რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
შინდისში, ვარიანსა და ნიქოზში მოქალაქეებს მიწის ნაკვეთებს მიმართვის გარეშე დაურეგისტრირებენ
გორის მუნიციპალიტეტის შინდისის, ვარიანისა და ნიქოზის ადმინისტრაციულ
ერთეულებში შემავალ სოფლებში მესაკუთრეებს ყველა მიწის ნაკვეთი
უსასყიდლოდ დაურეგისტრირდებათ. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია
ავრცელებს.
პრეს-სამსახურის ცნობით, ინფორმაცია გორის მერს, კონსტანტინე თავზარაშვილს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლებმა გააცნეს. სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ ასევე, მერის წარმომადგენლები შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულებში და გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი წევრები.
სააგენტოს წარმომადგენლების განცხადებით, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მოქალაქეების მომართვის გარეშე ნაკვეთის რეგისტრაციისთვის საჭირო ყველა პროცედურას (საკადასტრო აგეგმვა/აზომვითი ნახაზების მომზადება, საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მოძიება-ანალიზი და ნაკვეთების დარეგისტრირება) საკუთარი ინიციატივით და უფასოდ განახორციელებს.
შედეგად ქვემო ნიქოზში, ზემო ნიქოზში, ზემო ხვითში, ქვემო ხვითში, შინდისში, ფხვენისში, ყელქცეულში, კოშკებში, ვარიანის მეურნეობაში, საქაშეთში, ახალდაბაში, არაშენდასა და ვარიანში მცხოვრები მოსახლეობა შეძლებს რეგისტრირებული საკუთრების ეფექტურად განკარგვასა და ეკონომიკური სარგებლის მიღებას.
მიწის სისტემური რეგისტრაცია მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტის "ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარება" - ს ფარგლებში ხორციელდება.

ამავე კატეგორიაში
სამართალმცოდნეობის მიმართულებით მიღებული განათლებისა და
მრავალფეროვანი სამუშაო გამოცდილების გარდა
ჩეხეთის განვითარების სააგენტოს დაფინანსებით, პროექტის ბიუჯეტი
დაახლოებით 937,288 ევროს შეადგენს
სათემო შეხვედრებისას მოსახლეობამ დაასახელა თემისთვის სანდო პირები,
რომლებსაც ისინი ენდობოდნენ და
საპროექტო ტერიტორია მდებარეობს ქალაქ გორის ადმინისტრაციულ საზღვრებში,
კონკურსი ატენის, ბოშურისა და მღებრიანის თემებს ეხება და მიზნად
ისახავს
ვიდეორეპორტაჟი
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"
თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად
ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
გასული თვის პოპულარული სიახლეები

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

სტატიის გამოყენების პირობები