რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ახალი ამბები
12 წლის წინ 9 აგვისტოს რუსეთის ავიაციამ გორი დაბომბა
აგვისტოს ომის დროს რუსეთის ავიაციამ გორი პირველად 9 აგვისტოს დაბომბა. ქალაქის ორ სხვადასხვა უბანში ჭურვები რამდენიმე წამის ინტერვალით ჩამოყარეს. კომბინატისა და ვერხვების დასახლებები ცეცხლის კვამლში გაეხვია.

გორის დაბომბვის ისტორიები ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლების მიერ შეგროვებულ მასალებშია შენახული.

ვერხვების დასახლებაში, ციცინო ქუშაშვილმა 9 აგვისტოს გორის დაბომბვის დროს ქალიშვილი დაკარგა. კარგად ახსოვს ის დილა, როდესაც საკუთარი ბინიდან სამი თვითმფრინავი შენიშნა.

"თვითმფრინავი დაბომბვამდე ისე ახლოს მოვიდა, რომ აივნიდან პილოტიც კი დავინახე, რუსი იყო. მერე ის პილოტი ვიცანი "

ქალბატონი ციცინოს მონაყოლის მიხედვით, რასაც მისი სხვა მეზობლების ისტორიებიც ემთხვევა, პირველი ბომბი გორის სატანკო ნაწილში ჩამოვარდა, ხოლო მეორე – ეზოში.

"იქ ქალები ისხდნენ და ყველა დაიხოცა", – სინანულით გვიყვება. თავად ქალიშვილთან და შვილიშვილთან ერთად ქალაქიდან სცადა გაქცევა, მაგრამ დაბომბვა გრძელდებოდა.

"დავინახე, რომ ჩემი შვილი წაქცეული იყო, შვილიშვილიც. მათთან მივირბინე. მაიამ 5 წუთში დალია სული." შვილიშვილი სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს და ფეხზე მძიმე ოპერაცია გადაიტანა.

ამავე დაბომბვის დროს გარდაიცვალა გიორგი მურადაშვილიც. მისმა მეზობელმა, ლილი ქერდიყოშვილმა სწორედ 9 აგვისტოს, დილის დაბომბვის შემდეგ დატოვა გორი.

თვითონ დაბომბვის შესახებ ყვებოდა: "ამ დროს 15 ადამიანი დაიღუპა. ჩემს მეზობელს, გიორგი მურადაშვილს, ჭურვის ნამსხვრევები პირდაპირ გულში ჰქონდა მოხვედრილი"



ლევან მჭედლიძემ მშობლები, მერაბ და ნათელა მჭედლიძეები 2008 წლის 9 აგვისტოს გორის კომბინატის დასახლების დაბომბვის დროს დაკარგა.

საომარი მოქმედებების დროს ოჯახთან ერთად ის გორში იმყოფებოდა. ვინაიდან ქალაქში შედარებით სიმშვიდე იყო, სოფლებიდან ბევრი დევნილი გორს აფარებდა თავს და ლევანსაც სოფლებიდან – ხეითიდან და ნულიდან ნათესავები ჰყავდა სახლში. 9 აგვისტოს, დილით, მეგობრის ბებიასთან, ნა­თე­ლა სხირ­ტ­ლა­ძეს­თან ერთად სახლის აივანზე იდგა, როდესაც ჯერ გრუხუნის ხმა გაიგონა, ხოლო შემდეგ თვითმფრინავებიც დაინახა.

"აფეთქების შემდეგ რა მოხდა, არ მახსოვს, მაგრამ მერე, როგორც ჩემმა ძმამ მითხრა, სახლის გვერდზე მიპოვა, იქ ვიდექი თურმე. როგორ ჩამოვედი კიბეებზე და როგორ გამოვედი გარეთ, არ მახსოვს. დაჭრილი ვიყავი მუხლებში, თავში და მარცხენა მკლავში. მარჯვენა ხელზე შუა თითი თითქმის მოწყვეტილი მქონდა. გორის საავადმყოფოში წამიყვანეს. შემდეგ თბილისში. ერთი კვირა არაფერი ვიცოდი. მერე იმავე საავადმყოფოში მეზობელმა მითხრა, რომ ჩე­მი მშობ­ლე­ბი დაღუ­პუ­ლე­ბი იყ­ვ­ნენ. სულ დაფლეთილები ყოფილან თურმე. მე არც ერთი არ მინახავს, არც მათ დასაფლავებაზე ვყოფილვარ, რადგან ჩემი ოჯახის წევრებმა არ იცოდნენ, რომელ საავადმყოფოში ვიყავი. მოგვიანებით გავიგე, რომ და­ღუ­პუ­ლა ჩე­მი მე­გობ­რის ბე­ბი­აც, რომელიც ჩემთან ერთად აივანზე იდგა იმ დილით."

ცირა ხუროშვილმა დედა – ვერა კეკოშვილი, ძმის შვილიშვილი – 13 წლის მერაბ კეკოშვილი და ნათესავები დაკარგა 9 აგვისტოს გორის დაბომბვის დროს. თავად გორში არ იყო, მაგრამ მეზობლებისგან შეიტყო ტრაგედიის დეტალები. დედამისის ბინაში იმ დღეს 4 ადამიანი დაიღუპა.

"9 აგვისტოს დაბომბვის დროს ჭურვები დედაჩემის და ჩემი ძმისშვილის სახლს მოხვდა. დედაჩემთან იმ დროს სტუმრები იყვნენ თამარაშენიდან, მამიდაჩემი და მამიდაშვილის მეუღლე. სახლში ყოფილან ჩემი ძმის შვილიშვილებიც – მერაბი და ლიკა. ყველანი ერთად იყვნენ და ჭამდნენ. ამ დროს მოხდა აფეთქება და ყველანი დაიღუპნენ, ლიკას გარდა. ლიკამ კი მძიმე დაზიანებები მიიღო, დამწვარი იყო. თვალები დამწვრობისგან დახუჭული ჰქონდა. რომ შევედი პალატაში, ლამის გული გამისკდა. სახე, ხელები, ფეხები დამწვარი ჰქონდა. მთელ ტანზე "ასკოლკები" ჰქონდა. ვერც ერთი მათგანის სხეული ვერ ვიპოვეთ, დედაჩემის მხოლოდ ერთი ფეხი დავმარხეთ და ჩემი ძმის შვილისშვილის ასევე ფეხი კოჭის ქვემოთ. ეს სხეულის ნაწილები, ვიდრე მე გორში ჩამოვიდოდი, ჩემმა ძმისშვილმა მურმანმა დამარხა იქვე, სახლის წინ, ეზოში. როგორც მერე გავიგე, ჭურვი ზუსტად იმ ადგილას დაეცა, სადაც ეს ხუთივენი ისხდნენ და ამიტომ მათი ცხედრებიც კი ვერ ვიპოვეთ, სულ დაიშალა ალბათ სხეული და გაიფანტა აქეთ-იქით."

2008 წლის 9 აგვისტოს მაია ქურ­თა­უ­ლი გორის მე-7 სკოლასთან დაახლოებით 3-4 მეტრში იმყოფებოდა, სადაც თავის მძახალს, მიმოზა ლოცულაშვილს შეხვდა და იქვე შექმნილ მდგომარეობაზე ესაუბრებოდა. სწორედ ამ დროს ხმაური შემოესმა.

"უცებ თითქოს ჩამობნელდა" – იხსენებს მაია ქურთაული. "იმ წამს ჩამოვარდა ბომბი. მერე აღარაფერი მახსოვს. თვალები რომ გავახილე, ძირს ვეგდე. ჰაერში რკინები და ქვები ცვიოდა. საშინელი მტვერი და სუნი იდგა. გვერდზე მივიხედე. მძახალს მკლავი მივკარი, გოგო, მგონი, ვკვდები-მეთქი. თურმე გარდაცვლილი იყო უკვე.

სისხლი ფანტანივით მდიოდა სახიდან და ყბიდან. მერე ორმა ბიჭმა, რეზერვისტმა, მომკიდა ხელი და გამაქცუნეს გზისკენ – მშვიდობის ქუჩისაკენ." რეზერვისტებმა მაია ქურთაული საავადმყოფოში წაიყვანეს.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

დღეს პარლამენტმა კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

23:56 / 17.04.2024
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა
ამოგეღოთო,''
,,რატომ არ ამოიღეთ ხმა, იმ დროს, როცა თქვენ, მასწავლებელს ხმა უნდა ამოგეღოთო,''
19:05 / 17.04.2024
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი
კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს, თავი შეიკავოს ისეთი კანონმდებლობის მიღებისგან, რომელმაც შესაძლოა საქართველოს
16:40 / 17.04.2024
გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა და
ხაშური-ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაალ დუგლაძემ
გორი-კასპის მაჟორიტარმა დეპუტატმა გიორგი სოსიაშვილმა და ხაშური-ქარელის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაალ დუგლაძემ
15:28 / 17.04.2024
,,ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები აქ. გავიცანი და ვნახე
მომავლის ლიდერები, მომავლის ჩემპიონები,

,,ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს ვიმყოფები აქ. გავიცანი და ვნახე მომავლის ლიდერები, მომავლის ჩემპიონები,

18:42 / 16.04.2024
ვიდეორეპორტაჟი
,,აქ ჩემი ცხოვრება როგორია? ახალ წელს ავადმყოფი კაცი მარტო ვხვდები. დილით
,,2003 წელი, 6 ივნისი, ოქიანში თოვლი მოვიდა", კიდევ ,,2001 წელი, 4 ივნისი, ტამის მთაზე თოვლი მოვიდა"..
გადაბრუნებული ტრაქტორი მეორე ტრაქტორით გაასწორეს, მძღოლი ფანჯრიდან თოვლში გადმოვარდა.
"წყალი, ტყე, საძოვრები, მინდორი წაგვართვეს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.