)მ(ა)ნ/ აღ(ა)შენა ესე წ(მიდა) ე/კლესია სალო/ცველად მისთვი/ის და ხუთთა ძე/თ[ა მისთ]/ათუ[ის]" 

ამავე ეკლესიის დასავლეთის კარის ტიმპანზე ამოღარულ ოთხსტრიქონიან ასომთავრულ წარწერაში, რომელიც დაახლ. 914 წლით თარიღდება, იხსენიება ივანე ტბელის ძე ქავთარი: "წ(მიდა)ო ნ(ა)თლ(ისმ)ც(ე)მ(ელ)ო, მ(ეო)ხ ექმ(ე)ნ მ(ო)ნ(ა)სა შ(ე(ნსა/ ტბ(ე)ლ(ი)სა ძესა ქ(ა)ვთ(ა)რსა/ ორსავე ცხ(ო)რ(ე)ბ(ა)სა".



გურამ ქარსანოვი ამბობს, რომ წინა დღეს დოდოთში ბალდარანს აღნიშნავდნენ.

,,ბალდარანი" - ოსური სამიწათმოქმედო კალენდრის საგაზაფხულო ციკლის დღეობა, რომელიც აღდგომის მომდევნო კვირას ანუ კვირაცხოვლობის დღეს აღინიშნება. ტრადიციის მიხედვით, მთელი სოფელი აგროვებდა სალუდე მასალას, საერთო ხარჯებით ყიდულობდნენ ე. წ. ქუსართაგს (ზვარაკს); მოჰქონდათ პური და არაყი და აწყობდნენ საერთო-სასოფლო ქუვდს (ლოცვა-ნადიმს) სათანადო მსხვერპლშეწირვით; აგრარული ბუნების ღვთაებებს ბარაქიან მოსავალს და შინაური ცხოველების დაცვა-გამრავლებას შესთხოვდნენ. დღეობაში მონაწილეობა სხვა სოფლის მცხოვრებლებს არ შეეძლოთ.

ეთნოგრაფების ცნობით, რამდენადაც კვირაცხოვლობა აღდგომის დღესასწაულის სიხარულის განახლება და განცხოველებაა მაცხოვრის ზეცად მიბრუნების გამო, ბალდარანის მეორე სახელის – ხარდმაქასანის (Хæрдмæкæсæн – "ზეცაში ყურება") – შინაარსი შესაძლოა, სწორედ ამ მნიშვნელოვან მოვლენას გადმოსცემს. აღნიშნულ თვალსაზრისს მხარს უჭერს ის ფაქტიც, რომ ოსურ ხალხურ დღეობათა შორის ბალდარანი ყველაზე მხიარულ დღესასწაულად ითვლებოდა. სწამდათ, როგორც გაატარებდნენ ბალდარანს, ისე იცხოვრებდნენ წლის განმავლობაში.



დოდოთის მცხოვრენი ბალდარანს სწორედ ცხრაკარას ეკლესიასთან აღნიშნავენ, რომელიც ქართლის ერისთავების საგვარეულო ეკლესია იყო. ისტორიკოსების ცნობით, ტბელები მე-9 და მე-10 საუკუნეებში ერთ-ერთი ძლიერი ერისთავები იყვნენ იყვნენ ქართლში. ტბელებს ეკუთვნოდათ ტბეთის (ბორცვიჯვრის) ეკლესიები, ერედვის წმ. გიორგის ეკლესია და დოდოთის ეკლესია.



"ტბელების აღზევება შიდა ქართლის ერისთავებად IX ს. უკავშირდება. სწორედ IX ს. დასაწისში გაუქმდა ქართლის ერისმთავრის ხელისუფლება და, შესაძლებელია, ამის შემდეგ იწყება შიდა ქართლის ძლიერი ფეოდალური სახლის, ტბელების, გაძლიერება და მათი გაერისთავება". (მ. ლორთქიფანიძე) ტბელები სარგებლობენ აფხაზთა მეფეების შიდა ქართლში ექსპანსიით, გამოდიან მათ მოკავშირეებად და სანაცვლოდ აფხაზთა მეფეებისაგან ქართლის გამგებლობას იღებენ. ტბელების ძლიერება ზენიტს აღწევს ივანეს დროს. ის კონსტანტინე აფხაზთა მეფის მოკავშირეა, ამიტომაც იწყება ერედვის წარწერა ჰერეთში კონსტანტინე აფხაზთა მეფის ლაშქრობის აღწერით. ტბელთა საფეოდალოს დიდ მნიშვნელობას სძენდა ჩრდილოეთ კავკასიასთან დამაკავშირებელი გზა, რომელიც რამდენიმე ციხით იყო გამაგრებული, ასეთი ციხეები იყო: აჩაბეთი, კეხვი და სხვ. (რ. მეფისაშვილი).
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ხიდი დაზიანებულია და ამიტომ
გადადიოდნენ მდინარეზე.
როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ხიდი დაზიანებულია და ამიტომ გადადიოდნენ მდინარეზე.
14:39 / 08.05.2024
დაზარალდნენ გორის მუნიციპალიტეტის სოფლების - რეხის, მეჯვრისხევის,
ზერტის, სვენეთისა და კარალეთის დევნილთა
დაზარალდნენ გორის მუნიციპალიტეტის სოფლების - რეხის, მეჯვრისხევის, ზერტის, სვენეთისა და კარალეთის დევნილთა
01:16 / 08.05.2024
,,რუსული კანონი გვაშორებს ევროკავშირს. რუსული კანონის განხილვა და
მიღება ანტიკონსტიტუციური ნაბიჯია,''
,,რუსული კანონი გვაშორებს ევროკავშირს. რუსული კანონის განხილვა და მიღება ანტიკონსტიტუციური ნაბიჯია,''
17:09 / 07.05.2024
"შემთხვევა შვედეთის საელჩოსთან მაშინ მოხდა, როდესაც კლდიაშვილი მედიასთან კომენტარს აკეთებდა.
16:59 / 07.05.2024
,,უთხრა, რომ გაიგებდა მის საცხოვრებელ მისამართს, მიაკითხავდა და
სახლს დაუწვავდა, მას კი დამარხავდა.''
,,უთხრა, რომ გაიგებდა მის საცხოვრებელ მისამართს, მიაკითხავდა და სახლს დაუწვავდა, მას კი დამარხავდა.''
14:44 / 07.05.2024
ვიდეორეპორტაჟი
ერთ-ერთ მიკროავტობუსში გაუგებრობა მოხდა. იქ სადაც საბავშვო ბაღების გაერთიანების
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.