კალენდარი
«« ოქტომბერი 2021 »»
27282930 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ახალი ამბები
ყურჩამოთლილი არქიმანდრიტის ამბავი [VIDEO]
ფოტოზე: გორის სასულიერო სემინარია

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში ცხოვრობს მარტოხელა ქალი მარიზა ნონიკაშვილი, რომელიც აღმოსავლეთ საქართველოს არქიმანდრიტის, შალვა ხუციშვილის შვილთაშვილია.

შალვა ხუციშვილმა საქართველოს გასაბჭოების დროს, ბოლშევიკები მეტეხის ეკლესიაში არ შეუშვა, ამის გამო, მას ყური ჩამოათალეს. მარიზა ნონიკაშვილი ამბობს, რომ ბოლშევიკებს სურდათ, დიდი პაპისთვის თავი გაეჩეხათ.

,,ჩემი დიდი პაპა იყო აღმოსავლეთ საქართველოს არქიმანდრიტი, მსახურობდა თბილისში, მეტეხის ეკლესიაში. ბოლშევიკები რომ მოვიდნენ ხელისუფლებაში, ამ ხუცესმა ისინი ეკლესიაში არ შეუშვა, კარები ჩაუკეტა. ამ დროს გარედან ხმალი მოუქნიეს და ნახევრად დაკეტილ კარში დაჰკრეს. თავი უნდოდათ გაეჩეხათ. დაინახა პაპამ, რომ მოუქნიეს ხმალი და გასწია თავი, მაგრამ ყური მაინც ჩამოათალეს. ამის შემდეგ დაანება თავი მღვდლობას. მე ვერ მოვესწარი მას, მაგრამ დიდ ბებიას მოვესწარი. მაშინ ბავშვი ვიყავი, თითქმის, 5 წლის ბავშვი და ვხედავდი ხოლმე, რომ სახურავზე მიიწევდა. ხუცესის ცოლი სმას მიეძალა და სახურავზე ადიოდა და სვამდა ხოლმე, ამიტომ არ უშვებდნენ შვილები მაღლა." - გვითხრა მარიზა ნონიკაშვილმა.


ფოტოზე: მარიზა ნონიკაშვილი (არქიმანდრიტის შვილთა შვილი)

არქიმანდრიტ შალვა ხუციშვილს ჰყავდა 6 ქალიშვილი, მათ შორის იყო თამარ ხუციშვილი, რომელიც მარიზა ნონიკაშვილის დედის დედა იყო. თამარ ხუციშვილი გათხოვილი იყო გორის რაიონის სოფელ ხიდისთავში.

,,თამარ ხუციშვილი იყო დედაჩემის დედა. როგორც მღვდლის შვილი, სწავლობდა გორის სასულიერო გიმნაზიაში. მასთან ერთად სწავლობდა ზაქარია ნონიკაშვილი, აქაური, ხიდისთაველი ბიჭი. ეს ბიჭი სასულიერო გიმნაზიის მღვდელს აყვანილი ჰყავდა, როგორც მოახლე. ახლა რას ეძახიან, ამას არ ვიცი. ამ მღვდელს ქალები მიყავდა ხოლმე. ერთხელაც დაავალა შაქროს, პაპაჩემს, წყალი გააცხელე, ქალმა უნდა დაიბანოსო. გაბრაზდა ეს ბიჭი, წყალი მიასხა მღვდელს და გამოიქცა გიმნაზიიდან. დაბრუნდა სოფელში." - ამბობს მარიზა ნონიკაშვილი.

ზაქარია (შაქრო) ნონიკაშვილი ხიდისთავში მარტოდმარტო არ დაბრუნებულა. გიმნაზიიდან მოიტაცა 16-წლის თამარ ხუციშვილი. 9 დღე სათონეში მალავდა.


ფოტოზე: მეტეხი (თბილისი)

,,არქიმანდრიტმა გაიგო, რომ მისი ქალიშვილი მოიტაცეს. ცხენით ჩამოვიდა ხიდისთავში. ეს ბიჭი თვითონ დახვდა მღვდელს სოფლის შესასვლელში. როცა შემოვიდა, იკითხა, სად ცხოვრობს ესა და ეს ოჯახიო. ამ ბიჭმა მოატყუა, არ ვიცი, სად ცხოვრობსო. მღვდელი მაინც შემოვიდა სოფელში, მერე სხვისთვის უკითხავს. გლეხებმა რომ დაინახეს დახვეწილად ჩაცმული მღვდელი, დიდი ჯვარი ეკეთა, ცხენით იყო. უთხრეს, სადაც ცხოვრობდა შაქრო ხუციშვილი. არქიმანდრიტი მოსულა სახლში, მაგრამ შაქროს დედა დახვედრია. დედას უთქვამს, აქ არავინ მოუყვანია და თვითონაც არ მოსულა ჩემი ბიჭიო. ამ დროს, ეს 16-წლის გოგო სათონეში იყო დამალული. თონეში იმალებოდა, ზემოდან ფიჩხი ჰქონდა დაფარებული. ხმაც ესმოდა, მამა როგორ ეძებდა. გაბრუნდა არქიმანდრიტი სოფლიდან და 9 დღის შემდეგ გამოუჩინეს შვილი. დაოჯახდნენ შაქრო და თამარი, შვილებიც გაუჩნდათ" - იხსენებს მარიზა ნონიკაშვილმა, რომელმაც ეს ისტორია უშუალოდ დედისგან, შაქროსა და თამარის შვილისგან მოისმინა.

შაქროს ისტორია ამით არ დამთავრებულა. როდესაც ახალგაზრდა თამარი დაორსულდა, ოჯახს ბევრი შემოსავალი არ ჰქონდა. ამიტომ, შაქრო სპარსეთში წავიდა სამუშაოდ. სამი კამეჩი წამოუყვანია იქიდან, მათ შორის, ერთი თეთრი ფერის კამეჩი იყო. ეს კამეჩი შემდეგ ძველ ქართულ ფილმებში გადაიღეს.

,,დედა მიყვებოდა ხოლმე, რომ მამამისი სპარსეთიდან სამი კამეჩით ჩამოსულა. საბაჟოზე უთქვია, რომ უნდა ვუმკურნალო კამეჩებს და დავაბრუნოო, მაგრამ ვინღა დააბრუნებდა უკან. ისე მიუჩვევია კამეჩემი, რომ იქ მოპოვებული ბრილიანტები ამ კამეჩების კბილებზე დააჭედა. საბაჟოზე ასე შემოუტანია ჩუმად. გაიმართნენ წელში, კამეჩებსაც უვლიდნენ და ოჯახიც ფეხზე დააყენა. მე როცა უმაღლესში ჩავაბარე, პაპა შაქრომ მაშინ გაყიდა ეს თეთრი კამეჩი. მე უკვე აღარაფერი მიჭირსო, გვარიც მომცა, რადგან დედაჩემი მამას ჰყავდა მიტოვებული. ძალიან ვუყვარდი მე, როგორც მამისგან მიტოვებული." - გვითხრა მარიზა ნონიკაშვილმა.


ფოტოზე: შაქრო ნონიკაშვილის დედა და დისშვილები (სევერიანი და ვალერიანი)

არქიმანდრიტის სიძე, შაქრო ნონიკაშვილი სწავლას იყო მოწყურებული. მამამისი შეძლებული გლეხი იყო და ამიტომ გაგზავნა სასწავლებლად გორის სასულიერო სასულიერო გიმნაზიაში.

შაქროს დისშვილები იყვნენ სევერიანი და ვალერიანი მოსიძეები, კოლხეთის ჭაობის დაშრობის გამო, ლენინური პრემიის ლაურეატები გახდნენ. შაქროს შვილიშვილი, მარიზა ნონიკაშვილი კი საქართველოში ცნობილი ნევროპათოლოგი და პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას პირად ექიმი იყო.


Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების
მოთხოვნით,
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით,
17:21 / 14.10.2021
ამის შესახებ განცხადება ტომასის მეგობარმა, ოლივია გარეტმა
გაავრცელა.
ამის შესახებ განცხადება ტომასის მეგობარმა, ოლივია გარეტმა გაავრცელა.
23:42 / 13.10.2021
ერთმანეთთან შეხამებულია სასულიერო და საერო პირთა საცხოვრისი;
აჭარული და ოსური ყოფა;
ერთმანეთთან შეხამებულია სასულიერო და საერო პირთა საცხოვრისი; აჭარული და ოსური ყოფა;
21:40 / 13.10.2021
ძველი, ისტორიული, თუმცა მოძველებული შენობა შესაბამის სტანდარტებს არ
აკმაყოფილებს
ძველი, ისტორიული, თუმცა მოძველებული შენობა შესაბამის სტანდარტებს არ აკმაყოფილებს
20:44 / 13.10.2021
ვიდეორეპორტაჟი
ერთმანეთთან შეხამებულია სასულიერო და საერო პირთა საცხოვრისი; აჭარული და ოსური ყოფა;
ფილმში ნახავთ ნინას დღევანდელ მდგომარეობას სოფელ ზემო ლეთეთში.
ის გორის უნივერსიტეტში ასწავლის, სადაც დისტანციური სწავლების მეთოდი კვლავ ძალაშია.
,,დედაჩემი მარღიევის გვარის იყო და წარმოშობით აქედან იყო, თქვენ?""
გასული თვის პოპულარული სიახლეები
სოფელი კლდუ – ,,ვინც აქ წყალი დალია, აღარავინ წასულა“
კლდუში ამჟამად მუდმივად 10-მდე ოჯახი ცხოვრობს. თითოეული ოჯახი სხვადასხვა უბანშია
,,სადაც ყველა, იქაც მე'' - ვაქცინაცია სოფლებში
,,სადაც სოფელი, იქაც - მე'' - ვაქცინაცია სოფლებში
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.