რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ივლისი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31 1234
ახალი ამბები
კალაძისა და გახარიას გაპიარების გამო კასპის საკრებულო 2000 ლარით დააჯარიმეს
კასპის საოლქო საარჩევნო კომისიამ ,,სამართლიანი არჩევნების'' საჩივარი დააკმაყოფილა და საკრებულო 2000 ლარით დააჯარიმა. ამის შესახებ გადაწყვეტილება დღეს კომისიის სხდომაზე მიიღეს.

მხარეებიდან მხოლოდ ,,სამართლიანი არჩევნების" წარმომადგენელი ირმა კიტრიაშვილი ესწრებოდა. საკრებულოდან სხდომას არავინ დასწრებია.  საჩივარი კი, კასპის საკრებულოს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე ,,ქართული ოცნების" გვერდიდან მასალების გაზიარების ფაქტებს ეხებოდა. კერძოდ:

2020 წლის 4 სექტემბერს, კასპის მუნიციპალუტეტის საკრებულოს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე, გაზიარდა პარტია „ქართული ოცნების“ ოფიციალური გვერდიდან - ქართული ოცნება/Georgian Dream - დან პოსტი. აღნიშნული პარტიის სააგიტაციო მიზნებს ემსახურება და კასპში ფეხბურთის ცენტრალური სტადიონის მშენებლობასა და საფეხბურთო სკოლის რეაბილიტაციის შესახებ შეიცავს ინფორმაციას. პოსტში, ასევე, არის პარტიის სლოგანი, ჰეშთეგით-#ერთადსაქართველოსწარმატებისთვის. ატვირთულ სურათებზე ჩანან პ/გ ,,ქართული ოცნების“ სახეები - კახი კალაძე და გიორგი გახარია.

ასევე 4 სექტემბერს, კასპის მუნიციპალუტეტის საკრებულოს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე, გავრცელდა პარტია „ქართული ოცნების“ ოფიციალური გვერდიდან - ქართული ოცნება / Georgian Dream - ი პოსტი, რაც პარტიის სააგიტაციო მიზნებს ემსახურება და კასპში ახლადაშენებული პროფესიული კოლეჯისა და ინოვაციების ცენტრის სამშენებლო სამუშაოების შესახებ შეიცავს ინფორმაციას. პოსტში, ასევე, არის პარტიის სლოგანი, ჰეშთეგით - #ერთადსაქართველოსწარმატებისთვის და ატვირთულ სურათებზე ჩანან ქართული ოცნების სახეები. 



სამართლიანი არჩევნების აღმასრულებელი დირექტორი, ელენე ნიჟარაძე განმარტავს, რომ პარტიის სააგიტაციო პოსტების თვითმმართველობის ორგანოს ოფიციალურ ფეისბუქზე გაზიარება წარმოადგენს ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას კონკრეტული პოლიტიკური ძალის სასარგებლოდ.

,,ფეისბუქ გვერდი საკომუნიკაციო საშუალებას წარმოადგენს, რომელზეც მუნიციპალიტეტი თავისი საქმიანობის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას და მისი ფუნქცონირებისთვის მინიციპალიტეტის სახსრები იხარჯება, მის მუშაობას, კი, აღნიშნულ დაწესებულებაში დასაქმებული საჯარო მოხელეები უზრუნველყოფენ. დადგენილი მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით." - აღნიშნავს ელენე ნიჟარაძე.

კასპის საოლქო საარჩევნო კომისიამ საჩივარი სრულად დააკმაყოფილა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეადგინა. კასპის საკრებულო 2000 ლარის ოდენობით დააჯარიმა. მასალები გორის სასამართლოს გადაეცა.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
პირგასამტეხლოს თანხა (2 500 ლარი) არ არის ვალდებულების დარღვევის
თანაზომიერი და გონივრული.
პირგასამტეხლოს თანხა (2 500 ლარი) არ არის ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
12:57 / 25.07.2024
კლუბის ადმინისტრაციის ცნობით, ფეხბურთელი გორის საფეხბურთო სკოლაშია
აღზრდილი.
კლუბის ადმინისტრაციის ცნობით, ფეხბურთელი გორის საფეხბურთო სკოლაშია აღზრდილი.
11:30 / 25.07.2024
სამუშაოები აგვისტოდან ან სექტემბრიდან დაიწყება. პროექტი ორწლიანია.
სამუშაოები აგვისტოდან ან სექტემბრიდან დაიწყება. პროექტი ორწლიანია.
11:03 / 25.07.2024
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
16:49 / 24.07.2024
ღვარცოფი გამოიწვია უხვმა ნალექმა, რომელიც ორი დღის წინ 22 ივლისს
მოვიდა.

ღვარცოფი გამოიწვია უხვმა ნალექმა, რომელიც ორი დღის წინ 22 ივლისს მოვიდა.

14:45 / 24.07.2024
ვიდეორეპორტაჟი
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
,,ეს წყალიც ერთი კვირა მოდიოდა. ვერ გამოიყენებდი დასარეცხადაც კი. ახლა დგას კვარცხლბეკივით,"
ერგნეთის ომის მუზეუმში ლექცია-სემინარი ჩატარდა, სადაც მსმენელებს წარუდგინეს 3 წიგნი -
ფილმის ჩვენებას დაესწრნენ შიდა ქართლში მცხოვრები სტუდენტები, სამოქალაქო აქტივისტები და ჟურნალისტები.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.