რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ივლისი 2025 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ახალი ამბები
რა არის ნოროვირუსული ინფექცია, რომელიც გორში მასობრივად გამოვლინდა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, გორში, 3-5 ოქტომბერს მასობრივი ინტოქსიკაციის ნიშნებით პაციენტების მიმართვიანობა ნოროვირუსს უკავშირდება. ამავე ცენტრის გვერდზე განთავსებულია ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რას ნიშნავს და რა იწვევს ნოროვირუსს.

ნოროვირუსით შესაძლოა დაინფიცირდეს და ავად გახდეს ნებისმიერი ადამიანი. დაინფიცირება შესაძლებელია ცხოვრების განმავლობაში რამოდენიმეჯერ. ამის ერთ-ერთი მიზეზი არის სხვადასხვა ტიპის ნოროვირუსის არსებობა. ერთი ტიპის ნოროვირუსით დაინფიცირება არ დაგიცავთ სხვა ტიპის ნოროვირუსით დაინფიცირებისგან.

ნოროვირუსს ადამიანი განავალთან ერთად გამოყოფს დაავადების კლინიკური სურათის გამოვლინებამდე და გამოჯანმრთელებიდან კიდევ 2 და მეტი კვირის განმავლობაში.

ნოროვირუსით დაავადებული ყველაზე კონტაგიოზურია მაშინ, როდესაც:

დაავადებულს აქვს მკვეთრად გამოხატული სიმპტომები, და გამოჯანმრთელებიდან პირველი რამოდენიმე დღის განმავლობაში. ადამიანი შესაძლოა დაინფიცირდეს ნოროვირუსით დაავადებული ადამიანის განავლის ან ნაღებინები მასის შემთხვევით პირში მოხვედრისას. ეს ძირითადად ხდება:

ნოროვირუსით დაბინძურებული საკვების ან წყლის მიღებით, ნოროვირუსით დაბინძურებული ზედაპირების და/ან საგნების შეხებით და თითების პირში ჩადებით, ან ნოროვირუსით ინფიცირებულ ადამიანთან კონტაქტით (მაგ: მოვლა, საკვების ან ჭურჭლის გაზიარება).

ნოროვირუსი სწრაფად ვრცელდება ორგანიზებულ დაწესებულებებში, როგორიც არის საბავშვო ბაღი, მოხუცებულთა თავშესაფარი, სკოლა და ა.შ.

და ბოლოს, რეკრეაციულმა და სასმელმა წყალმა შესაძლოა შეასრულოს ნოროვირუსის გადამტანის როლი და გამოიწვიოს დიდი ეპიდაფეთქებები. ეს ეპიდაფეთქებები ხშირად უკავშირდება სუფთა წყალს, რომლის დაბინძურებაც მოხდა სეპტიური რეზერვუარიდან ან კანალიზაციიდან გაჟონვის ან მუნიციპალური სისტემების დაქლორვის პრობლემებისას.

ნოროვირუსული ინფექციის პრევენცია

ნოროვირუსული ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინა არ არსებობს. პრევენციის მიზნით მისდიეთ შემდეგ წესებს:

ხელის ჰიგიენის სწორი პრაქტიკა

ყურადღებით დაიბანეთ ხელები საპნითა და წყლით - განსაკუთრებით ტუალეტის გამოყენებისა და პამპერსის გამოცვლის შემდეგ, საკვების მიღებამდე, მომზადებამდე ან დამუშავებამდე,


ნოროვირუსი შესაძლებელია აღმოჩენილ იქნას სიმპტომების გამოვლინებამდე განავალში; სიმპტომების გამოვლენისას - პირნაღებ მასასა და განავალში; დაავადებულის გამოჯანმრთელების შემდგომ, ვირუსი შესაძლებელია განავალში დარჩეს ორი კვირა ან უფრო ხანგრძლივად, ამიტომ მნიშვნელოვანია ამ პერიოდის განმავლობაში ხელების ხშირი დაბანა.

ხელის დაბანასთან ერთად, შესაძლებელია სპირტის შემცველი ხელის სანიტაიზერების გამოყენება. თუმცა, ხელის საპნითა და წყლით დაბანა არ უნდა იქნას ჩანაცვლებული სანიტაიზერებით.

საფუძვლიანად გარეცხეთ ხილი და ბოსტნეული, ხოლო ზღვის პროდუქტი საგულდაგულოდ მოამზადეთ. მომზადებამდე და მირთმევამდე, ფრთხილად გარეცხეთ ხილი და ბოსტნეული. ხამანწკები და სხვა მოლუსკები მირთმევამდე საფუძვლიანად უნდა იქნას მომზადებული.

გაითვალისწინეთ, რომ ნოროვირუსები შედარებით რეზისტენტული არიან. მათ შეუძლიათ გაუძლონ 60oC ტემპერატურასა და სწრაფი შებოლვის პროცესებს, რომელიც ხშირად გამოიყენება მოსულკების მომზადებისათვის.

საკვები, რომელიც შესაძლებელია დაბინძურებული იყოს ნოროვირუსებით, უნდა იქნას გადაგდებული.

ავადმყოფი ახალშობილები და ბავშვები მოარიდეთ ადგილებს სადაც ინახება და მზადდება საკვები.


ავადმყოფმა არ უნდა მოამზადოს საკვები ან იზრუნოს სხვა ავადმყოფზე

ავადმყოფმა სხვებისათვის არ უნდა მოამზადოს საკვები ან იზრუნოს ავადმყოფზე თუკი სიმპტომების ალაგებიდან 3 დღე მაინც არ არის გასული. იგივე ეხება ავადმყოფ მომუშავეებს სკოლებსა, სოციალური მომსახურების და სამედიცინო დახმარების დაწესებულებებში, სადაც შესაძლებელია მათ გაავრცელონ ნოროვირუსი სხვა პირებზეც.

დაბინძურებული ზედაპირები უნდა დასუფთავდეს და მოხდეს მისი დეზინფექცია

ღებინების ან დიარეის შემდეგ, აუცილებელია დაბინძურებული ზედაპირების მყისიერი დასუფთავება და დეზინფექცია. შესაძლებელია ქლორიანი მათეთრებლის ხსნარის (5-25 სუფრის კოვზი მათეთრებელი [5.25%] განზავებული 3.7 ლიტრ წყალში) ან ნოროვირუსის წინააღმდეგ ეფექტური რაიმე რეგისტრირებული დეზინფექტანტის გამოყენება.

აუცილებელია თეთრეულის საფუძლიანი რეცხვა

თეთრეულსა ან ტანისამოსზე მოხვედრილი პირნაღები მასა ან განავალი მყისვე უნდა იქნას მოცილებული, ხოლო ქსოვილები უნდა გაირეცხოს.

აუცილებელია:

დაბინძურებულ ნივთებთან სიფრთხილის გამოჩენა,
დაბინძურებულ ნივთებთან მოპყრობისას რეზინის ან ერთჯერადი ხელთათმანების გამოყენება; შემდგომი ხელის დაბანა, და
ნივთების სარეცხი მანქანის ყველაზე ხანგრძლივი და შემდგომი გამოშრობის რეჟიმით, და სარეცხი საშუალებით რეცხვა.
სიმპტომები

ნოროვირუსულ ინფექციას შეუძლია კუჭის ან/და ნაწლავთა ანთებითი პროცესების გამოწვევა, რასაც მწვავე გასტროენტერიტი ეწოდება.

ყველაზე ხშირად ვითარდება -

დიარეა
პირღებინება
გულისრევა
მუცლის ტკივილი
შედარებით იშვიათად -

ცხელება
თავის ტკივილი
სხეულის ტკივილი
ნოროვირუსული ინფექციისას, პაციენტი შეიძლება თავს უკიდურესად შეუძლოდ გრძნობდეს და დღეში რამდენჯერმე ჰქონდეს პირღებინების და დიარეის ეპიზოდები. აღნიშნულმა შეიძლება დეჰიდრატაცია (გაუწყლოვნება) გამოიწვიოს, განსაკუთრებით ბავშვებში, მოხუცებში და თანმხლები დაავადების მქონე პირებში. დაავადების სიმპტომები, როგორც წესი, ნოროვირუსთან ექსპოზიციიდან 12-48 საათში ვითარდება. პაციენტთა უმრავლესობაში დაავადება 1-დან 3-დღემდე გრძელდება.

დეჰიდრატაციის ნიშნებია -

შარდვის შემცირება
პირისა და ხახის სიმშრალე
თავბრუსხვევა ფეხზე ადგომისას
დეჰიდრატაციის მქონე ბავშვები შეიძლება ტიროდნენ უცრემლოდ და ჭირვეულობდნენ.

მკურნალობა

ნოროვირუსული დაავადების სამკურნალო სპეციფიკური პრეპარატი არ არსებობს. მისი მკურნალობა შეუძლებელია ანტიბიოტიკების გამოყენებით, რადგან იგი ვირუსული (და არა ბაქტერიული) ინფექციაა.

თუ თქვენ გაქვთ ნოროვირუსული დაავადება, აუცილებლად უნდა მიიღოთ სითხეები დიდი რაოდენობით, რათა აღიდგინოთ პირღებინებისა და დიარეის დროს დაკარგული სითხე. ეს თავიდან აგაცილებთ დეჰიდრატაციას.

მსუბუქი დეჰიდრატაციის დროს, შესაძლებელია ისეთი სასმელების გამოყენება, რომელიც არ შეიცავს კოფეინს და ალკოჰოლს. თუმცა, აღნიშნულმა სასმელებმა შეიძლება ვერ ჩაანაცვლონ აუცილებელი საკვები და მინერალები. მსუბუქი დეჰიდრატაციის დროს, ძალზედ ეფექტურია ორალური რეჰიდრატაციის საშუალებები, რომელთა შეძენაც შესაძლებელია სააფთიაქო ქსელში.

დეჰიდრატაციას შეუძლია სერიოზული საფრთხეების გამოწვევა. მწვავე დეჰიდრატაციისას შესაძლებელია პაციენტს დასჭირდეს ჰოსპიტალიზაცია, რათა ჩატარდეს სითხეების ინტრავენური ტრანსფუზია. დეჰიდრატაციის შემთხვევაში, გთხოვთ დაუკავშირდეთ ექიმს.

იხ. ამავე თემაზე: გორში კომბინატის დასახლებაში გავრცელებული იყო ნოროვირუსი - დასკვნა
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
სახსრის ანთებითი დაავადებები, იგივე ართრიტი 100-ზე მეტ
პათოლოგიას აერთიანებს.

სახსრის ანთებითი დაავადებები, იგივე ართრიტი 100-ზე მეტ პათოლოგიას აერთიანებს.

17:14 / 10.07.2025
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა, 19
წლის საბა ჯიქიას 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა, 19 წლის საბა ჯიქიას 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
13:27 / 10.07.2025
შეხვედრისას სპიკერები იმ კრიტერიუმებს მიმოიხილავენ, რომლებსაც აგრო
პროდუქტი
შეხვედრისას სპიკერები იმ კრიტერიუმებს მიმოიხილავენ, რომლებსაც აგრო პროდუქტი
13:58 / 09.07.2025
დაზარალებულს დაზიანება თავის არეში აღენიშნება

დაზარალებულს დაზიანება თავის არეში აღენიშნება

14:07 / 04.07.2025
ბიუჯეტის ცხრილის შედგენით ვასწავლით
მათ, რას ნიშნავს შემოსავალი და გასავალი, ამით გამოუმუშავდებათ
დაკვირვების უნარი საკუთარ ფინანსურ გადაწყვეტილებებზე

მენტორი პედაგოგი ნინო ლომიძე უკვე
8 წელია მეწარმეობის საფუძვლებს ასწავლის და მოსწავლეებს ბიზნეს
უნარ-ჩვევებს უვითარებს. ამბობს, რომ სწავლა კეთებით ხორციელდება,
ამიტომ მისი მოსწავლეები ქმნიან სიმულაციურ კომპანიებს და
ახორციელებენ რეალურ ბიზნეს. ფიქრობს, რომ ბავშები, რომლებიც ადრეულ
ასაკში იღებენ ფინანსურ განათლებას, რეალურ ცხოვრებაში სწორ ფინანსურ
გადაწყვეტილებებს მიიღებენ.

„მოსწავლეები თავად ირგებენ
სხვადასხვა თანამდებობებს, მართავენ კომპანიას, აწარმოებენ
მოლაპარაკებებს, ქმნიან მარკეტინგულ სტრატეგიას, ყიდიან საკუთარი
ხელით შექმნილ პროდუქციას და ინაწილებენ მოგებას. ეს ყველაფერი მათ
ეხმარება ინოვაციური და შემოქმედებითი აზროვნების ჩამოყალიბებაში,
დასაქმებისთვის მზაობაში და ფინანსური განათლების მიღებაში,რაც
დამეთანხმებით ნამდვილად სჭირდება თანამედროვე ახალგაზრდას” გვიხსნის
ლომიძე და დასძენს, რომ შედარებით დაბალ კლასებში, მოსწავლეებს
მარტივი და მეტად საინტერესო გზით ასწავლის ფინანსების მართვის
პოლიტიკას.



„ვინაიდან ბიუჯეტი დროის გარკვეულ
მონაკვეთზე მიღებული შემოსავლების, გასავლისა და დანაზოგის გეგმაა,
მოსწავლეებს  ყოველკვირეული ან ყოველთვიური ბიუჯეტის ცხრილს
ვადგენინებ. მოსწავლეთა უმრავლესობა ყოველ დღე ხარჯავს თანხას
საკვებისთვის, საკანცელარიო ნივთებისთვის ან ყოველდღიური
საჭიროებებისთვის. ხშირად მათი ხარჯები გაუაზრებელია, რადგან სახარჯო
თანხას უფროსები აძლევენ და ვერ განკარგავენ საჭიროებისამებრ.
ბიუჯეტის ცხრილის შედგენით ვასწავლით მათ, რას ნიშნავს შემოსავალი და
გასავალი, ამით გამოუმუშავდებათ დაკვირვების უნარი საკუთარ ფინანსურ
გადაწყვეტილებებზე, გააანალიზებენ არასაჭირო ხარჯებს და მომავალში
თავს აარიდებენ იმპულსურ ქცევას” გვიზიარებს ლომიძე

ნინოს თქმით, ბისზნესის მართვის
სპეციალისტობიდან დაწყებითების მენტორ მასწავლებლობამდე გზა არც ისეთი
მარტივი ყოფილა არა ერთი გამოცდისა და საგანმანათლებლო პროგრამის
ფონზე, თუმცა მასწავლებლობა მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი
მისიაა.

„სირთულეების მიუხედავად,
ბავშებთან ურთიერთობა ყოველდღიურად ახალ ძალას მმატებს. სწავლის
პროცესში მნიშვნელოვანია საგანი შეაყვარო მოსწავლეს, დაანახო როგორ
შეუძლია  იმ კონკრეტული საგნის ტრანსფერი ყოველდღიურ ცხოვრებაში,
შეაჩვიო სირთულეების ისე გადალახვას,რომ თავად დაინახოს საკუთარი
პროგრესი რაც მას მოტივაციას მისცემს და არასოდეს გაუქრება ცოდნის
მიღების სურვილი.

ბიუჯეტის ცხრილის შედგენით ვასწავლით მათ, რას ნიშნავს შემოსავალი და გასავალი, ამით გამოუმუშავდებათ დაკვირვების უნარი საკუთარ ფინანსურ გადაწყვეტილებებზე


მენტორი პედაგოგი ნინო ლომიძე უკვე 8 წელია მეწარმეობის საფუძვლებს ასწავლის და მოსწავლეებს ბიზნეს უნარ-ჩვევებს უვითარებს. ამბობს, რომ სწავლა კეთებით ხორციელდება, ამიტომ მისი მოსწავლეები ქმნიან სიმულაციურ კომპანიებს და ახორციელებენ რეალურ ბიზნეს. ფიქრობს, რომ ბავშები, რომლებიც ადრეულ ასაკში იღებენ ფინანსურ განათლებას, რეალურ ცხოვრებაში სწორ ფინანსურ გადაწყვეტილებებს მიიღებენ.

„მოსწავლეები თავად ირგებენ სხვადასხვა თანამდებობებს, მართავენ კომპანიას, აწარმოებენ მოლაპარაკებებს, ქმნიან მარკეტინგულ სტრატეგიას, ყიდიან საკუთარი ხელით შექმნილ პროდუქციას და ინაწილებენ მოგებას. ეს ყველაფერი მათ ეხმარება ინოვაციური და შემოქმედებითი აზროვნების ჩამოყალიბებაში, დასაქმებისთვის მზაობაში და ფინანსური განათლების მიღებაში,რაც დამეთანხმებით ნამდვილად სჭირდება თანამედროვე ახალგაზრდას” გვიხსნის ლომიძე და დასძენს, რომ შედარებით დაბალ კლასებში, მოსწავლეებს მარტივი და მეტად საინტერესო გზით ასწავლის ფინანსების მართვის პოლიტიკას.


„ვინაიდან ბიუჯეტი დროის გარკვეულ მონაკვეთზე მიღებული შემოსავლების, გასავლისა და დანაზოგის გეგმაა, მოსწავლეებს  ყოველკვირეული ან ყოველთვიური ბიუჯეტის ცხრილს ვადგენინებ. მოსწავლეთა უმრავლესობა ყოველ დღე ხარჯავს თანხას საკვებისთვის, საკანცელარიო ნივთებისთვის ან ყოველდღიური საჭიროებებისთვის. ხშირად მათი ხარჯები გაუაზრებელია, რადგან სახარჯო თანხას უფროსები აძლევენ და ვერ განკარგავენ საჭიროებისამებრ. ბიუჯეტის ცხრილის შედგენით ვასწავლით მათ, რას ნიშნავს შემოსავალი და გასავალი, ამით გამოუმუშავდებათ დაკვირვების უნარი საკუთარ ფინანსურ გადაწყვეტილებებზე, გააანალიზებენ არასაჭირო ხარჯებს და მომავალში თავს აარიდებენ იმპულსურ ქცევას” გვიზიარებს ლომიძე

ნინოს თქმით, ბისზნესის მართვის სპეციალისტობიდან დაწყებითების მენტორ მასწავლებლობამდე გზა არც ისეთი მარტივი ყოფილა არა ერთი გამოცდისა და საგანმანათლებლო პროგრამის ფონზე, თუმცა მასწავლებლობა მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მისიაა.

„სირთულეების მიუხედავად, ბავშებთან ურთიერთობა ყოველდღიურად ახალ ძალას მმატებს. სწავლის პროცესში მნიშვნელოვანია საგანი შეაყვარო მოსწავლეს, დაანახო როგორ შეუძლია  იმ კონკრეტული საგნის ტრანსფერი ყოველდღიურ ცხოვრებაში, შეაჩვიო სირთულეების ისე გადალახვას,რომ თავად დაინახოს საკუთარი პროგრესი რაც მას მოტივაციას მისცემს და არასოდეს გაუქრება ცოდნის მიღების სურვილი." ლომიძის აზრით არაფორმალურ განათლებას უზარმაზარი როლი უჭირავს მოსწავლის ცხოვრებაში, როდესაც საქმე რეალურ ცხოვრებაში საჭირო უნარების განვითარებას ეხება. "პატარა ასაკიდანვე ვზრუნავ მოსწავლეების პროფესიულ ორიენტაციაზე, მიმყავს სხვადასხვა ადგილებზე, სადაც თავად მოსინჯავენ და უშუალოდ დააკვირდებიან სხვადასხვა პროფესიებს.”

ნინო, თავის ცოდნასა და გამოცდილებას, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ მოსწავლეებსაც უზიარებს, რადგან თვლის, რომ განათლება ყველა ბავშვისთვის ერთნაირად ხელმისაწვდომი უნდა იყოს.

“გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლის სკოლებში ახალგაზრდებს, მასწავლებლებსა და სოფლის მოსახლეობას ვუზიარებ ცოდნას. ვასწავლი თუ როგორ იყვნენ ფინანსური სისტემების გონიერი მომხმარებლები. ვთვლი, რომ მასწავლებლობა ჩემთვის სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლის საშუალებაა, რასაც თითოეული მოსწავლიდან ვიწყებ უპირობო სიყვარულის, სამართლიანობისა და ნდობის საშუალებით.”

 

 

13:26 / 04.07.2025
ვიდეორეპორტაჟი
რკინიგზის დეპარტამენტი ფაქტს დაკვამლიანებას უწოდებს.
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,


საინფორმაციო პორტალი მხარდაჭერილია ევროკავშირის (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, პროექტის "იმოქმედე საქართველოსთვის" ფარგლებში. საინფორმაციო მასალების შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია Qartli.ge და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს დონორების შეხედულებებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.