რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ივნისი 2026 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
შიდა ქართლიდან 2 მოსწავლე ფანტასტიკური ჟანრის მოთხრობების კონკურსის ფინალისტი გახდა
7 ივლისს მწერალთა სახლში ფანტასტიკის ჟანრის მოთხრობების კონკურსის "სამყარო ხვალ" გამარჯვებულები გამოვლინდა.

კონკურსის ჟიურიმ, რომელის წევრებიც იყვნენ ირაკლი ლომოური, ზურაბ პაპიაშვილი, ლელა შუბითიძე, ნინო ბექიშვილი და ვასო გულეური 99 საკონკურსო მოთხრობა განიხილეს, საიდანაც 10 ფინალისტი გამოვალინეს, გამარჯვებულ კონკურსანტებთან ერთად ფინალში მოხვდნენ:

- თამარ აბდუშელიშვილი - "ფანტასტიკური მოთხრობა" (ჭიათურის მე-2 სკოლა)
- ვიკა ვანიშვილი - "დამალული მომავალი" (გორი, სოფ. სვენეთის საჯარო სკოლა)
- ანდრია კიკონიშვილი - "ლტოლვილები" (თბილისი, კომაროვის 199-ე სკოლა)
- ანი კობახიძე - "საწყისთა ძახილი" (თბილისი, 161-ე სკოლა)
- სალომე ლომიძე - "მე მცივა" (ხაშური, 1-ლი სკოლა)
- დაჩი რუხაძე - "თურმე როგორ შემყვარებია" (თბილისი, 175-ე სკოლა)
- ანი პოღოსიანი - "მედიუმი 17" (ნინოწმინდა, სოფ. განძის მე-2 სკოლა)

შვიდივე ფინალისტი მწერალთა სახლისგან მიიღებს წამახალისებელ პრიზს - მაღაზია "ბიბლუსის" 50 ლარიან ვაუჩერს.

რაც შეეხება გამარჯვებულებს, ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებულები გახდნენ:

- პირველი პრემია
ნია რეხვიაშვილი - „მოგზაურობა ფოტოში“ (ლაგოდეხი, სოფ. აფენის მე-2 სკოლა)
- მეორე პრემია
გიორგი ხითარიშვილი - „სად მიდიან ბატები ზამთრობით, როცა ტბა იყინება?“
(თბილისი, სკოლა ოპიზა)
- მესამე პრემია
ნატალი ჩიტაია - „მომავლის ალტერნატივები“ (თბილისი, კომაროვის 199-ე სკოლა)

გამარჯვებულები მწერალთა სახლისგან მიიღებენ მაღაზია „ზუმერის“ 500, 400 და 300 ლარიან ვაუჩერებს.

ფანტასტიკის ჟანრის მოთხრობების კონკურსი "სამყარო ხვალ" გამოცხადდა 2020 წლის 8 აპრილს და მასში მონაწილეობის მიღება შეეძლოთ საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების უფროსკლასელებს.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
იაპონიის ელჩს, იშიძუკა ჰიდეკს,
კასპის მერი ვახტან მაისურაძე შეხვდა
იაპონიის ელჩს, იშიძუკა ჰიდეკს, კასპის მერი ვახტან მაისურაძე შეხვდა
13:31 / 12.06.2026
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში, სადაც სასმელი
წყლის თითქმის მილიონიანი პროექტი განხორციელდა, ისევ წყლის პრობლემა
აქვთ.
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში, სადაც სასმელი წყლის თითქმის მილიონიანი პროექტი განხორციელდა, ისევ წყლის პრობლემა აქვთ.
12:36 / 12.06.2026
გორის მერმა თანამდებობიდან გასათავისუფლებულ მოხელეთა სიის
შედგენა დაიწყო.
გორის მერმა თანამდებობიდან გასათავისუფლებულ მოხელეთა სიის შედგენა დაიწყო.
10:05 / 12.06.2026
ხაშურში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განხორციელება კვლავ არ
დაწყებულა, მიუხედავად იმისა, რომ სოფლის კრებები უკვე 5 თვის წინ
ჩატარდა.
ხაშურში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის განხორციელება კვლავ არ დაწყებულა, მიუხედავად იმისა, რომ სოფლის კრებები უკვე 5 თვის წინ ჩატარდა.
20:02 / 11.06.2026
ქარელში, ვაჟა ფშაველას ქუჩაზე ელექტროსადენები მე-3 დღეა
გაწყვეტილია.
ქარელში, ვაჟა ფშაველას ქუჩაზე ელექტროსადენები მე-3 დღეა გაწყვეტილია.
12:18 / 11.06.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.