რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
კირბალის საძოვრებიდან საქონელი დაიკარგა
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ კირბალში საქონელი დაიკარგა. საუბარია
7 სულ ძროხაზე, რომელიც ნახირიდან სახლში არ დაბრუნდა.
ადგილობრივმა მცხოვრებლებმა qartli.ge-ს განუცხადეს, რომ ფაქტი რამდენიმე დღის წინ მოხდა და პოლიციამაც იცის.
ნახირი საძოვარზე ბალახობდა. სოფელში ვარაუდობენ, რომ ქურდებმა საქონელი სწორედ მინდვრიდან გარეკეს და შემთხვევით არ დაკარგულა. ნახირიდან სოფელში დაბრუნებულმა მწყემსებმა მეპატრონეებს უთხრეს, რომ არ იციან, როგორ გაქრა საქონელი.
,,არც სისხლის კვალი ჩანს, ნადირის შეჭმას რომ დავაბრალოთ, არც ნადირის კვალი, ვვარაუდობთ, რომ მოიპარეს, პოლიციას შევატყობინეთ უკვე 1 კვირაზე მეტია, თუმცა არანირი შედეგი, დღემდე ამბობენ რომ გამოძიება მიმდინარეობს." - გვითხრეს ადგილობრივებმა.
დაზარალებული მოსახლეობა დახმარებას ითხოვს, რადგან საქონლის დაკარგვით ოჯახებმა მძიმე მატერიალური ზარალი განიცადეს. კირბალელები აქციის გამართვით იმუქრებიან.

ამავე კატეგორიაში
ევროპის ბაზარზე ბლის ექსპორტის მთავარი ბარიერი არა ქართული პროდუქციის ხარისხი, არამედ მიწოდების უწყვეტობა და ნაყოფის სტანდარტიზაციაა.
გაეროს 8 ორგანიზაციის წარმომადგენლები შიდა ქართლის ადგილობრივ
ხელისუფლებას შეხვდნენ. მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში რეგიონის
დაფინანსების სანაცვლოდ, მუნიციპალიტეტებმა მოსახლეობისთვის ბიუჯეტის
ხარჯვისა და გადაწყვეტილებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება უნდა
გააუმჯობესონ.
ქალაქ კასპში, თავისუფლების ქუჩის მიმდებარედ არსებული გზის
პრობლემაზე ადგილობრივი მოსახლეობა და სამოქალაქო აქტივისტი ირაკლი
მილაძე საუბრობენ. მცხოვრებლების თქმით, გახეთქილი მილის გამო ბაღის
აღსაზრდელებს ხელში აყვანით უწევთ გადაადგილება.
მერის წარმომადგენლის ადმინისტრაციის ცნობით, სოფელ ატენის
ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობას გადაბელილი შეშით ეხმარებიან.
ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ საჭიროების შემთხვევაში მარაგს კიდევ
დაამატებენ.
ადგილობრივი მცხოვრების, მარიამ მოდრეკილაძის თქმით, ორი კვირის წინ
გაცემული დაპირების მიუხედავად, გზის გასასწორებლად გრეიდერი ამ
დრომდე არ გამოჩენილა. მისივე ინფორმაციით, სოფლის შემოსასვლელში
ბეტონის საფარის დაგებაზე ტენდერი არ შედგა, ცხავერის სიახლოვეს კი
ლოდებია ჩამოშლილი.
ვიდეორეპორტაჟი
ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში
"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"
თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად
ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
გასული თვის პოპულარული სიახლეები

საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.

სტატიის გამოყენების პირობები