რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« სექტემბერი 2026 »»
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 1234
ახალი ამბები
გელა ფილაურის ნახატი ,,ერთაწმინდა" ამერიკის ხელოვნების პრემიის გამარჯვებულია
მხატვარი გელა ფილაური 2020 წლის ამერიკის ხელოვნების პრემიის გამარჯვებულია. ეს ჯილდო მის მიერ შესრულებულმა ნახატმა ,,ერთაწმინდამ" დაიმსახურა. საუკეთესო იმპრესიონიზმი - ლანდშაფტი - ასეთია ჟიურის შეფასება.

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების მხატვრების მიერ წარდგენილ ნახატებს შორის გელა ფილაურის ნამუშევარმა მეხუთე ადგილი დაიკავა.

გელა ფილაური წარმოშობით გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელიდანაა. ის, მეუღლესთან, ანჟელინა დამენიასთან ერთად, გამოფენებს თითქმის ყოველწლიურად აწყობს. 2019 წლის იანვარში მათ მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო გამოფენა-კონკურსზე, სახელწოდებით ,,ხელოვნების კვირეული ისრაელში".

მხატვრებისთვის საკმაოდ ნაყოფიერი აღმოჩნდა 2018 წელი. მათი ნამუშევრები მედია არტ ბიენალეზე გამოფინეს, 2018 წლის 5-6 მარტს კი ,,არტ პროექტი ნიუ-იორკ"-ის მონაწილეები იყვნენ. 9 ივლისიდან 13 ივლისამდე კი რომში სანტა კროჩეს სასახლემ უმასპინძლა. 25 ივლისს აშშ-ში არიზონას შტატში გამოფენა-კონკურსში ,,ლურჯი აბსტრაქცია" მიიღეს მონაწილეობა.

ამავე თემაზე:

რთულ წლებში შექმნილი ნახატები გორის საშობაო გამოფენაზე

გელა ფილაურმა და ანგელინა დამენიამ საფრანგეთში ჯილდო მიიღეს
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ წრომში ავარიული სკოლის შენობა 3 წელია
ხელუხლებელია. მოსწავლეები სწავლას ხცისის საჯარო სკოლაში
განაგრძობენ, ადგილობრივები კი პასუხს ელოდებიან.
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ წრომში ავარიული სკოლის შენობა 3 წელია ხელუხლებელია. მოსწავლეები სწავლას ხცისის საჯარო სკოლაში განაგრძობენ, ადგილობრივები კი პასუხს ელოდებიან.
20:22 / 11.09.2026
პროკურატურის თანამშრომლებმა გიორგი ბარამიძე დააკავეს. საქმე ეხება
მის მიერ გადაცემაში გაკეთებულ განცხადებას აფხაზეთის ომის შესახებ,
რასაც უწყება საბოტაჟად მიიჩნევს.
პროკურატურის თანამშრომლებმა გიორგი ბარამიძე დააკავეს. საქმე ეხება მის მიერ გადაცემაში გაკეთებულ განცხადებას აფხაზეთის ომის შესახებ, რასაც უწყება საბოტაჟად მიიჩნევს.
18:53 / 11.09.2026
ახალბაღის ტერიტორიაზე უსაფრთხოებისა და ნაკადების კონტროლისთვის 360
000 ლარის ღირებულების ტენდერი გამოცხადდა. 252 კამერის მონტაჟი ახალ
წლამდე უნდა დასრულდეს.
ახალბაღის ტერიტორიაზე უსაფრთხოებისა და ნაკადების კონტროლისთვის 360 000 ლარის ღირებულების ტენდერი გამოცხადდა. 252 კამერის მონტაჟი ახალ წლამდე უნდა დასრულდეს.
18:33 / 11.09.2026
გორის IV საჯარო სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები 2026 წელსაც არ
დაიწყება. მოსწავლეები, რომლებიც 2024 წლიდან I სკოლაში არიან
გადაყვანილები, სწავლას ისევ ალტერნატიულ ფართში განაგრძობენ.
გორის IV საჯარო სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები 2026 წელსაც არ დაიწყება. მოსწავლეები, რომლებიც 2024 წლიდან I სკოლაში არიან გადაყვანილები, სწავლას ისევ ალტერნატიულ ფართში განაგრძობენ.
14:23 / 11.09.2026
დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის მედიის ცნობით, აგვისტოში ე.წ. სასაზღვრო
რეჟიმისა და საზღვრის კვეთისთვის 40 ადამიანი დააკავეს. ჯარიმების
სახით 31 ათასი რუბლი ამოიღეს.
დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის მედიის ცნობით, აგვისტოში ე.წ. სასაზღვრო რეჟიმისა და საზღვრის კვეთისთვის 40 ადამიანი დააკავეს. ჯარიმების სახით 31 ათასი რუბლი ამოიღეს.
13:20 / 11.09.2026
ვიდეორეპორტაჟი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, ტყიან ფერდობებს შორის შეყუჟულ სოფელ ლაშხევში

"ჩვენი მერი ამოვიდა ამას წინათ და გაოცებულმა იკითხა: აქ როგორ ცხოვრობთო? სასწრაფო ამოდისო?"

თემურ ლომიძე გვთავაზობს, ათასში ერთხელ ასული სტუმრებივით, ერთად ავიდეთ
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.